x
image
რუსუდან ნადირაშვილი
გამოთვალეთ - როგორია თქვენთვის საჭირო წყლის დღიური ნორმა
image


წყალი - სიცოცხლის ელექსირი!... მისი ყოველდღიური მიღება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ყველა ცოცხალი ორგანიზმისთვის.

.

ძალიან მნიშვნელოვანია წყლის სმისთვის სწორი დროისა და მისი რაოდენობის განსაზღვრა, რადგან ეს ამ სასმლის ეფექტურობას ერთიორად ზრდის.
ექიმების რჩევით საუკეთესოა:


,

2 ჭიქა წყალი გაღვიძებისთანავე – აქტივობაში მოჰყავს შინაგანი ორგანოები.

1 ჭიქა წყალი ჭამამდე 30 წუთით ადრე – საჭმლის გადამუშავებას უწყობს ხელს.

1 ჭიქა წყალი აბაზანის მიღებამდე – არეგულირებს არტერიულ წნევას.

1 ჭიქა წყალი დაძინებამდე – თავიდან აგაცილებთ ინსულტსა და გულის ინფარქტს.

.

ხოლო წყლის მიღების დღიური ნორმა აუცილებლად უნდა შეეფარდებოდეს თქვენს წონას და ფიზიკური აქტივობის დონეს. ამის განსასაზღვრად კი გთავაზობთ სქემას.

.

წყალი აუცილებელი ნაწილია დედამიწაზე მყოფი ყველა ორგანიზმის ფუნქციონირებისთვის. ადამიანის ორგანიზმი ასაკზე დამოკიდებულებით შეიცავს 60-80% წყალს.

იმისათვის, რომ ადამიანის ორგანიზმი იყოს ტონუსში, აუცილებელია ყოველდღიურად გარკვეული რაოდენობის სითხის მიღება, რაც თავის მხრივ დამოკიდებულია ასაკზე.

ამერიკელი მეცნიერების მტკიცებით, ადამიანმა დღე-ღამეში აუცილებელად უნდა მიიღოს 1, 5 ლიტრი წყალი. იაპონელი მეცნიერები ამტკიცებენ, რომ ადამიანის ორგანიზმის შინაგანი სისტემების ნორმალური ფუნქციონირებისთვის, აუცილებელია დღე-ღამეში არანაკლებ სამ ლიტრი წყლის მიღება.

არსებობს ერთი პოპულარული ფორმულა, რომლის თანახმადაც, ყოველ 30 კგ-ზე ადამიანმა უნდა მიიღოს 1 ლიტრი წყალი.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია თვლის, რომ ადამიანმა 1 კგ მასაზე უნდა მიიღოს - 30 მილილიტრი წყალი (ანუ თუ ადამიანის წონაა 70 კგ. მან დღეღამეში უნდა მიიღოს 2 ლიტრი და 100 მილილიტრი წყალი).

რა თქმა უნდა აქ ჩნდება შეკითხვა, რა უნდა ქნას ადამიანმა, თუ მისი წონა 100 და კიდევ უფრო მეტი კგ-ია? საქმე იმაშია, რომ ეს რეკომენდაციები განკუთვნილია მხოლოდ ნორმალური მასის ან ამ მასასთან ახლოს მყოფი ადამიანებისთვის.

.

რაც შეეხება ჭარბი, ან არასაკმარისი წონის ადამიანებს, მათთვის წყლის მიღების დღიური ნორმა მკაცრად ინდივიდუალურია. ზოგადად, წყლის მიღების დღიური ნორმა უნდა განისაზღვროს ისეთ ფაქტორებზე დამოკიდებულებით, როგორიცაა: წელიწადის დრო, დღის პერიოდი, ამინდი, ტენიანობა, ასაკი, ფიზიკური აქტივობა და ა.შ.

.


კოვიდპანდემიის პერიოდში წყალი ჩვენი ორგანიზმისთვის იმაზე საჭირო გახდა, ვიდრე ოდესმე. სვით ბევრი წყალი - გვაფრთხილებენ ტელეეკრანებიდან, მაგრამ რამდენია „ბევრი“? ან ჩემთვის ბევრი შენთვისაც ბევრია?

არსებობს მარტივი ფორმულა, რომელიც თქვენი სხეულისთვის საჭირო წყლის რაოდენობის განსაზღვრაში დაგეხმარებათ:

ყოველდღიურად მისაღები წყლის რაოდენობა ლიტრებში, უდრის თქვენი წონა (კილოგრამებში) გამრავლებული 0, 033-ზე (1 ჭიქის სტანდარტული მოცულობა).

ეს არის სტანდარტული ფორმა. სწორედ ამის მიხედვით შეგიძლიათ გამოთვალოთ, რამდენი იქნება ბევრი თქვენთვის.

დილით 1-2 ჭიქა წყალი აუცილებლად უნდა მიიღოთ. შემდეგ გადაანაწილეთ სურვილისამებრ. არ არის საჭირო წყალი ერთიანად დალიოთ.

.


ბევრი დიეტოლოგი იძლევა რჩევას, რომ თუ საკვების მიღების წინ დალევთ ერთი ჭიქა წყალს, ამ შემთხვევაში არ შეჭამთ ზედმეტ საკვებს და არ აკრებთ ზედმეტ კილოგრამებს.

თუმცა, ასე სულაც არ არის. როგორც ცნობილია, წყალი არ შეიცავს კალორიებს, ამიტომ მისი საშუალებით შიმშილის გრძნობის დაკმაყოფილება შეუძლებელია. მაგრამ, ისიც ფაქტია, რომ წყალი შეავსებს კუჭის გარკვეულ ნაწილს, რის გამოც, გარკვეულწილად შეგექმნებათ ცრუ დანაყრების შეგრძნება.

.

გარდა ამისა, ჭამის წინ, განსაკუთრებით უზმოზე მიღებული წყალი, ხელს უწყობს ორგანიზმის გაღვიძებას და შინაგანი ორგანოების მუშაობის გააქტიურებას. დიეტოლოგები აგრეთვე იძლევიან რეკომენდაციას, რომ საკვების მიღებამდე წყლის დალევა, ეფექტურია წონის დაკლების (გახდომის) თვალსაზრისითაც.

.

როგორც ცნობილია, წყალს ორგანიზმიდან გამოჰყავს მავნე ნარჩენები და შლაკები. ეს ნამდვილად ასეა და საგრძნობლად დაჩქარდება როგორც წონაში დაკლება, ასევე ორგანიზმის საერთო მდგომარეობის გაუმჯობესება.

0
73
შეფასება არ არის
ავტორი:რუსუდან ნადირაშვილი
რუსუდან ნადირაშვილი
73
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0