x
image
ლურჯი თოლია
არსებობს დედამიწის მსგავსი სხვა პლანეტა?
აქამდე აღმოჩენილი, პოტენციურად დედამიწის ყველაზე მსგავსი ეგზოპლანეტაა კეპლერ 442-b.
კეპლერ 442-b არ არის ჩაკეტილი(tidally locked) ანუ პლანეტას არ აქვს მიქცეული დედა ვარსკვლავისაკენ ყოველთვის ერთი და იგივე მხარე.
ეგზოპლანეტას აქვს დედამიწის მსგავსების ინდექსი 0, 85, რაც ნიშნავს რომ მას 85% მსგავსება აქვს ჩვენს პლანეტასთან.
მისი ზედაპირის ტემპერატურა სავარაუდოდ 20°C-ით უფრო დაბალია, ვიდრე დედამიწისა. თუმცა მასზე ტემპერატურა მეტად არაცვალებადია, დედამიწასთან შედარებით უფრო სქელი ატმოსფეროს ქონის გამო.
დედა ვარსკვლავი არის K ტიპის ვარსკვლავი, დედამიწაზე დაახლოებით 1, 5 მილიარდი წლით ახალგაზრდა. თუმცა მისი სავარაუდო ასაკის ცდომილების ზღვარი (+8.1/−0.2 მილიარდი წელი) ტოვებს იმის შანსს, რომ მისი ასაკი ემთხვეოდეს ან აღემატებოდეს დედამიწის ასაკს.
image
0
28
შეფასება არ არის
ავტორი:ლურჯი თოლია
ლურჯი თოლია
28
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0