x
image
ლანა92
40 ფაქტი ადამიანის შესახებ ("ალისა საოცრებათა ქვეყანაში", "თოვლის სიბრმავე" და სხვა)
image


სტატიაში თქვენ წაიკითხავთ ფაქტებს ადამიანის სხეულის, მისი ორგანიზმის შესახებ. ისინი ბევრია, თუმცა 40 ყველაზე საინტერესო ფაქტი ამოვარჩიეთ. შესაძლოა, ზოგი მათგანი თქვენთვის ცნობილია, თუმცა აუცილებლად ბევრ ახალსაც აღმოაჩენთ.



1.ადამიანის სხეულის ორგანოს, ჭიპს მეცნიერულ ენაზე ეწოდება "უმბილიკუსი";

2.ადამიანი, რომელიც დღეში 1 კოლოფ სიგარეტს ეწევა, ნახევარ ჭიქა ფისს (ე.წ. "გუდრონს") სვამს წელიწადში.

3.ადამიანი ცოცხალ ორგანიზმთა სამყაროს ერთადერთი წარმომადგენელია, რომელსაც სწორი ხაზების გავლება შეუძლია.

4.ქერა მამაკაცებს უფრო სწრაფად ეზრდებათ წვერი, ვიდრე შავგრემნებს.

5.როდესაც ადამიანი იღიმის, მაშინ მისი სახის 17 კუნთი "მუშაობს";

6.ადამიანის დნმ შეიცავს დაახლოებით 80 000-მდე გენს;


7.მამაკაცები ითვლებიან დაბლებად, ჯუჯებად, თუ 130 სმ. -ზე ნაკლები არიან, ხოლო ქალები - თუ 120 სმ.-ზე ნაკლები არიან სიმაღლით;

8.ადამიანის ორგანიზმში ლეიკოციტები ცოცხლობენ 2-4 დღე, ხოლო ერითროციტები - 3-4 თვე;

9.ფრანგულად ხელის თითების დასახელება ასეთია: პუსი, ინდექსი, მაჟორი, ანიულერი, ორიკიულერი;

10.თითოეული თითი ადამიანის სიცოცხლის განმავლობაში დაახლოებით 25 მილიონჯერ იხრება, იკეცება;

11.ადამიანის გულის ზომა დაახლოებით მისი მუშტის სიდიდისაა. მოზრდილი ადამიანის გულის მასაა 220-260 გრამი;

12.ადამიანის ორგანიზმი შეიცავს მხოლოდ 4 მინერალს: აპატიტს, არაგონიტს, კალციტსა და კრისტობალიტს;

13.ადამიანის ტვინი დღეში გამოიმუშავებს გაცილებით მეტ ელექტრულ იმპულსს, ვიდრე მსოფლიოში არსებული ყველა ტელეფონი ერთად აღებული;

14.ფენომენს, როცა ადამიანი ძლიერი ნათებისაგან კარგავს მხედველობის უნარს, "თოვლის სიბრმავე" ეწოდება;

15. ადამიანის ორგანიზმში მცხოვრები ბაქტერიების საერთო მასაა 2 კგ.;

16.ადამიანის თავის ტვინში წამში მიმდინარეობს 100 000 ქიმიური რეაქცია;

17.ბავშვები იბადებიან მუხლის თავსახურის გარეშე. იგი პატარებს უჩნდება მხოლოდ 2-6 წლის ასაკში;

18.ადამიანის ფილტვების ზედაპირის ფართობი დაახლოებით უტოლდება ჩოგბურთის კორტის ზომას (მოედანს);

