x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
მთელი მსოფლიო ხარხარებს-აფრიკელი დიქტორი,რომელიც ინგლისურად აცხადებს ფეხბურთის ანგარიშებს
image

თავის "შესანიშნავი" ინგლისური აქცენტით ცნობილმა აფრიკელმა დიქტორმა კიდევ ერთხელ შეახსენა თავი საზოგადოებას. ამჯერად მან აუდიტორიას სპორტული სიახლეები გააცნო, კერძოდ ინგლისის პრემიერ ლიგისა და ბუნდესლიგის თამაშების შედეგები წაიკითხა.



აქამდე ინტერნეტში გავრცელდა ვიდეო, სადაც წამყვანი ცდილობს ინგლიურ ენაზე მიაწოდოს სიახლეები კორონავირუსზე, თუმცა ბევრი წვალების მიუხედავად არაფერი გამოსდის.


სინამდვილეში ვიდეოში არის აფრიკელი მსახიობი, კომიკოსი და ტელეწამყვანი აკვასი ბოადი და ის გამოდის საკუთარ შოუში, Real News, განის UTV არხზე., მისი "ოქსფორდის აქცენტის" დაფასება ნამდვილად ღირს.


"დიქტორი" ავასი ბოადი კუმაუდადას (ჰოლივუდის ანალოგი განაში) მსახიობია. მას ასზე მეტი როლი აქვს ნათამაშევი.საკუთარ შოუ The Real News-ში ის გადმოცემს ახალ ამბებს და ზოგჯერ მღერის კიდეც. ეს არის ის, რასაც იგი მიზანმიმართულად აკეთებს, რომელიც მართლაც საოცრად სასაცილოდ გამოსდის.


ბოადი ამბობს, რომ მისი წარმატების მთავარი საიდუმლო დიდი ცხვირია:

”რომ არა ჩემი ცხვირი და ნიჭი, მე ამ მდგომარეობაში არ ვიქნებოდი. კარგი ბიჭი რომ ვიყო, წვეტიანი ცხვირით, პატარა ყურებით, პატარა თვალებითა და პატარა პირით, ყველაფრის მიღწევას ვერ შევძლებდი ”.



4
459
6-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
459
  
2020, 27 ნოემბერი, 22:53
აუ მაგარი იყო :D
2020, 24 ნოემბერი, 2:25
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2020, 18 ნოემბერი, 20:16
მე კიდე გიჟივით ვხარხარებდი
2020, 18 ნოემბერი, 19:35
კარგი კომიკოსია :-)...ვიხალისე ძაან
0 1 4