x
image
ლანა92
სალათი "თეთრი ხარის ღიმილი" - ბრწყინვალე იდეა საახალწლო სუფრის გასაფორმებლად
image



სტატიაში წარმოდგენილია 2021, ხარის წლის სუფრისათვის სალათის გაფორმების მარტივი ვარიანტი, იდეა. თქვენ შეძლებთ, გააფერადოთ ახალი წლის სუფრა თეთრი ხარის ფორმის, სერვირების მქონე სალათით. უფრო მეტიც, ეს ლამაზი სალათი თქვენს სუფრაზე მთავარი ყურადღების სამიზნე გახდება.


ინგრედიენტები:


ქათმის ფილე - 200 გრამი;

კარტოფილი - 300 გრამი;

მაგარი ყველი - 150 გრამი;


მწვანე დაკონსერვებული ბარდა - 250 გრამი;

კვერცხი - 4 ცალი;

მოხარშული ძეხვი - 100 გრამი;

ზეთისხილი - 3-4 ცალი;

შავი ქლიავი (სურვილისამებრ) - 1/4 (მეოთხედი);

ქორფა, ახალი ოხრახუში - 1-2 ტოტი;

მაიონეზი - 3-4 სუფრის კოვზი;

მარილი - გემოვნებით;


მომზადების პროცესი:


=ვხარშოთ ქათმის ფილე წყლის ადუღებიდან 20 წუთის განმავლობაში. მოხარშული ფილე გავაცივოთ პირდაპირ წყალში.

=მოვხარშოთ კარტოფილი კანიანად, დარბილებამდე, ანუ 15-20 წუთი. ამოვიღოთ წყლიდან და გავაცივოთ.

=კარგად მოვხარშოთ კვერცხები ადუღებულ წყალში 10 წუთის განმავლობაში. ჩავაგდოთ წყალში გასაცივებლად.

=კვერცხებს გავაცალოთ კანი, ნაჭუჭი და ცალ-ცალკე, წვრილ, ოდნავ მოგრძო ფანტელებად დავჭრათ გულები და ცილები.ცალ-ცალკე დავდოთ დაჭრილი გულების და ცილების მასა დაფაზე, ან თეფშზე.

=კარტოფილი გავფცქვნათ და გავხეხოთ საშუალო სისქეზე.

=სალათის გასაფორმებლად ყველს მოვაჭრათ ხარის "რქები", დანარჩენი ყველი კი გავხეხოთ საშუალო სახეხზე.

=ქათმის ფილე იჭრება წვრილ კუბებად, კუბიკებად.

ვიწყებთ სალათის აწყობას, შეკვრას: ბრტყელი თეფშის ცენტრში წრიულად ვყრით ქათმის ფილეს კუბებს.

=ქათმის ხორცს, ფილეს ვაყრით მარილს და ვფარავთ მაიონეზის ბადით.

=მეორე ფენად ვაწყობთ გახეხილ ყველს და მასაც ზემოდან ვუსვამთ მაიონეზის ბადეს.

=ყველის ფენას ზემოდან ვაწყობთ, ვაყრით მწვანე ბარდას და ამ ფენასაც მაიონეზით ვფარავთ.

=ბარდის ფენაზე ვაყრით კვერცხის გახეხილ გულს და ვუსვამთ მაიონეზის ბადეს. ამასთანავე, 1 კოვზ კვერცხის გულს ვიტოვებთ სალათის ბოლო ფენის გასაფორმებლად.

=კვერცხის გულის ფენაზე ვაწყობთ გახეხილ კარტოფილს, ვაყრით მარილს და ვფარავთ მაიონეზით. კარტოფილის ნაწილი შეგვიძლია, მარილიან სალათას დავაყაროთ იმ ადგილას, სადაც ხარის ცხვირს დავსვამთ.

=სალათის ზედაპირი და გვერდები დავფაროთ კვერცხის ცილით. ხარის "შუბლის" მიდამოში საგანგებოდ შემონახული 1 კოვზი გახეხილი კვერცხის გულისაგან გავაკეთოთ სამკუთხედის ფორმა. ხარის სალათი უფრო გემრიელი იქნება, თუ მას 1 საათით გაცივებას ვაცდით ადგილზე.

=ძეხვისაგან ვჭრით ხარის "ყურებსა" და "ცხვირს". ვიღებთ 2 ზეთისხილს თვალებისათვის. მესამე ზეთისხილს ვჭრით შუაზე ნესტოებისათვის. სურვილისამებრ, შეგვიძლია, დავამატოთ ხარის "ღიმილი" ზეთისხილის, ან შავი ქლიავის გამოყენებით.

სალათი "თეთრი ხარის ღიმილი" ქათმის ფილეთი, კარტოფილით, ყველითა და მწვანე ბარდით მზადაა. ვავსებთ კერძს ოხრახუშის ტოტით და ვდებთ მას საახალწლო სუფრაზე.

image

0
73
შეფასება არ არის
ავტორი:ლანა92
ლანა92
73
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0