x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134384
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508460
კორონავირუსის ვაქცინა 95% შემთხვევაში ეფექტიანი აღმოჩნდა — Pfizer-ის კვლევა
image


სულ რამდენიმე საათის წინ ცნობილი გახდა Pfizer-ის მიერ წარმოებული კორონავირუსის ექსპერიმენტული ვაქცინის დასკვნითი, მესამე ეტაპის კვლევის ანალიზის შედეგები. როგორც ირკვევა, ვაქცინა ეფექტიანობას 95% შემთხვევაში აღწევს და იგი კორონავირუსით ინფიცირებისგან მოხუც პაციენტებსაც იცავს. კომპანიის წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ აცრის შემდეგ რაიმე სახის მძიმე გვერდითი ეფექტი არ ვლინდება.


აღნიშნულ დასკვნამდე კომპანია კვლევაში ჩართულ 44 000 მოხალისეზე დაკვირვების შედეგად მივიდა. მონაწილეთა ნახევარს ვაქცინა გაუკეთეს, ნახევარს კი პლაცებო. მონაწილეთაგან COVID-19 განუვითარდა 170 ადამიანს, რომელთაგან 162 ინფიცირებული პლაცებოს ჯგუფში იყო და მხოლოდ რვა ვაქცინის ჯგუფში. ეს იმას ნიშნავს, რომ ვაქცინა 95% შემთხვევაში ეფექტიანია, აცხადებენ კომპანიაში.


გასულ კვირაში კლინიკური კვლევის შუალედური შედეგები გახდა ცნობილი. პირველადი ანალიზი 94 COVID-19-ით დაავადებულის ჯანმრთელობის მდგომარეობის ანალიზს ეყრდნობოდა და ვაქცინა თავის ეფექტიანობას 90% შემთხვევაში აღწევდა. როგორც საბოლოო ანალიზმა გამოკვეთა, პოტენციური ვაქცინა ნამდვილად იმედისმომცემი გახლავთ.



შეგახსენებთ, ამერიკის სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ საქართველოში ვიზიტისას ჩვენი ქვეყნის ხელისუფლებას პირად საუბრებში დაუდასტურა ზმაობა, რომ საქართველომ მოკლე ვადებში მიიღოს ახალი ვაქცინა კორონავირუსის წინააღმდეგ და არ დაგვჭირდეს გრძელ რიგში ლოდინი.

.

დღეის მდგომარეობით, ბოლო 24 საათის განმავლობაში გამოვლენილია ვირუსით ინფიცირების 3 768 ახალი დადასტურებული შემთხვევა, - ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მან კორონავირუსთან დაკავშირებით არსებულ უახლეს სტატისტიკურ მონაცემებზე ისაუბრა.

.

„დღეის მდგომარეობით, ბოლო 24 საათის განმავლობაში გამოვლენილია ვირუსით ინფიცირების 3 768 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ 19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 96 860-ს.

.

გამოჯანმრთელებული ადამიანების ზრდის კუთხით დღეის მდგომარეობითაც ვინარჩუნებთ პოზიტიურ დინამიკას. კერძოდ, ბოლო 24 საათში გამოჯანმრთელდა 4 055 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა - 77 932-მდე.

.

სამწუხაროდ, უკანასკნელი 24 საათის განმავლობაში გვაქვს კორონავირუსით გარდაცვალების 41 ახალი შემთხვევა. მათ შორის, თბილისში - 19, აჭარაში - 5, იმერეთში - 12, ქვემო ქართლში - 2, ხოლო მცხეთა-მთიანეთში - 3 ადამიანი. 2020 წლის 26 თებერვლიდან დღემდე სულ გვაქვს 894 გარდაცვალების შემთხვევა.

.

დღეს გამოვლენილი ინფიცირების 3 768 ახალი შემთხვევიდან, დედაქალაქისა და რეგიონების მიხედვით მაჩვენებლები გამოიყურება შემდეგი სახით: თბილისში გამოვლენილია 1 443 შემთხვევა, აჭარაში - 676, იმერეთში - 541, ქვემო ქართლში - 183, შიდა ქართლში - 165, გურიაში - 52, სამეგრელო - ზემო სვანეთში - 363, კახეთში - 130, მცხეთა-მთიანეთში - 96, სამცხე-ჯავახეთში - 95, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში - 24.

.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 18 008. მათ შორის 5 879 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 2 702, აჭარაში - 942, იმერეთში - 1 179.

.

ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 838 პირი, მათ შორის, თბილისში - 420, აჭარაში - 135, იმერეთში - 169. მათ შორის ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 410 პირი, მათგან თბილისში - 202, აჭარაში - 118, იმერეთში - 26.

3 411 ადამიანი მოთავსებულია კოვიდ-სასტუმროში, მათ შორის 1 123 - თბილისში, 1 646 - აჭარაში, 336 - იმერეთში. 8 718 პირი ვირუსის მკურნალობს კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

.

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 2 226 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 426, აჭარაში -1 122, ხოლო იმერეთში - 26. სულ 6 ოქტომბრიდან - 19 ნოემბრის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 16 564 პირი.

.

ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 51 300 ადამიანი, მათ შორის თბილისში - 14 276 პირი, აჭარაში - 16 379, იმერეთში - 5 224“, - განაცხადა ბერდია სიჭინავამ.

0
10
შეფასება არ არის
ავტორი:ილია მარტყოფლიშვილი
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
10
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0