x
მეტი
  • 25.04.2024
  • სტატია:134509
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508567
30 წლის წინ დააკავეს ანდრეი ჩიკატილო-ყველაზე საზარელი მანიაკის ისტორია
image

ყველაზე ცნობილი საბჭოთა მანიაკის, ანდრეი ჩიკატილოს დაპატიმრებიდან 30 წელი გავიდა.



1990 წლის 20 ნოემბერს იგი დააკავეს როსტოვის ოლქში და გაგზავნეს სსრკ-ს კგბ-ს წინასწარი დაკავების იზოლატორში. სახელი "ჩიკატილო" საზოგადო გახდა, ხოლო მისი დანაშაულები კრიმინალისტიკის ყველა სახელმძღვანელოში შეიტანეს. მანიაკის იმიჯმა შესამჩნევი კვალი დატოვა პოპულარულ კულტურაში.ჩიკატილოს მოიხსენიებდნენ მეტსახელებით: „ცოფიანი ცხოველი“, „როსტოველი მფატრავი“, „წითელი მფატრავი“, „ტყის ზოლის მკვლელი“, „მოქალაქე X“, „საბჭოთა ჯეკ-მფატრავი“


ქვემოთ გაეცნობით საბჭოთა კავშირის No1 მანიაკის ბიოგრაფიას, დანაშაულებს უნიკალური მასალებს სასამართლოდან და სხვა არქივებიდან.



ანდრეი ჩიკატილო დაიბადა 1936 წლის 16 ოქტომბერს სუმსკის ოლქის პატარა უკრაინულ სოფელში .ბავშვობიდანვე ანდრეიმ გადაიტანა მძიმე ფსიქოლოგიური ტრავმები.მისი უფროსი ძმა სტეფანი 1931 წელს უგზო-უკვლოდ დაიკარგა, ფიქრობენ, რომ იგი კაციჭამიებმა შეჭამეს შიმშილობის დროს.

ანდრეი გულჩათხრობილი იყო და კარჩაკეტილ ცხოვრებას ეწეოდა.მეგობრები ფაქტობრივად არ ჰყავდა. გოგონებთან ურთიერთობას ვერ აწყობდა, ძალზე მორცხვი იყო.თუ სიახლოვემდე მივიდოდა საქმე. არაფერი გამოსდიოდა, რის გამოც ხშირად დაცინვის ობიექტი ხდებოდა.


სკოლის დამთავრების შემდეგ უნივერსიტეტში ჩააბარა, წარმატებით დაამთავრა, ამის შემდეგ სატელეფონი ინჟინრად დაიწყო მუშაობა როსტოვის ოლქში, 1962 წელს მომავალ მანიაკს დამ გააცნო ადგილობრივი გოგონა ფაინა, რომელიც შემდეგ ანდრეის ცოლი გახდა.


წყვილს ეყოლა ორი შვილი, ლუდმილა(1965) და იური(1969), ჩიკატილო ოჯახის კაცად თვლებოდა.საკმაოდ მზრუნველი მამა და მეუღლე იყო.


1970 წელს მარქსიზმ-ლენინიზმის და ლიტერატურის კურსების დამთავრების შემდეგ იგი მასწავლებლად ეწყობა ქალაქ ნოვოშახტინსკის № 32 სკოლაში.ჩიკატილომ ვერ შეძლო კლასის კონტროლის ქვეშ აეყვანა, ამიტომ მოწაფეების მხრიდან იგი ხშირად დაცინვის ობიექტი ხდებოდა.

სკოლაში მოღვაწეობის დროს ჩიკატილო მოწაფეების მიმართ სექსუალურ ძალადობაში გამოიჭირეს.მძინარე მოწაფეს იგი ორალურ სექსს აიძულებდა.ეს ამბავი უფროსკლასელებმა გაიგეს და ამის გამო კარგად მიბეგვეს.


მალე ჩიკატილო ქალაქ შახტიში გადადის საცხოვრებლად, აქვე იწყება მანიაკის საშინელი ქმედებები, მალევე მას პრესა "ტყის ზოლის მანიაკს შეარქმევს."


