x
image
მეამეა
Mediator image
Mediator image
7 რამ, რაც არასდროს არ უნდა მოსთხოვოთ მამაკაცს
საიდუმლო არ არის, რომ წყვილის ჯანსაღი ურთიერთობა ორივე პარტნიორის კარგ ქცევებსა და ურთიერთგაგების შედეგზეა დამოკიდებული. ასევე, ფსიქოლოგები გვარწმუნებენ, რომ ურთიერთობის დროს მთავარი პრობლემა არის წყვილებიდან ერთ-ერთი მათგანის მეორის მიმართ ინტერესის დაკარგვა. ამის ყველაზე ხშირი მიზეზებია შიდა პრობლემები და ხასიათის ზოგიერთი თავისებურება.


image


ბევრ ქალს ჰგონია და მიაჩნია, რომ კაცები მათ წინაშე ვალდებულებებით არიან სავსე და მათი მოთხოვნების სიას ზღვარი არ აქვს. შედეგად კი მსგავსი ფილოსოფია ანგრევს ნდობასა და ურთიერთპატივისცემას წყვილებში. ხოლო, როდესაც ქალბატონები აცნობიერებენ ამ ყველაფერს, უკვე გვიანია.


დღევანდელ სტატიაში ვისაუბრებთ, თუ რა არ უნდა მოითხოვოთ მამაკაცისგან არასოდეს, რათა არ დაუშვათ შეცდომა და არ მიიყვანოთ ურთიერთობა დანგრევის პირას.




1. ხშირად ქალები იწყებენ ისეთი მოთხოვნების წამოყენებას, როგორიცაა "მაჭამე, ჩამაცვი და გამართე". რა თქმა უნდა, კაცი უნდა ზრუნავდეს ოჯახზე და თუ შვილები გყავთ, ის აუცილებლად ვალდებულია ბავშვზე პასუხისმგებლობა და მატერიალური მხარეების სადავეები ხელში აიღოს, თუმცა ცოლი დაჯდეს სახლში და დაავალდებულოს ის ყველაფერი, რაც ზემოთ უკვე ვთქვით, ნამდვილად ზედმეტია. თუ მამაკაცს თავისი გარკვეული აკრძალვებიდან გამომდინარე არ აქვს პრობლემა, რომ ცოლმა იმუშავოს, ცოლმა აუცილებლად უნდა იმუშავოს და მიიღოს მონაწილეობა ოჯახის კეთილდღეობის საკითხში.



2. არასოდეს სთხოვოთ მამაკაცს, რომ თავი დაანებოს სამსახურს ან ჰობს! ბრძენ ქალს კარგად ესმის, რომ მამაკაცის ცხოვრებაში მხოლოდ ის და სამსახური არ არის და მისი ცხოვრება სხვა მრავალი კომპონენტის ნაწილია.


image



3. არ უნდა აიძულოს ქალმა მამაკაცი, რომ მან მიატოვოს მეგობრები და ნათესავები, რომლებიც მას არ მოსწონს. მაშინაც კი, თუ ქალებს გეჩვენებათ, რომ ქმრის მეგობარი ან ნათესავი უარყოფით გავლენას ახდენს მასზე, არ უნდა დაგავიწყდეთ, რომ მამაკაცებისთვის ხანგრძლივი მეგობრობა და ურთიერთობა მნიშვნელოვანია, მიუხედავად იმისა თუ ზოგჯერ გვაღიზიანებენ.



4. არ აიძულოთ იმის კეთება რაც მას სძულს, ხოლო თქვენ მოგწონთ. მაგ: ნუ წაიყვანთ სალსას საცეკვაოდ, თუ მას არ გამოსდის და არ უყვარს, თქვენთვის კი ეს მარტივი და სასიხარულოა. შეიძლება ერთნაირი გატაცებები არ გქონდეთ და ეს სულაც არ ნიშნავს სიყვარულის ნაკლებობას და ერთმანეთის უპატივცემულობას.



5. ნამდვილი ქალი არასოდეს ეცდება მამაკაცის შეცვლას. ზრდასრული კაცი ვერასოდეს გახდება სხვა პიროვნება, ამიტომ მცდელობა იმისა, რომ შეიცვალოს და გახდეს ისეთი, როგორიც თქვენ გინდათ, ამაოა.


image



6. ბრძენი ქალი არასოდეს მოსთხოვს მამაკაცს სხვა ქალების დაიგნორებას. მოდით, გავითვალისწინოთ ერთი მთავარი ფაქტორი: "მამაკაცს არ შეუძლია არ შეხედოს სხვა ლამაზ ქალბატონს, ეს ეწინააღმდეგება მის ბუნებას". (რა თქმა უნდა, ეს არ ეხება მათთან პირდაპირ ფლირტს)



7. ბრძენი ქალი არასოდეს ითხოვს მამაკაცისგან თავის მართლებას, ის მას ენდობა. როდესაც ურთიერთობა ნდობაზეა აგებული, ქალს თავში აზრადაც არ მოუვა თხოვოს ქმარს, რომ მან აჩვენოს მობილური ტელეფონი ან მისცეს ფოსტის პაროლი. იმისათვის, რომ ურთიერთობაში იყოს ჰარმონია, ორივე მხარეს მოუწევს მცირე კომპრომისები. პატივისცემა, გულახდილობა, მოთმინება და თანაგრძნობა - აი, ეს უნდა იყოს პარტნიორებს შორის.




იხილეთ აგრეთვე:


განქორწინებული მამაკაცის რჩევები დაქორწინებულებს - გაითვალისწინეთ ეს 5 ფაქტორი!image






რა სურთ კაცებს ცოლებისგან?image






3 რამ, რასაც მამაკაცი საყვარლისთვის გააკეთებს, ცოლისთვის კი არა!image





რა დროს უნდა მივატოვოთ მამაკაცი უკან მოუხედავად?image






7 საიდუმლო, რომელსაც ცოლს არ "ანდობენ" მამაკაცებიimage






უბრალო ქალური ხრიკები, რომლებსაც მამაკაცები ჭკუიდან გადაყავსimage






რისი ეშინიათ მამაკაცებს? მათი ფარული შიში, რაზეც ხმამაღლა არასდროს საუბრობენimage




0
558
5-ს მოსწონს
ავტორი:მეამეა
მეამეა
Mediator image
Mediator image
558
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0