x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
" მონატრების დღიურები"
დღესაც არ ხარ ჩემთან ჩემს დაბადებისდღეზე, 28 ნოემბერს, დღე როდესაც შენ მიმატოვე ამ მუხთალ წუთისოფელში, დღე როდესაც ჩემი ოცნებები ჩააქრე... ისიც არ ვიცი როდის მოხვალ, ან მოხვალ თუ არა საერთოდ? ბოლოს რომ გნახე მითხარი არასდროს მიგატოვებო, მაგრამ ისევ მომატყუე... წახვედი და არასდროს დაბრუნდები ჩემს ცხოვრებაში, სულში, გულში, სხეულში.

იცი? რომ ამბობდნენ სიყვარული აბრმავებსო არ მეჯერა, რადგან მე დაბრმავებული არ ვიყავი მე მონატრების, შენი სიყვარულის სენი მჭირდა, მე ღრუბლებში დავფრინავდი და არ მინდოდა მიწაზე დაშვება. თუმცა, კეთილი დასასრული ხომ მხოლოდ ზღაპრებშია... რას წარმოვიდგენდი თუ ბედისწერა ასეთ" საჩუქარს" მიმზადებდა...

28 ნოემბერს საღამოს 6 საათზე ტელეფონმა დარეკა, ჩემდა გასაოცრად გიოს მაგივრად სრულიად უცხო ქალის ხმა გავიგე, რომელიც სევდიანად მეკითხებოდა: " ბატონი გიორგი თქვენთვის ვინ არისო? ორი წუთის შემდეგ ჩემს ოთახში იდუმალი სიჩუმე ჩამოვარდა, მისმა სიტყვებმა ჩემს ცხოვრებას სამუდამო წერტილი დაუსვა, ჩემი ოცნებები და სურვილები დაასამარა.

მეორე დღეს განყოფილებაში დამიბარეს და გიოს ნივთები გადმომცეს, რომელთა შორის ჩემი ნაჩუქარი საათიც აღმოვაჩინე... იმის დაწერა არ ღირს რას ვგრძნობდი, ან კი როგორ დავწერ ასეთი მდგომარეობის სიტყვები ქართულ ენაში არ გვაქვს, ჩემს უსაზღვრო ტკივილს ვერც ერთი სიტყვა ვერ აღწერდა... ხალხი მოდიოდა და მეუბნებოდა: " ვიზირებ შენს მწუხარებას", მაგრამ ჩემს მწუხარებას ვერავინ ვერ გაიზიარებდა, მე მარტო ვიყავი ამ დაუნდობელი წუთისოფლის წინაშე, რომელიც იშვიათად იწყალებს ადამიანს... იმ დღის შემდეგ ჩემი ცხოვრება, რადიკალურად შეიცვალა. უნივერსიტეტში სიარულს თავი დავანებე, ახლობლებისთვის და მეზობლებისთვის კი უბრალოდ მოსიარულე გვამი ვიყავი...დავდიოდი, მაგრამ არ ვიცოდი ცოცხალი ვიყავი თუ მკვდარი, ვჭამდი, მაგრამ რატომ? მე როგორ შემეძლო ჭამა, როცა ჩემი სიცოცხლის მთავარი ადამიანი ცივ მიწას მივაბარე, მე როგორ შემეძლო ღიმილი როცა ის აღარ იღიმოდა...


მას შემდეგ უფრთო მტრედს დავემსგავსე, თავისუფლების სურვილით ვიყავი შეპყრობილი, მაგრამ არ გამომდიოდა, ამ პატარა მტრედს თავისუფლება დაუნდობელმა წუთისოფელმა წაართვა... ასე სცოდნია სიყვარულს, დაუკითხავად შემოდის ჩვენში და ასევე დაუკითხავად მიდის. არ გვაძლევს იმის საშუალებას, რომ ბედნიერები ვიყოთ. მიდის ისე, რომ არც გვეკითხება, ან კი რა კითხვა უნდა, ეს ხომ ბუნების დაუწერელი კანონია.

0
4
1-ს მოსწონს
ავტორი:Vasilisa
Vasilisa
4
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0