x
image
მაია 24
რას მოგვიტანს ხარის წელი და ვისი მფარველი იქნება თეთრი მეტალის ხარი - "გლობალური ცვლილებები, მშენებლობა, პირადი ბიზნესის დაწყება, დაწყვილება"
image


დინამიკური წელი გველოდება, მოულოდნელობა მოიმატებს, მაგრამ დისციპლინირებულობისა და პრაქტიკულობის გავლენით ხარის წელში ფინანსურ სფეროში თავს მეტად სტაბილურად იგრძნობთ. მოერიდეთ ავანტიურას, დაგეგმეთ ყველაფერი გულდასმით. განსაკუთრებით, თუ მცირე ბიზნესის წარმომადგენელი ხართ. შეიძლება ცოტა მეტი დრო დაგჭირდეთ, მაგრამ სასურველს აუცილებლად მიაღწევთ. მოერიდეთ ზედმეტ ამბიციურობას.


იყავით მიზანმიმართული, ნუ შეუშინდებით სირთულეებს. მოთმინებით აღიჭურვეთ და ნაბიჯ-ნაბიჯ და თავდაჯერებულად მიუახლოვდებით სასურველს. ზოგიერთმა შეიძლება საკუთარ თავში ახალ-ახალი ნიჭი აღმოაჩინოს.


2021 წელს ნუ ელოდებით, რომ ფული ციდან ჩამოგეყრებათ, ნურც ილუზიების განხორციელება მოგინდებათ. იყავით პრაქტიკული, ყველა სფეროში. გამოიყენეთ ის ცოდნა, რაც წლების განმავლობაში გაქვთ დაგროვილი. "აუჩქარებლად და ზედმეტი ნერვების მოშლის გარეშე" - აი, ეს ფრაზა გაიხადეთ წლის დევიზი და ასევე იმოქმედეთ. იყავით საკუთარი თავისა და ტრადიციების ერთგული, რათა არ შეილახოთ ის ავტორიტეტი, რაც უკვე გაქვთ საზოგადოებაში.



ჩინურ ასტროლოგიაში ხარი სამართლიანობის ინტუიციის, შრომისა და ნაყოფიერების სიმბოლოა. მისთვის სულიერება და გონება უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ილუზიები და ღრუბლებში ფრენა. სტრატეგიულად უნდა იმოქმედოთ; სწრაფად უნდა შეძლოთ სიახლეებში ადაპტირება. რთული სიტუაციები მოსალოდნელია, მაგრამ შინაგან და გარეგან კრიზისებს ნუ ელით.


თეთრი მეტალის ხარის პერიოდში უნდა აკონტროლოთ ქმედებაც და ემოციებიც. არ გამოავლინოთ აგრესია. სოციალურ ცხოვრებაში იყავით თავშეკავებული. ყურადღება უნდა გამოვლინოთ სამყაროს მიმართ. ძაღლის, ვეფხვისა და ცხენის წლებში დაბადებულებმა უნდა დაამარცხოთ თქვენი უარყოფითი მხარეები. წინააღმდეგ შემთხვევაში, კონფლიქტებს ვერ გაუმკლავდებით.


კატას (კურდღელი), თხასა (ცხვარი) და ტახს (ღორი) მეტად მართებთ შემოქმედებითი იდეების განხორციელება. მეტად გამოავლინეთ თქვენი ნიჭი. აზარტით ჩაერთეთ ორიგინალური პროექტების განხორციელებაში. თუმცა, სწრაფ შედეგებს და მატერიალურ კეთილდღეობას ნუ ელით.


ნუ იქნებით ზედმეტად კონსერვატიული. ნუ შეეწინააღმდეგებით სიახლეებს, იყავით ლოიარული და ხშირად დათმეთ. ზაფხულის დადგომისთანავე მოიმატებს კარიერისკენ სწრაფვის სურვილი. გაგიმარტივდებათ გარშემო მყოფებთან საერთო ენის გამონახვა. საჭირო ადამიანებთან დამეგობრება.


ხარის წელი 2021 წლის 12 თებერვალს შემობრძანდება. ამ პერიოდიდან ადამიანებში მოიმატებს „რკინისებური“ ხასიათი, მეტად ძლიერად და მამაცად იგრძნობთ თავს. წლის ფერია თეთრი. რაც სიბრძნის, ცივსისხლიანობისა და დიდსულოვნების სიმბოლოა. ჩინური კალენდრის მიხედვით 2021 წლის სტიქიებად რკინა და მიწაა მიჩნეული. ხარის წელში დაბადებული ადამიანები კი მეტად ავლენენ თავშეკავებულობას, მტკიცე ხასიათსა და სიჯიუტეს. ორი სტიქიის გავლენით, წელი ნაყოფიერებასა და კეთილდღეობას მოგვიტანს. დასტაბილურდება ფინანსური სფერო და რომანტიკული ურთიერთობა პარტნიორებს შორის. ადამიანები გულღიად დაიწყებენ თავიანთი გრძნობების გამოხატვას. ხარის წელში, გირჩევთ, გააუმჯობესოთ დამოკიდებულება ხარის წელში დაბადებულებთან. ამით წლის მმართველის კეთილგანწყობას დაიმსახურებთ.


რა თვისებებით გამოირჩევა 2021 წლის მმართველი?


