x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
კორონავირუსის პირველი მსხვერპლი დედოფლისწყაროში და 14 ახალი შემთხვევა
image

.


დედოფლისწყაროში კორონავირუსის 14 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა დედოფლისწყაროში. მათი რაოდენობა 151-დან 165-მდე გაიზარდა. იზოლაციაშია 300-ზე მეტი ადამიანი.


დედოფლისწყაროში, კორონავირუსით ინფიცირებული პირის გარდაცვალების, პირველი შემთხვევა დაფიქსირდა. 70 წლამდე ასაკის ქალი, ორმხრივი პნევმონიით, სახლში, ონლაინ კლინიკისა და ოჯახის ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ მკურნალობდა. როგორც გარდაცვლილის მეზობლები ამბობენ, მას ფილტვების პრობლემა ჰდონდა.



პაციენტის მდგომარეობა გუშინ მკვეთრად დამძიმდა, რის შემდეგაც ის
ის დედოფლისწყაროს საავადმყოფოს ბოქსირებულ განყოფილებაში გადაიყვანეს. თუმცა, როგორც გაირკვა, კრიტიკულ მდგომარეობაში მყოფი ქალის გადარჩენა ექიმებმა ვეღარ შეძლეს.


რატომ დატოვეს ორმხრივი პნევმონიის მქონე პაციენტი სახლში და როგორი იყო დასაწყისში, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა, დაავადებათა კონტროლის ცენტრის კახეთის განყოფილებაში, კომენტარი გაკეთდა.

.

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის კახეთის განყოფილების უფროსის, ნელი ხიზანიშვილის თქმით, დედოფლისწყაროში კორონავირუსით გარდაცვლილი ქალბატონი ბინაზე ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ მკურნალობდა. მისივე თქმით, ინფიცირებულთან ექიმი გეგმიურად მიდიოდა და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობას ამოწმებდა.


“დედოფლისწყაროში გარდაცვალების ფაქტს ვადასტურებ, გარდაცვლილია 70 წლის ქალბატონი, რომელსაც 9 ნოემბერს დაუდასტურდა ინფიცირება და მკურნალობდა ბინაზე ოჯახის ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ. ორშაბათს ბინაზეც მოინახულა ოჯახის ექიმმა. მოულოდნელად მდგომარეობის დამძიმების გამო გადაიყვანეს დედოფლისწყაროს საავადმყოფოში, სადაც გარდაიცვალა”, - განაცხადა ნელი ხიზანიშვილმა.

.

18 ნოემბრის მონაცემებით: თელავი – 594; გურჯაანი – 445; ლაგოდეხი – 195; საგარეჯო – 188 ყვარელი – 187; დედოფლისწყარო – 165; სიღნაღი – 124; ახმეტა – 97;

.

დღეს კახეთის მასშტაბით კორონავირუსის 99 ახალი შემთხვევაა. კახეთის რეგიონში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 1 997 -მდე გაიზარდა.

.

ეპიდემიოლოგებმა დადასტურებული შეთხვევების 305 კონტაქტი მოიძიეს და ყველა მათგანი გადაყვანილია თვითიზოლაციაში.
არსებული ინფორმაციით, ცხელების ცენტრებს კახეთში თვითდინებით 46- მა პაციენტმა მიმართა.

.

ამ დროისთვის რეგიონში თვითიზოლაციაში იმყოფება 2 149 პირი, საკარანტინო ზონაში რჩება 79 ადამიანი.

.
1 590 ინფიცირებულიდან კი 1 437 დატოვებულია ბინაზე, 22 მკურნალობს კოვიდ- სასტუმროში და 131 იმყოფება კოვიდ -კლინიკაში. რეგიონის მასშტაბით ბოლო რამდენიმე კვირაში 15 ადამიანი გარდაიცვალა.

.

კორონავირუსი დედოფლისწყაროს ჯანდაცვის ცენტრის თანამშრომელსაც დაუდგინდა. კოვიდ დადებითი პასუხი მიიღეს წყალმომარაგების კომპანიაში, იუსტიციის სახლში, ენერგოდისტრიბუციაში და სხვადასხვა საჯარო სამსახურებში დასაქმებულმა პირებმა. დაიკეტა დედოფლისწყაროში მდებარე კაფე „კაპუჩინო“.

,

დედოფლისწყაროს ჯანდაცვის ცენტრში დედოფლისწყაროს ტელევიზიას განუცხადეს, რომ კორონავირუსი უკვე დაამარცხა 43-მა დედოფლისწყაროელმა პაციენტმა.

.

ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 3 697 ახალი შემთხვევა დადასტურდა, 2 409 ადამიანი გამოჯანმრთელდა, ხოლო 38 პაციენტი გარდაიცვალა.

ბოლო მონაცემებით საქართველოში:

კორონავირუსით ინფიცირებულია – 93 092
გამოჯანმრთელებულია – 73 877
გარდაცვლილია – 853

.

ბოლო მონაცემებით, მსოფლიოში ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 56 მილიონს გადააჭარბა მათგან გამოჯანმრთელდა 36 მილიონი ადამიანი და გარდაიცვალა 1, 3 მილიონზე მეტი.

.

დედოფლისწყაროს წინა შედეგები ნახეთ აქ>>>

0
117
შეფასება არ არის
ავტორი:ილია მარტყოფლიშვილი
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
117
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0