x
image
მანჩო 777
ქათმის რომელი ნაწილია ყველაზე სასარგებლო და რა წესები უნდა დავიცვათ ფრინველის ხორცის მომზადების დროს
რომელი ხორცია თქვენი ფავორიტი კერძების მომზადების დროს და რას ანიჭებთ უპირატესობას-საქონლის, ღორის, ცხვრის თუ ქათმის ხორცს? - რა თქმა უნდა, ბევრი თქვენგანისათვის ეს ქათამია რამდენიმე სრულიად გასაგები მიზეზის გამო: ქათმის ხორცი შედარებით იაფია და ხელმისაწვდომი, მის მომზადებაზე გაცილებით ნაკლები დრო იხარჯება და მესამე - ის ყველაზე სასარგებლოა, თანაც სწორად შერჩეული სანელებლებით და სოუსებით შესაძლებელია განსაცვიფრებელი შედეგების მიღება. გარდა ამისა, ქათმის ხორცი შესანიშნავად ეხამება სხვა პროდუქტებს. მაგრამ ისმის კითხვა: ქათმის ყველა ნაწილი ერთნაირად სასარგებლოა? ალბათ ბევრ თქვენგანს ჰგონია, რომ ფრინველის ყველა ნაწილი ერთნაირი შემადგენლობისაა და დიეტების და ჯანსაღი კვების დროს დიდი მნიშვნელობა არ აქვს, მკერდის ნაწილს მივირთმევთ თუ ბარკალს, ფრთებს თუ კისერს...



image



სინამდვილეში ქათმის ნაწილები ძალიან განსხვავდება ერთმანეთისგან ქოლესტერინის და მიკროელემენტების შემცველობითა და შესაბამისად, სარგებლიანობით. მთლიანად აღებულ ქათამში საკმაოდ დიდი რაოდენობითაა მიკროელემენტები და ცილები, მისი კალორიულობაც სხვა, მაგალითად ღორის ხორცთან შედარებით ნაკლებია, მაგრამ საქმე იმაშია, რომ ამ ფრინველის ნაწილებს შორის ამ მხრივ ძალიან დიდი განსხვავებაა.

აღმოჩნდა, რომ ქათმის ყველაზე სასარგებლო ნაწილი მისი მკერდია. პროცენტული გაანგარიშებით მასში ყველაზე ნაკლებია ქოლესტერინი და სხვა მავნე ნივთიერებები. თუ ამ პროდუქტს რეგულარულად მივირთმევთ, თავიდან ავიცილებთ გულ-სისხლძარღვთა დაავადებებს და მძიმე წონასთან დაკავშირებულ პრობლემებს.




image



ქათმის ღვიძლი - ყველასათვის საყვარელი დელიკატესი დიდი სარგებლიანობით არ გამოირჩევა. ის ცხიმებს და ქოლესტერინს ძალიან დიდი რაოდენობით შეიცავს, სასარგებლო ცილების შემცველობა კი მასში ძალიან მცირეა. სამაგიეროდ, ქათმის ღვიძლშია ბევრია სპილენძი, B12 ვიტამინი და რკინა.


image



ბარკლები და თეძოები- ალბათ ქათმის ეს ნაწილი უმეტესი თქვენგანის უსაყვარლესი საჭმელია, თუმცა მის სასარგებლო თვისებებისა რა მოგახსენოთ: ცილები მასში ძალიან ცოტაა, მავნე ცხიმები კი ბლომად.


image


რაც შეეხება ფრთებს- ის ქათმის ყველაზე მავნე ნაწილია. ხორცი მას თითქმის არა აქვს, ცხიმოვან ქსოვილებს კი არანაირი სასარგებლო თვისება არ გააჩნია, გარდა მავნე ქოლესტერინის სიჭარბისა. განსაკუთრებით მავნეა ფრთები მაშინ, თუ მას უკვე მზა სახით ყიდულობთ. გახსოვდეთ: ამ პროდუქტის მომზადების დროს დიდი რაოდენობით ზეთს და მავნე სოუსებს გამოიყენებენ. ასეთ საკვებს კი დიეტურს ნამდვილად ვერ ვუწოდებთ.


image


საინტერესოა, ქათმის რომელ ნაწილს ყიდულობთ და ამზადებთ ყველაზე ხშირად? - გული არ გაიტეხოთ, თუ თქვენი რჩეული კერძი მავნებელი პროდუქტების სიაში აღმოჩნდა. უბრალოდ ეცადეთ ის რაც შეიძლება იშვიათად გამოიყენოთ და კიდევ, ეცადეთ ქათამი ისე მოამზადოთ, რომ მზა კერძი რაც შეიძლება ცოტა მავნე ნივთიერებებს შეიცავდეს. ამასთანავე თუ გსურთ დიეტაზე ან სწორ კვებაზე გადახვიდეთ, შეიძინეთ და გამოიყენეთ მხოლოდ და მხოლოდ ქათმის მკერდის ფილე და უარი თქვით ცხიმით სავსე ფრთებსა და ბარკლებზე.



image


აი რამდენიმე სასარგებლო რჩევა ქათმის ხორცისაგან ჯანსაღი კერძის მოსამზადებლად:


1. ნაყიდ (არა შინაურ) ქათმის ხორცში კანცეროგენების რაოდენობა მნიშვნელოვნად მცირდება მისი გულმოდგინე სითბური დამუშავების დროს;

2. შემწვარ და შებოლილ პროდუქტთან შედარებით უპირატესობა მიანიჭეთ მოხარშულ ხორცს. მასში მაქსიმალურად ნარჩუნდება სასარგებლო ნივთიერებები;

3. ფრინველის ხარშვის დროს მას აუცილებლად გამოუცვალეთ წყალი. გადაღვარეთ პირველი წყალი ადუღებიდან 5 წუთის შემდეგ, ხორცს დაასხით ახალი წყალი და ისე მოამზადეთ კერძი;

4. ეცადეთ მომზადების წინ მაქსიმალურად გააცალოთ კანი ქათამს, რადგან ყველაზე მეტი მავნე ნივთიერება სწორედ ქათმის კანშია;

5. ხშირად ნუ მიირთმევთ შებოლილ და შემწვარ ქათმის ხორცს. ასე მომზადებული პროდუქტი, თუნდაც ყველაზე უწყინარი ქათმის ფილე მავნე ქოლესტერინის წყაროდ გადაიქცევა.

თუ ამ რჩევებს გაითვალისწინებთ, ქათმისგან მომზადებული კერძი ორგანიზმისათვის მაქსიმალურად სასარგებლო იქნება და წონაში მატებაც არ დაგემუქრებათ.



image

2
542
7-ს მოსწონს
ავტორი:მანჩო 777
მანჩო 777
542
  
2020, 18 ნოემბერი, 15:45
აუ, მანჩო, მომშივდა :))) სულ მერჩი, ხან ტორტებიო, ახლა ქათამიო
2020, 18 ნოემბერი, 15:40
იფ, იფ რა მსუყე სტატიაა. :)))
0 1 2