მანიაკის პირველი მსხვერპლი 9 წლის ლენა ზაკოტნოვა გახდა.ჩიკატოლიმ გოგონა ტრამვაის გაჩერებაზე ნახა, შეპირდა, რომ ამერიკულ საღეჭ რეზინას მისცემდა, შეიტყუა ტყეში, სცადა გაუპატიურება, მაგრამ ვერ შეძლო, შემდეგ ჩიკატილომ ბავშვი დანით აჩეხა და მდინარეში გადააგდო.

მკველელობისთვის დააკავეს ალექსანდრე კრავჩენკო, რომელმაც გამოძიების ძალდატანებით "აღიარა" დანაშაული.

უდანაშაულო კრავჩენკო 1984 წელს დახვრიტეს.


სამწლიანი შესვენების შემდეგ ჩიკატილოს მორიგი მსხვერპლი 17 ლარისა ტკაჩენკო გახდა.


1982 წლისთვის ჩიკატილოს უკვე 6 მკვლელობა ჰქონდა ჩადენილი.მოქმედების გეგმა ასეთი იყო: იგი ჯდებოდა ელექტრომატარებელში ან ავტობუსში, ჩამოდიდოდა სადგურზე და მსხვერპლად ირჩევდა მარტოდ მყოფ ბავშვებს ან მოზარდებს, შემდეგ შეყავდა ტყეში, სადაც მხეცურად კლავდა მათ.

1983 წლისთვის მკვლელობები გაორმაგდა.მილიცია რეგულარურად ნახულობდა ტყის საფარ ზოლში დასახიჩრებულ გვამებს.

ამავე წელს მანქანის გატაცებისთვის დააკავეს 20 წლის ვალერი შაბუროვი, ფსიქოლოგიურად ინვალიდი პაციენტი ნეიროფსიქიატრიულ სკოლა-პანსიონიდან, დიაგნოზით "ოლიგოფრენია იმბეცილის ხარისხში", მაგრამ გინება-მაგიდაზე ბრახუნა გამომძიებლებთან დაკითხვის დროს, ახალგაზრდა კაცმა მაშინვე აღიარა, რომ მან ჩაიდინა ბიჭისა და გოგონას გაუპატიურება და მკვლელობა - ეს ზუსტად არის მითითებული პროკურატურის გამომძიებლისადმი გაგზავნილ მოხსენებაში. ამასთან, პროკურორებთან დაკითხვის დროს შაბუროვმა სწრაფად დაიწყო ჩვენების შეცვლა.

თუმცა მალევე ორი დღის შემდეგ, 1983 წლის 30 ოქტომბერს, ქალაქ შახტიში, ტყის სარტყელში ბამბეულის მახლობლად, კიდევ ერთი ქალი იპოვნეს მოკლული, მკვლელმა ორივე სარძევე ჯირკვალი ამოაჭრა და თან გაიყოლა.ხოლო 1 იანვარს, სპარსოვოკის სადგურის სიახლოვეს, იპოვნეს 14 წლის ბიჭი- მოკლული და გაუპატიურებული.შაბუროვი ამის შემდეგ გაათავისუფლეს.


1984 წელს ჩიკატილო პირველად გახდა ეჭვმიტანილი, მან ამ წელს კიდევ 15 მკვლელობა განახორციელა.იგი როსტოვის ბაზარში ცდილობდა გოგოების გაცნობას. უხეშად ელაზღანდარებოდა მათ საზოგადოებრივ ტრანსპორტში და პირდაპირ ავტოვაგზალზე დაკავდა ორალური სექსით. მის პორტფელში აღმოაჩინეს დანა, თოკი და ვაზელინი.შეადარეს ჩიკატილოს სისხლი (მე-2 ჯგუფი)და დანაშაულის ადგილზე აღებული სპერმა(მე-4 ჯგუფი).თუმცა არ დაემთხვა და ამიტომ ჩიკატილო გაუშვეს(როგორც მოგვიანებით გაირკვა ექსპერტიზამ შეცდომა დაუშვა)


1985 წელს მანიაკმა კიდევ ორი მკვლელობა ჩაიდინა.იწყება ფართომასშტაბიანი ოპერაცია დამნაშავის დაკავებისთვის.საგამომძიებლო -ოპერატიულ ჯგუფს ახალი ხელმძღვანელი უდგება სათავეში, -ისსა კოსტოევი.


