x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
ჰიუსტონების საგვარეულო წყევლა გრძელდება?-უიტნი ჰიუსტონის გერი 28 წლის ასაკში გარდაიცვალა
image

აწ გარდაცვლილი ამერიკელი მომღერლი, ს უიტნი ჰიუსტონის გერი, ბობი ბრაუნ უმცროსი გარდაცვლილი იპოვეს საკუთარ სახლში. წინასწარი პოლიციის ცნობით, გარდაცვლილს არ ეტყობა ძალადობრივი კვალი. ინტერნეტში კვლავ განიხილავენ "ჰიუსტონების წყევლას".


ამერიკელი R&B შემსრულებლის, ბობი ბრაუნის ოჯახში მორიგი მწუხარებაა - გარდაიცვალა მისი 28 წლის ვაჟი ბობი ბრაუნი უმცროსი. წინა დღეს მისი ცხედარი ლოს ანჯელესში, საკუთარ სახლში იპოვნეს. ამის შესახებ იტყობილება პორტალი TMZ.

ბოლო ცნობებით, პოლიცია კვლავ ტრაგედიის ადგილზე იმყოფება და ამ დროისთვის მათ არანაირი საფუძველი არ აქვთ დაეჭვდნენ, რომ ეს იყო ძალადობრივი სიკვდილი.



მისმა ძმამ ლენდონ ბრაუნმა თავის ინსტაგრამზე გამოაქვეყნა გარდაცვლილის შავ-თეთრი ფოტო წარწერით: "მე ყოველთვის მიყვარხარ, მეფე".

image

ბობი ბრაუნ უმცროსი უიტნი ჰიუსტონის გერი იყო. დედამისი იყო კიმ უორდი, რომელთან ერთადაც მომღერალი ურთიერთობებს გარდამავალი წარმატებით ინარჩუნებდა. ორსულობის დასაწყისში უორდმა შეიტყო ბრაუნის ჰიუსტონთან რომანტიკული ურთიერთობის შესახებ, რის შემდეგაც საბოლოოდ გაწყვიტა კავშირი მუსიკოსთან.


ბობი ბრაუნი უმცროსის გარდაცვალების შემდეგ ისევ ალაპარაკდნენ "საგვარეულო წყევლაზე", შეგახსნებთ, ამერიკელი მომღერალი და მსახიობი უიტნი ჰიუსტონი 2012 წლის თებერვალში გარდაიცვალა სასტუმრო Beverly Hilton-ის ნომერში. მომღერალი აბაზანაში იპოვეს გარდაცვლილი. მის სისხლში საძილე პრეპარატისა და მარიხუანას კვალი აღმოაჩინეს. იმ პერიოდში ჰიუსტონი კაკაინზე იყო დამოკიდებული და რეაბილიტაციის კურსს გადიოდა. პოლიციამ კრიმინალის კვალი გამორიცხა.


სამი წლის შემდეგ გარდაიცვალა უიტნი ჰიუსტონის ერთადერთი ქალიშვილი კრისტინა ბრაუნი. 21 წლის გოგო მისმა შეყვარებულმა აბაზანაში იპოვა. კრისტინა ხელოვნურ კომაში იყო, იმავე წლის ივლისში გოგონა გარდაიცვალა.

0
46
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
46
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0