19.დაბადების მომენტიდან ადამიანის ტვინში უკვე არსებობს 14 მლრდ. უჯრედი და ეს რიცხვი სიკვდილამდე არ იზრდება, პირიქით 25 წლის ასაკიდან უჯრედების რაოდენობა დღეში 100 ათასით მცირდება. ერთი წუთის განმავლობაში, როცა თქვენ წიგნის, სტატიის გვერდს კითხულობთ, იღუპება 70 უჯრედი. 40 წლის შემდგომ ტვინის დეგრადაცია (გადაგვარება) მკვეთრად ჩქარდება, ხოლო 50 ნეირონის (ნერვული უჯრედი) გამოშრობის შედეგად ტვინის მოცულობა იკლებს;

20.სინდრომს, რომელიც გამოიხატება დეპერსონალიზაციით, დროისა და სივრცის, საკუთარი სხეულისა და გარემოს აღქმის დარღვევით, ფსიქიატრიაში ოფიციალურად ეწოდება "ალისა საოცრებათა ქვეყანაში";

21.ადამიანის წვრილი ნაწლავის სიგრძე სიცოცხლის განმავლობაში დაახლოებით 2.5 მეტრია, გარდაცვალების შემდგომ, როცა ნაწლავის კედლის კუნთი დუნდება, მისი სიგრძე 6 მეტრამდე აღწევს;

22.ადამიანს აქვს დაახლოებით 2 მილიონი საოფლე ჯირკვალი. საშუალო ასაკის ადამიანი 540 კალორიას კარგავს 1 ლიტრი ოფლის სახით. მამაკაცებს დაახლოებით 40 %-ით მეტი ოფლიანობა აქვთ, ვიდრე ქალბატონებს;

23.ადამიანის მარჯვენა ფილტვში მეტი ჰაერია, ვიდრე მარცხენაში;

24.ზრდასრულ ადამიანზე დღეში მოდის 23 000 ჩასუნთქვა და ამოსუნთვა;

25.ქალის ორგანიზმი მთელი სიცოცხლის განმავლობაში 7 მილიონამდე კვერცხუჯრედს აღადგენს;

26.ადამიანის თვალს შეუძლია, განასხვავოს 10 მილიონი ფერის ჩრდილები;

27.ადამიანის პირის ღრუში დაახლოებით 40 000 ბაქტერია ბუდობს;

28.პაპაფობია ეწოდება ადამიანის რომის პაპისადმი შიშს;

29.გახელილი თვალებით ხვრინვა შეუძლებელია;

30.ადამიანის ხერხემალი შედგება 33, ან 34 მალისაგან;

31.ქალები 2-ჯერ უფრო ხშირად ახამხამებენ თვალებს, ვიდრე მამაკაცები;

32.მამაკაცის ორგანიზმში ყველაზე წვრილი უჯრედები სპერმის უჯრედებია;

33.ადამიანის ორგანიზმის ყველაზე ძლიერი, მაგარი კუნთია ენა;

34.ადამიანის სხეულში დაახლოებით 2 000 გემოს რეცეპტორია;

35. მესოპოტამიაში ექიმს, რომლის მკურნალობაც პაციენტის სიკვდილით სრულდებოდა, სიკვდილით სჯიდნენ, ხოლო თუ პაციენტი დაბრმავდებოდა, ექიმსაც თვალების დათხრით სჯიდნენ;

36.დაბადებისას ბავშვის სხეულში 300-მდე ძვალია, ზრდასრულ ასაკში მათგან მხოლოდ 206 რჩება;

37.წელიწადში ადამიანის გულისცემის რაოდენობაა 36. 8 მილიონი;

38.მამაკაცები 10-ჯერ უფრო ხშირად იტანჯებიან დალტონიზმით (ფერების გარჩევის უუნარობა), ვიდრე ქალბატონები;

39.ადამიანის ძვლების თითქმის ნახევარი ოდენობა მოდის მაჯებსა და ფეხებზე;

40.შუა საუკუნეების ექიმები ზუსტი, კონკრეტული დიაგნოზის დადგენას თუ ვერ ახერხებდნენ, ყველა დაავადებას მიაწერდნენ "სიფილისს";

0
78
შეფასება არ არის
ავტორი:ლანა92
ლანა92
78
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0