ხარი პატიოსანი და სამართლიანია, კეთილშობილი და მიზანმიმართული. არაჩვეულებრივად შრომისმოყვარე და მიზნამიმართული. ის ვერ იტანს უხეშობას, შტერ და ლაქლაქა ადამიანებს. კონსერვატიულია, უყვარს კეთილი საქმეების კეთება, ადამიანების დახმარება. ის, ვისაც საკუთარ თავზე დიდი წარმოდგენა აქვს და უსაფუძვლოდ ამბიციურია, უფრთხილდეს წლის მმართველს.


2021 წლის გლობალური და მნიშვნელოვანი ცვლილებები გელით. მშენებლობა, პირადი ბიზნესის დაწყება, დაწყვილება - ეს ყველაფერი წელს უნდა მოასწოროთ. განსაკუთრებით, თუ წინა წლებში კაპიტალი და ენერგია ჩადეთ მათში.


ხარი მუდამ თავისი პრინციპების ერთგულია. ფრთხილი, აღიარებს ტრადიციებს. შეუძლია და კარგადაც გამოსდის ფიზიკური შრომა. ხარი იდეალური მეოჯახეა - ერთგული მეუღლე და მზრუნველი მშობელი. ერთადერთი, გირჩევთ, არ გამოცადოთ ხარი მოთმინებაზე, მის მძვინავრებას მთელი ძალით შეიგრძნობთ.


2021 წლის ზოგადი დახასიათება


სოციალურ და პოლიტიკურ სფეროში მოსალოდნელია პერიოდული აგრესიული გამოხდომები; კონსერვატიზმის გამოვლენა. ხელისუფლების ავტორიტარიზმი ხელს შეუშლის დემოკრატიული იდეების განვითარებას. ხალხის სურვილების უგულებელყოფა და თავვისუფლების შეზღუდვა ხარის წელში ნორმად იქცევა. თუმცა, სერიოზული კონფლიქტები და ომები მოსალოდნელი არაა.


კარგი იქნება, თუ ხარის წელში ფერმერობას, მიწათმოქმედებას, მეცხოველეობას დაიწყებთ. ტექნოლოგიური განვითარებისა და აღმოჩენების გამოყენებით კარგ შედეგებს მიიღებთ.


თითოეულ ადამიანს გაუჩნდება სურვილი, აღადგინოს ოჯახური ტრადიციები, შეისწავლოს გვარის ისტორია, გააუმჯობესოს დემოგრაფიული მდგომარეობა. ღირებული გახდება კულტურული ცხოვრება. ადამიანები, რომლებიც შემოქმედებით სფეროში მოღვაწეობენ, ხელსაქმეს მისდევენ, წარმატება, მატერიალური კეთილდღეობა და დაფასება ელით. ზოგიერთი ფანტასტიკური იდეების განხორციელებასაც კი შეძლებს. შანსი მოგეცემათ, მოძებნოთ თქვენთვის შესაფერისი სამსახური და მიიღოთ სიამოვნება მისი შესრულებით.


გაუმართლებს ყველას, ვინც შენებაზე და არა დანგრევაზეა ორიენტირებული. იყავით ორიენტირებული, მზად ფიზიკური შრომისთვის. მოიძიეთ განვითარების გზები, გააუმჯობესეთ არსებული კავშირები. უმჯობესია, საკუთარი თავის იმედი გქონდეთ, ასე უფრო მიაღწევთ მიზნებს, ვიდრე სხვას ელოდოთ. გაუმართლებთ მიზანმიმართულ და ბეჯით ადამიანებს.


ხარი დაგეხმარებათ, თუ გსურთ, თქვენი საქმე წამოიწყოთ. კარიერული მიღწევა ნებადართულია, მაგრამ სხვებს ნუ გაწირავთ თქვენი კეთილდღეობისთვის. ხარი ამას არ გაპატიებთ. კონკურენტებთან ბრძოლისას დაკვირვებული უნდა იყოთ. იაქტიურეთ იმ საქმეში წარმატების მისაღწევად, სადაც ფული გაქვთ დაბანდებული.


2021 წელს დაბადებული ბავშვები კარგი ჯანმრთელობით, ოპტიმისტური განწყობითა და თავდაჯერებულობით გამოირჩევიან. თუ ფეხმძიმობის დაგეგმვას აპირებთ, ეცადეთ, თქვენი პატარა შემოდგომაზე ან წლის ბოლოსთვის დაიბადოს. ასეთი მონაცემებით ის სტაბილური იქნება საყოფაცხოვრებო და მატერიალურ სფეროებში. ბავშვი მორალურადაც და ფიზიკურადაც ძლიერი გაიზრდება. მთავარია, სრულფასოვანი კვება არ მოაკლოთ და არც მის განვითარებაზე დაგენანოთ ფული. სხვათა შორის, ხარის წელში დაბადებულ ადამიანებს ცხოვრებაში ხშირად უმართლებთ.


ასევე ნახეთ:


დაბადების დღის "მაგია" - რა უნდა გავაკეთოთ 7 დღით ადრე და მომდევნო 12 დღეს, რომ მთელი წელი ბედნიერი ვიყოთ



ნახეთ სხვა საინტერესო სტატიები არხზე - მაია 24

0
11770
შეფასება არ არის
ავტორი:მაია 24
მაია 24
11770
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0