x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134384
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508460
9 უცნაური ყვავილი - ისინი გამოიყურებიან, როგორც ცხოველი, ან სხვა რამე ობიექტი

image


ყვავილები ერთმანეთისაგან განსხვავდებიან ფორმით, ზომითა და ფერებით. ყველა მათგანი ლამაზია, თუმცა ზოგი გამოიყურება განსაკუთრებით უჩვეულოდ. ამ უცნაური ყვავილების უმეტესობა ცხოველებს, ან საყვარელი ფილმების პერსონაჟებს მოგაგონებთ, რაც შოკისმომგვრელიც კი არის. ქვემოთ წარმოდგენილი 9 უცნაური ყვავილის შეხედვაზე თქვენ დარწმუნდებით ამ საოცარ რეინკარნაციაში (გარდასახვაში).


1.დართ ვეიდერი

image

"მფრინავი ჩიტის", ღამურას მსგავსი ეს ყვავილი გამოიყურება ისე, თითქოს ეკრანიდან გადმოვიდა და პოპულარული ფილმის, "ვარსკვლავურის ომების" ცნობილი პერსონაჟის, დართ ვეიდერის ნიღაბია.

2. მაიმუნის ორქიდეა

image

მაიმუნის ორქიდეას, იგივე მაიმუნების დრაკულას აქვს ფოთლების ისეთი განლაგება, რომ პრიმატების სახეს მოგაგონებთ. მას ყვავილები აქვს წელიწადის ნებისმიერ დროს და მწიფე ფორთოხლის სურნელი დაჰკრავს.

image

3. ჰუკერის ტუჩები

image

ჰუკერის ტუჩები ტროპიკული ხე-ყვავილია, გვხვდება ცენტრალური და სამხრეთ ამერიკის თოვლიანი წვიმის ტყეებში. იგი გამოიყურება, როგორც დიდი, მხურვალე წითელი ტუჩები.


4.მოცეკვავე გოგონა

image

აღმოსავლეთ აფრიკის ტროპიკული ტყეების იშვიათი სახეობაა. "მოცეკვავე გოგონა" შედარებით პატარა მცენარეა, ვიდრე სხვა ხე-ყვავილები. სიგრძით 30 სმ.-ია, ყვავილი კი 1 სმ.-ც არაა. მისი ერთ-ერთი თავისებურება ის, რომ მოცეკვავე ქალის ფიგურას ჰგავს.



5."ჩვილი სახვევებში"

image

ეს ორქიდეას უცნაური, გასაოცარი ტიპია, რომლის ყვავილებიც გამოიყურება ისე, თითქოს სახვევებში შეფუთული ჩვილი წევს.

6.ორქიდეა "ვეფხვი"

image

ეს ყვავილი ისე მოჩანს, თითქოს მის ცენტრში მძინარე ვეფხვი იმალება.

7.ორქიდეა ანგელოზი

image

ყვავილების ფურცლები ძალიან ჰგავს ანგელოზს.

8.ორქიდეა ბალერინა

image

ნარინჯისფერი ფურცლებითა და თეთრი ფურცლების შეკვრით საოცრად ჰგავს მოცეკვავის, კერძოდ, ბალერინას ხელებსა და ფეხებს.

9.თეთრი ჰერონის ორქიდეა

image

image

imageფრინველი "ჰერონი"




ყვავილი "თეთრი ჰერონის ორქიდეა" გვხვდება ჩინეთში, იაპონიაში, კორეასა და რუსეთში. ყვავილი ჰგავს თეთრ ჰერონს (ფრინველი, ) ფაფუკი ფრთებით, განშტოებებით.

0
61
შეფასება არ არის
ავტორი:ლანა92
ლანა92
61
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0