x
მეტი
  • 04.12.2020
  • სტატია:105465
  • ვიდეო:349113
  • სურათი:471222
სიახლე ისრაელიდან: SoundBeaming - მუსიკის (ხმის) მოსმენის მესამე გზა, ყურთსასმენებისა და დინამიკების გარეშე


image



ისრაელის ტექნოლოგიურმა კომპანიამ NOVETO -მ ("ნოვეტომ") წარმოადგინა ახალი მოწყობილობა - ფლეერი, რომელიც მსმენელისათვის ხმას გადმოსცემს პირდაპირ, უშუალოდ, ყოველგვარი ყურთსასმენისა და დინამიკის გარეშე. SoundBeamer 1.0 ადგენს და აკონტროლებს მომხმარებლის, მსმენელის ყურის მდებარეობას, შესაბამის ადგილას აგზავნის ხმოვან ტალღებს, რათა შექმნას მცირე "აკუსტიკური ჯიბეები", ან "ბუშტები".

ახალი ტექნოლოგია ოფისში დასაქმებულებს საშუალებას აძლევს, მოუსმინონ მუსიკას, ან მონაწილეობა მიიღონ საკონფერენციო ზარებში (სერვისი, რომელიც ითვალისწინებს ჯგუფურ ზარებს, მაქსიმუმ 6 ადამიანის მონაწილეობით), ისე, რომ კოლეგების ყურადღება არ მიიპყრონ და ხელი არ შეუშალონ მათ მუშაობაში. ახალი აუდიომოწყობილობა არის საშუალება ყურთსასმენების გარეშე მუსიკის მოსასმენად, ფილმების, თამაშების საყურებლად.

SoundBeamer გადასცემს მუსიკასა და ნებისმიერ სხვა ხმას პირდაპირ ყურში, ყურთსასმენების გარეშე. ტექნოლოგია ეყრდნობა 3 D ჟღერადობას, განსაზღვრავს მსმენელის ადგილმდებარეობას და მისი ყურების პოზიციის დასადგენად ქმნის ულტრაბგერით ტალღებს, "აკუსტიკურ ჯიბეებს".

"აქამდე ხმის მოსმენის მხოლოდ ორი საშუალება არსებობდა - ხმამაღლა და საჯაროდ დინამიკების საშუალებით, ან წყნარად და კონფიდენციალურად, ინდივიდუალურად ყურთსასმენების გამოყენებით, "ნოვეტო"-ში ჩვენ წარმოგიდგენთ მოსმენის მესამე და ახალ გზას უკვე დაპატენტებული ტექნოლოგიის სახით, რომელსაც SoundBeaming-ს ვუწოდებთ. ეს სრულიად ახალი ტიპია სენსორული მოსმენისა, რომელიც ცვლის ადამიანების მიერ ხმის აღქმის შესაძლებლობას, გზას", - ნათქვამია კომპანია "ნოვეტო"-ს ვებ-საიტზე.


"ნოვეტოს" ტექნოლოგიები საშუალებას იძლევა, "ხმა დინამიკურად მართოთ და მოახდინოთ მისი ფოკუსირება". ყოველ მომხმარებელს, რომელიც განსაზღვრულ, კონკრეტულ სივრცეში (მისაღები ოთახი, საკონფერენციო დარბაზი, მანქანა, ან ნებისმიერი საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილი) იმყოფება, შეეძლება, მოუსმინოს აუდიკონტენტს, ხმოვან შეტყობინებას იზოლირებული ყურთსასმენების, ან ტრადიციული აუდიო დინამიკების გარეშე.



"მიატრიალეთ თავი ნებისმიერი მიმართულებით და ორი "ხმოვანი ჯიბე" მაგიურად მოგყვებათ თქვენ",

- ირწმუნებიან ახალი მოწყობილობის შემქმნელები.







image




მომხმარებელს შეუძლია, მოისმინოს ხმა სხვადასხვა წყაროდან ინდივიდუალურად, კონფიდენციალურად და სხვებისათვის ხელის შეშლის გარეშე. იქიდან გამომდინარე, რომ ყურებს ხმა მიეწოდება პირდაპირ, მოსმენა გაცილებით ემოციური, სასიამოვნო და ბუნებრივია.

როგორც "ნოვეტოში" აცხადებენ, ახალი აუდიომოწყობილობა გასაყიდად გამოვა მომავალი წლის (2021) ბოლოსათვის.

SoundBeamer 1.0-ის დიზაინის სხვადასხვა ვარიანტი არსებობს.





image



მიუხედავად იმისა, რომ მოწყობილობისათვის გამოყენებული აუდიო კონცეფცია ახალი არ არის, "ნოვეტო" პირველია, რომელიც გამოუშვებს ამ ტექნოლოგიას, SoundBeamer 1.0 იქნება პირველი ბრენდული სანმომხმარებლო პროდუქტი.



0
43
შეფასება არ არის
ავტორი:ლანა92
ლანა92
43
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0