მანიაკის ძებნისთვის მობილიზებული იყო მილიციის საუკეთესო ძალები, ისინი მუდმივად მორიგეობენ სამი ქალაქის:შახტის, როსტოვის, ნოვოჩერკასკის ავტო და რკინიგზის სადგურებში.გადაამოწმეს 200 000-ზე მეტი ადამიანი, გამოვლინდა უამრავი დამნაშავე, რომელიც სხვა საქმეში იყვნენ ეჭვმიტანილები, მათ შორის იყო სექსუალური ხასიათის.


ჩიკატილო კი ამ დროს მიყუჩდა, ძალიან ფრთხილობდა, 1986 წელს მან მხოლოდ ერთი მკვლელობა განახორციელა და ამით აღნიშნა თავის 50 წლის იუბილე.

თავის მხეცური მოღვაწეობა ჩიკატილომ 1987 წლიდან განაახლა, მოკლა 13 წლის გოგონა და 12 წლის ბიჭი.



1988-89 წლებში მან კიდევ 5 სასტიკი მკვლელობა ჩაიდინა, გვამები ისე იყო დასახიჩრებული, რომ თვით ოპერატიული თანმშრომლებიც ცუდად ხდებოდნენ.


1990 წლისთვის მანიაკმა კიდევ 8 მკვლელობა მიამატა.მილიციის პატრული კიდევ უფრო აძლიერებს მორიგეობას.ათასობით მილიციელია ამ საქმეში ჩართული.


1990 წლის 6 ნოემბერს ჩიკატილომ ლესზოხის სადგურიდან ტყეში შეიტყუა 22 წლის სვეტლანა კოროსტიკი, მანიაკმა ჯერ მოკლა გოგონა, ხოლო შემდეგ გაფატრა და მისი შიგნეული შეჭამა.


ტყიდან გამოსული მანიაკი შეამჩნია სერჟანტმა იგორ რიბაკოვმა, შეჩერა და საბუთები მოსთხოვა, ხოლო შემდეგ ჩაინიშნა მისი მონაცემები.

ჩიკატილოს გვარი გამოძიებისთვის უკვე მეორედ ამოტივტივდა, 20 ნომბერს იგი მორიგი მსხვერპლის საძებნად გაემართა, თუმცა მილიციამ იგი დააკავა.მკვლელს პორტფელში, ისევე როგორც 1984 წელს, აღმოაჩნდა დანა და თოკი. სახლის ჩხრეკისას მილიციამ კიდევ 23 დანა, ჩაქუჩი და ბოტები იპოვა, რომლიც კვალიც ზუსტად დაემთხვა ერთ-ერთი მსხვერპლთან აღმოჩენილ ნაკვალევს.

მანიაკმა აღიარა დანაშაულები, იწყება ხანგრძლივი გამოძიება და საგამომძიებლო ექსპერიმენტები.

სასამართლო 1992 წლის 14 აპრილს დაიწყო.მილიცია გაძლიერებულად იცავდა მანიაკს მსხვერპლთა ნათესავებისგან.

ადვოკატი ჩიკატილოს ფსიქიურ შემოწმებას ითხოვდა, თუმცა ექსპერტიზამ იგი ჯანსაღად სცნო.

საბჭოთა კავშირის ისტორიაში ყველაზე საშინელ მანიაკს დახვრეტა მიესაჯა.განაჩენს დარბაზში მყოფი ხალხი აპლოდისმენტით შეხვდა.



თვითონ მანიაკმა მთლიანად 56 მკვლელობა აღიარა, თუმცა მხოლოდ 53 დაუმტკიცდა.

1994 წლის 14 თებერვალს განაჩენი აღსრულებული იქნა.იგი კეფაში გასროლით მოკლეს.



მრავალი წლის შემდეგ ყველაზე საზარელ მანიაკზე მითები დღესაც ცოცხლობს მრავალრიცხოვან სტატიებში, წიგნებში თუ ფილმებში.


0
151
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
151
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0