x
image
მანჩო 777
Mediator image
Mediator image
Mediator image
კოვიდ-19: როდის დავუბრუნდებით ნორმალურ ცხოვრებას (დავუბრუნდებით კი საერთოდ?) - მეცნიერთა მოსაზრებები

გახსოვთ, როგორ დაიწყო პანდემია (მას შემდეგ ზუსტად ერთი წელი გავიდა)? - თავდაპირველად ამ ამბავს ყველანი გულგრილად ვადევნებდით თვალს და ვფიქრობდით, რომ კორონავირუსი მხოლოდ ჩინეთის პრობლემა იყო. შემდეგ, როცა ვირუსმა მთელი მსოფლიო მოიცვა, ზაფხულის მოსვლას შევყურებდით იმედის თვალით და ვვარაუდობდით, რომ ცხელი ზაფხული ვირუსს გაანადგურებდა და ცხოვრება ჩვეულ კალაპოტს დაუბრუნდებოდა. ახლა, როცა ზამთარი კარს მოგვადგა და პანდემიის მეორე ტალღა მთელი ძალით გვიტევს, ბევრი ადამიანი პანიკამ და უიმედობამ შეიპყრო და იმედი აღარ აქვს, რომ კოვიდ-19 ოდესმე თავს დაგვანებებს. კარანტინი, მუდმივი შეზღუდვები, მობეზრებული " დარჩი სახლში", ადამიანების მიმართ შიში და გაუცხოება, რომელიც უკვეე თვეებია გრძელდება, ყველას ყელში ამოუვიდა და გამუდმებით გაისმის კითხვა: როდის დავუბრუნდებით ნორმალურ ცხოვრებას და დავუბრუნდებით კი საერთოდ? - ამ კითხვაზე პასუხს გვცემენ მსოფლიოს წამყვანი მეცნიერები და მედიკოსები, თუმცა უნდა ვაღიაროთ, რომ მათი პროგნოზები და ვარაუდები არც ისე დამაიმედებელია და სახარბიელო.




image



ამერიკელი პროფესორი ჯულიან ჰისკოკსი თვლის, რომ მეტ-ნაკლებად ნორმალურ ცხოვრებას მომავალი წლის ზაფხულისთვის დავუბრუნდებით. თუმცა კორონავირუსისაგან მთლიანად თავის დაღწევას ხუთი წელი მაინც დასჭირდება. ამიტომ ცხოვრების წესის შეცვლა კიდევ კარგა ხანს მოგვიწევს.

იმის გათვალისწინებით, თუ როგორ ვრცელდებოდა პანდემიები წინათ, შეიძლება ვივარაუდოთ, რომ კოვიდ-19 დარჩება ენდემურ ინფექციად ანუ ის დროდადრო აუცილებლად შეგვახსენებს თავს დედამიწის რომელიმე ადგილას. ეს კი იმას ნიშნავს, რომ კაცობრიობამ ან უნდა მიაგნოს 100%-ით სანდო ვაქცინას, ან უნდა შეეჩვიოს კოვიდთან ერთად ცხოვრებას.




image



პროგნოზების უმეტესობა გათვლილია 5 წელიწადზე. მეცნიერთა დიდი ნაწილი იმედოვნებს, რომ კორონავირუსთან ბრძოლაში ძალიან დიდ როლს შეასრულებს ვაქცინა. ყველამ ვიცით, რომ მსოფლიო დიდი სიხარულით შეხვდა გერმანელი მეცნიერების მიერ შექმნილი ვაქცინის გასაჯაროებას, თუმცა, სამწუხაროდ, ეს ჯერ კიდევ არ არის პანაცეა.

უკეთეს შემთხვევაში მედიკოსები ვარაუდობენ, რომ ვაქცინის წყალობით მნიშვნელოვნად შემცირდება ჰოსპიტალიზირებულთა და გარდაცვლილთა რიცხვი. ეს კი ხელს შეუწყობს იმას, რომ არ მოხდეს ქვეყნების ჯანდაცვის სისტემების ჩამოშლა და სრული კოლაფსი. დიდი იმედებია აგრეთვე დამყარებული იმუნიტეტზე, რომელიც ვირუსგადატანილ ადამიანებს უმუშავდებათ ორგანიზმში.



image



ასე რომ, ძნელია წინსაწარ განჭვრიტო, თუ რა იქნება მომავალში, მით უმეტეს, რომ უკვე დაფიქსირდა რამდენიმე შემთხვევა, როცა ვირუსმა მუტაცია განიცადა. ალბათ წლევანდელი ზამთარი ყველაზე რთული გადასატანი იქნება, მით უმეტეს, რომ ზამთარი ისედაც ხელსაყრელი პერიოდია სხვადასხვა ტიპის ვირუსების გასავრცელებლად და მიუხედავად იმისა, რომ გაზაფხულს ბევრი მედიკოსი იმედის თვალით შეჰყურებს, უკვე ლაპარაკია მოსალოდნელ, კიდევ უფრო მძლავრ მესამე ტალღაზე.

ასეა თუ ისე, რაც არ უნდა ოპტიმისტური სურათი დავხატოთ, უნდა შევეჩვიოთ იმ აზრს, რომ ცხოვრება კარგა ხანს ვერ იქნება ისეთი, როგორიც იყო, სულ მცირე, ორიოდე წლის წინათ. დაგვრჩა მხოლოდ ორი ვარიანტი ოპტიმიზმისა: ვაქცინა და კოლექტიური იმუნიტეტი, თუმცა ერთსაც და მეორესაც დრო სჭირდება. ასე რომ, ცხოვრების ნორმალურ კალაპოტში დასაბრუნებლად 2-3 წელი მაინც დაგვჭირდება.

ყველას გისურვებთ ჯანმრთელობას და მხნეობას!

0
277
7-ს მოსწონს
ავტორი:მანჩო 777
მანჩო 777
Mediator image
Mediator image
Mediator image
277
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0