x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
ბრიტანეთში ცხოვრობს კარდაშიანის ასლი
image
მოდელმა სახელად ჩალიმ დახარჯა ერთი მილიონი ფუნტი იმისთვის, რომ ცნობილ ამერიკელ სექს-სიმბოლოს დაემგვანოს.


ბრიტანელმა ჩალიმ დახარჯა თითქმის მილიონი ფუნტი (1.3 მილიონი დოლარი) კოსმეტიკურ პროცედურებზე და ტანსაცმელში, რათა კიმ კარდაშიანის მაქსიმალურად შესატყვისი ყოფილიყო .


გოგონა ლონდონში ცხოვრობს და რეგულარულად აზიარებს ინსტაგრამზე საკუთარი ცხოვრების მოვლენებს, სადაც მას 730 ათასზე მეტი გამომწერი ჰყავს.

image


”, როგორც კი მისი ფოტო დავინახე მივხვდი, რომ კარდაშიანს ზუსტად ვგავდი. გამოვიწერე მისი "ინსტაგრამი" იმაზე ფიქრით, რომ "ღმერთო ჩემო, ეს მე ვარ!" გარდა ამისა, ჩვენ მსგავსი სტილის ჩაცმულობა გვაქვს და მე იმას ვყიდულობ, რასაც ის ატარებს ”, - აღიარა ჩალიმ.

image

მოდელის თქმით, უცნობი ადამიანები ხშირად აჩერებენ მას ქუჩაში, რადგან კიმ კარდაშიანი ჰგონიათ.


თუმცა, ვარსკვლავის იმიჯის შენარჩუნება ჩალის დიდი ფული უჯდება: მან უკვე დახარჯა მთელი ქონება ტანსაცმელზე, ჩანთებსა და თავის მოვლაში.

image



”როგორც ინფლიუსერი, ვალდებული ვარ მივყვე ტენდენციებს. ყოველ სეზონზე გარდერობს ვაახლებ ”, - აღნიშნა გოგონამ და დასძინა, რომ ამაში ინვესტიცია ღირს.


ჩალი ნამდვილად აღფრთოვანებულია კიმით, თუმცა ამბობს რომ ის არ ცდილობს მისი ასლი იყო.

image

”არ ვცდილობ მას დავემსგავსო, უბრალოდ ბუნებრივად ვგავარ მას”, - ამბობს ბრიტანელი კარდაშიანი.

0
26
5-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
26
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0