x
image
melody_inside
„გისურვებთ წარმატებას“ - ეს  ცუდის ნიშანია. როგორია ფრაზა, რომელიც  მორწმუნე  ადამიანმა  არ  უნდა  თქვას
image



როდესაც ადამიანი მნიშვნელოვან საქმეზე მიდის, ხშირად ვეუბნებით: „წარმატებები!“. მაგრამ, ჩვენმა კეთილმა სურვილებმა შეიძლება ის გაანაწყენოს. ცრუმორწმუნე ადამიანებს მიაჩნიათ, რომ თავაზიანობის ეს ფორმულირება არც თუ ისე უწყინარია, როგორც ერთი შეხედვით გვგონია.

image

რატომ არ შეიძლება წარმატება ვუსურვოთ ადამიანს




ცრუმორწმუნე ადამინებს სჯერათ, რომ თუ ბოროტი ძალები ამ კეთილ სურვილს გაიგონებენ, აუცილებლად გააფუჭებენ საქმეს. ამიტომ, სურვილების სიტყვებმა, შესაძლოა ადამიანზე მარცხი, თვალი ან უბედურებაც კი მოიზიდოს. ამის განსაკუთრებულად სჯერათ იმ ადამიანებს, ვისი პროფესიებიც რისკთანაა დაკავშირებული.



არ შეიძლება წარმატება უსურვო ქირურგებს და მედიცინის მუშაკებს. ითვლება, რომ ამ ფრაზის შემდეგ მარტივ ოპერაციასაც კი არაპროგნოზირებადი შედეგი ექნება, ხოლო რუტინული მორიგეობა შფოთს და ნერვიულობას მოიტანს.



ცრურწმენებით გამოირჩევიან თეატრისა და კინოს მსახიობები. თუ სპექტაკლის წინ იღბალს ახსენებ, წარუმატებლობას უნდა ელოდე.

კატასტროფის თავიდან ასაცილებლად, გამოსვლის ან გადაღების წინ მსახიობები ერთმანეთს ხელებს კიდებენ და ყვირიან „ღმერთით!“.


სპორტსმენებიც ერიდებიან კეთილ სურვილებს. ბევრი ითხოვს კიდეც, შეჯიბრების წინ უსაყვედურონ, რადგან თვლიან, რომ ეს გამარჯვებისთვის სწორ განწყობას და ნებისყოფას ასტიმულირებს.

image

უკმაყოფილო ფორტუნა



ძველად რომაელებს სჯეროდათ რომ წარმატების ქალღმერთი ჭირვეული და ცვალებადი ხასიათისაა. წარმატებას არ უყვარს ისინი, ვინც ზედმეტად ენდობა იღბალს.



ითვლებოდა, რომ თუ ადამიანი ხშირად მიმართავდა მას, შესაძლებელი იყო ქალღმერთი გაბრაზებულიყო და იღბალი წაერთმია.


როგორც რომაელები ამბობდნენ, ფორტუნა წყალობს მამაცებს. ამიტომ, თუ ადამიანს სურს მიაღწიოს წარმატებას, უნდა გააკეთოს ყველაფერი, რისი ძალაც შესწევს და ბრმად არ უნდა იყოს ბედ-იღბალს მინდობილი.




გამოთქმა "არც ბუმბული, არც ფრთა" (რუსულ ენაზე „Ни пуха, ни пера“)




არ უსურვო წარმატება იმ ადამიანს, ვინც ტყეში ნადავლისთვის მიდის. ეს მონადირეების უძველესი ტრადიციებიდან მოდის.



ადამიანებს გულწრფელად სჯეროდათ, რომ თუ მსგავს სიტყვებს ბოროტი სულები ან დემონები გაიგონებდნენ, აუცილებლად ჩაერეოდნენ და მათი ნადირობა წარუმატებელი იქნებოდა. ეს წესი ვრცელდებოდა მეთევზეებზე და სოკოს მკრეფავებზეც კი.



ტაბუ ძალიან მკაცრი იყო, იმდენად რამდენადაც უძველეს დროში მონადირეებზე მლიანად მთელი ტომის ცხოვრება იყო დამოკიდებული.



ბოროტი სულების მოსატყუებლად, ადამიანები ცრუ-სურვილებს და ალეგორიებს იყენებდნენ. მონადირეებს ეუბნებოდნენ - „არც ბუმბული, არც ფრთა“ (Ни пуха, ни пера), მეთევზეებს კი - „არც კუდი, არც ქერცლი“ (Ни хвоста, ни чешуи). ითვლებოდა, რომ გაგონილით დაკმაყოფილებული ბნელი ძალები, თავს დაანებებდნენ საშოვარზე წასულ მამაკაცებს.



ფრაზამ „არც ბუმბული, არც ფრთა“ (Ни пуха, ни пера) ჩვენს დრომდე მოაღწია. მას წარმოთქვამენ არ მხოლოდ ნადირობის და თევზაობის წინ: გამოცდების და ნებისმიერი ისეთი საქმის წინაც კი, რაც წარმატებას მოითხოვს.



