x
image
ლანა92
"მარმელადის საღეჭი ჭიები" -ამ რბილი და გემრიელი კანფეტების დამზადება სულ მარტივია

image


რეცეპტი


image


გთავაზობთ ყველა პატარასათვის საყვარელი სასუსნავის, მარმელადის რეცეპტს, არა უბრალო, არამედ "საღეჭი ჭიების" სახით.




image





ინგრედიენტები:

ვაშლის წვენი - 200 მლ.;

გრანულირებული (მარცვლოვანი) ჟელატინი - 20 გრამი;

ლიმონმჟავა - მწიკვი;

საღებავი (გემოვნებით, სურვილისამებრ) - რამდენიმე წვეთი;

სიმინდის სახამებელი (სურილისამებრ)- გასახნელად;



დამზადების წესი:


1.კოქტეილის საწრუპი მილები გადაკეცეთ შუაზე, ყველა ერთად შეკარით რეზინით. სჯობია, აიღოთ დიდი დიამეტრის მქონე, სქელი საწრუპები, რათა გაგიადვილდეთ მუშაობა. თხელი, წვრილი საწრუპებით რამდენადმე მოუხერხებელია ამ კანფეტების მომზადება.

2.ჟელატინი ჩაყარეთ 100 მლ. ცივ (თუნდაც ყინულიან წყალში, ან სულაც ნახევარი საათით განათავსეთ, ჩაყარეთ საყინულეში) წვენში 20-30 წუთის განმავლობაში. ასე ვიქცევით, თუნდაც სწრაფად ლღობადი ჟელატინის შემთხვევაში.

3.პატარა, სასურველია სქელფსკერიან, ქვაბში დარჩენილ (100 მლ.) წვენს შეურიეთ შაქარი და ლიმონმჟავა. სურვილისამებრ, შეგიძლიათ, დაამატოთ რამდენიმე წვეთი საღებავი.

4.დავდგათ ქვაბში არსებული მასა დაბალ ცეცხლზე და მივიყვანოთ ადუღებამდე. ვადუღოთ სიროფი 2-3 წუთი.

5.ავიღოთ სიროფიანი ქვაბი ღუმელიდან და შევურიოთ ჟელატინიან მასას. ასეთ დროს ქაფი წარმოიქმნება, რაც უმჯობესია, მოვაშოროთ. ქაფის მოცილება შესაძლებელია კოვზით, ან საცერში გამოწურვით. ქაფის ნარჩენების შეგროვებისათვის ქაღალდის ხელსახოციც გამოგვადგება.

6.ვასხამთ ჟელეს საწრუპ მილებში, რისთვისაც წვრილცხვირიანი ჭურჭლის (ჩაიდნის) აღებაა მიზანშეწონილი;

7.თუ ორფერიანი მარმელადის ჭიების დამზადება გსურთ, მაშინ საწრუპი მილი შეავსეთ შუამდე და დარჩენილ სივრცეში ჩაასხით ამავე წესით მომზადებული სხვა ფერის ჟელე (მაგ: წითელი ჟელეს მასა ალუბლის წვენისაგან შეგიძლიათ, მიიღოთ, ვარდისფერი - მარწყვისაგან, მწვანე - კივისაგან, მწვანე ვაშლისაგან, მსხლისაგან, ყვითელი - ლიმნისაგან, ნარინჯისფერი - მანდარინისა და ფორთოხლისაგან, მუქი ცისფერი - ქლიავისაგან და ა.შ). ფერისათვის შეგიძლიათ, გამოიყენოთ ნებისმიერი ხილის წვენი.

ახლადდამზადებული მარმელადის ჭიები ტკბილი მოგეჩვენებათ, თუმცა გემოები ცოტა ხანში ჯდება, რეგულირდება და ზედმეტი სიტკბო ქრება.ამისათვის საჭიროა, მარმელადი გავაჩეროთ 12 საათი მაინც.

8. შემდგომ საწრუპავებს ჩავუშვებთ მდუღარე წყალში და ამოგვაქვს გამლღვარი, გაფართოებული მილებიდან მარმელადის ჭიები.

9. მარმელადის სრიალა ჭიებს შეგიძლიათ, სიმინდის სახამებელი მოაყაროთ, "შეპუდროთ", რათა ხელიდან არ დაგისხლტეთ; ან შეგიძლიათ, დატოვოთ მწვანილის საჭრელ დაფაზე, ოთახის ტემპერატურის პირობებში, მარმელადი თანდათან გამაგრდება, შეწყვეტს ლღობას და მიიღებს სასიამოვნო საღეჭი კანფეტის სახეს.

0
42
შეფასება არ არის
ავტორი:ლანა92
ლანა92
42
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0