x
მეტი
  • 23.04.2024
  • სტატია:134466
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508529
ფერადხალიჩებიანი ატაკამა - უდაბნო ჩილეში,სადაც 200-ზე მეტი ყვავილი ხარობს
image



ჩილეში მდებარე ატაკამას უდაბნო მიიჩნევა დედამიწის ერთ-ერთ ყველაზე მშრალ ადგილად. ფაქტობრივად, იგი ოფიციალურად სახელდება ყველაზე მშრალ უდაბნოდ, რომლის ნიადაგიც შეესაბამება, ჰგავს მარსიდან აღებულ სინჯებს.


image


ამის მიუხედავად, ჩვენი პლანეტის ერთ-ერთი ყველაზე მშრალი ადგილი ხრიოკი უდაბნოდან ულამაზეს ყვავილების ბაღად იქცევა თითქმის ერთ ღამეში. ეს ფენომენი უკავშირდება ელ-ნინიოს, თბილი წყლის ზოლს, რომელიც გვხვდება წყნარ ოკეანეში, სამხრეთ ამერიკის დასავლეთ სანაპიროსთან. ელ-ნინიო ცვლის ჰაერის ტემპერატურას და ზრდის ნალექებს განსაზღვრულ ადგილებში.




image


ჩილეში, ატაკამას უდაბნოში პერიოდულად გამოვლენილი ფენომენი იწოდება, როგორც "უდაბნოს ყვავილობა". იგი მეორდება ყოველ 5-7 წელიწადში ერთხელ. ამ დღეებში ატაკამას უდაბნოში 200-ზე მეტი სახეობის ყვავილს შეამჩნევთ. ყვავილობა მარტო ატაკამას არ ახასიათებს, ეს ფენომენი გვხვდება, ასევე, სხვა უდაბნოებშიც, სადაც დიდი ოდენობით მრავალწლიანი ყვავილი, ე.წ. "ეფემერები" ხარობს.

მრავალწლიანი მცენარის თესლი ხშირად თვეების, ან წლების განმავლობაში არის მიძინებულ, ერთი შეხედვით, მკვდარ მდგომარეობაში, რეალურად ის ცოცხალია, მაგრამ არ ჩანს. მიძინებული თესლები მხოლოდ მაშინ იწყებენ გაღვივებას, როცა წვიმის წყალი მათ კანს შეეხება. ატაკამას უდაბნოს ყვავილები კაშკაშა, ნათელი ფერებისაა და მიმდებარე მთების კალთების ფონზე, წარმოუდგენლად ლამაზ სანახაობას ქმნის.



image




image

ატაკამაზე ყვავილები დიდად და ხშირად არ იზრდება სიმაღლეში. უდაბნოს ზოლი გადაჭიმულია 994 კილომეტრზე, ჩილეს ჩრდილო-დასავლეთ მხარეს.


0
148
შეფასება არ არის
ავტორი:ლანა92
ლანა92
148
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0