რატომ არ შეიძლება ასე მორწმუნე ადამიანმა თქვას




ქრისტიანებს სწამთ, რომ სიკეთე და კეთილდღეობა უზენაესიდან მოდის. უფლის რწმენა და წარმართული ცრურწმენა ბედ-იღბლის ძიებაში შეუთავსებელია.




ის, ვინც ეფემერული იღბალის იმედზეა, ეჭვის ქვეშ აყენებს ღმერთის ძალას და ყოვლისშემძლობას. ამიტომ, მართლმადიდებლურ სამყაროში სიტყვა „იღბალი“ უარყოფით ელფერს ატარებს.



მორწმუნე ქრისტიანები მნიშვნელოვანი საქმის წინ ლოცვით მიმართავენ უზენაესს, რათა მხარი დაუჭიროს მათ გარჯაში და შედეგად საქმე წარმატებით დასრულდეს. მართლმადიდებლებისთვის ერთმანეთისთვის წარმატებების სურვება უმეცრებად ითვლება.

image

როგორ უნდა ვუსურვოთ ერთმანეთს სწორად წარმატება





თანამედროვე ადამიანებს განსხვავებული დამოკიდებულება აქვთ წარმატების სურვილის მიმართ. ამიტომ, აირჩიეთ ისეთი ვარიანტები, რომლებიც კონკრეტულ ადამიანს მოსწონს.


***** მორწმუნეებისთვის საუკეთესო იქნება შემდეგი ფრაზები: „ღმერთით!“, „ღმერთმა დაგლოცოს!“, „ღმერთმა ხელი მოგიმართოს!“, „დალოცვილი გზით გევლოს“, „წყალობა არ მოგაკლოს ღმერთმა!“.




***** ექიმებისთვის და მსახიობებისთვის: „ღმერთით!“.




***** ცრუმორწმუნე სტუდენტებისთვის, მონადირეებისთვის და მეთევზეებისთვის : „არც ბუმბული, არც ფრთა“




იხილეთ ასევე:


image

საოცარი რამ ხდება: როდესაც ჩვენი ლოცვების პასუხად სასურველს მივიღებთ, გვიხარია და ვთვლით, რომ ეს მხოლოდ შემთხვევითობაა. დაფიქრებულხათ ოდესმე, თუ რატომ არ ახდა თქვენი სურვილი? რატომ არ შეისმინეს თქვენი ლოცვა? თქვენ ცდებით. სამყარო რომ არ პასუხობდეს ჩვენს ლოცვებს, მაშინ დიდი ხნის წინ აღარ ვიქნებოდით ცოცხლები...



image



ცხოვრება- ეპიზოდების და მომენტების არაპროგნოზირებადი ჯაჭვია, რომლებიც არასოდეს განმეორდება, წერს пишет Awareness Act. ერთნი ამჯობინებენ არ გარისკონ, სხვები კი პირიქით, სიამოვნებას ღებულობენ ექსტრემისგან. რაც არ უნდა ეცადოთ ცხოვრება გააკონტროლოთ, ის ადრე თუ გვიან სიურპრიზს მაინც მოგართმევთ. ასეთ მომენტებში მეტი




image

ეძებდით სწრაფად გამდიდრების ფორმულას? აი ისიც! ჟურნალისტი მინდა ცეტლინი მოგითხრობთ იმ ოთხი ძირითადი ჩვევის შესახებ, რომლებმაც უორენ ბაფეტი მულტიმილიარდელად აქცია. თქვენც შეგიძლიათ დაიწყოთ და ახლავე მიბაძოთ მას. 1. იფიქრეთ როგორც მეწარმემ გაქვთ გამომგონებლის ტვინი? მაშინ გაგიმარათლათ.



image


რამდენად ხშირად დაპირებიხართ საკუთარ თავს, დაგეზოგათ ფული, გადაგედოთ რამე მნიშვნელოვანი შენაძენისთვის, მაგრამ საბოლოოდ მაინც დაგიხარჯავთ? აი რამდენიმე რჩევა, რომელიც დაგეხმარებათ ჩანაფიქრის განხორციელებაში! 1. ხშირად გადაიხადეთ ბარათით დახარჯული ფულიდან დამატებითი სარგებლის მისაღებად ბანკების უმრავლესობას ბონუსების პროგრ...


image


მრავალ პროფესიას თავისი "საფირმო" ცრურწმენები გააჩნია... თვალი გადავავლოთ მათ. თქვენ გაოცებული დარჩებით. ექიმები ექიმები ცდილობენ არ გადაანაცვლონ მორიგეობის დღეები. ისინი ამბობენ, რომ თუ ეცდები და კოლეგებს მოელაპარაკები გადაცვლაზე, აუცილებლად შეგხვდება ისეთი რთული ღამე, რომ წამით ვერ მოხუჭავ თვალს. მფრინავებ...





0
451
8-ს მოსწონს
ავტორი:melody_inside
melody_inside
451
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0