x
მეტი
  • 05.12.2020
  • სტატია:105529
  • ვიდეო:349199
  • სურათი:471283
კორონას 23 ახალი შემთხვევა დედოფლისწყაროში - ჯამში 151 ინფიცირებული

image


დედოფლისწყაროში ბოლო სამ დღეში კორონავირუსის 23 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ამდენად ინფიცირებულთა რაოდენობა 128-დან 151-მდე გაიზარდა. მათგან მხოლოდ სამი პაციენტია საავადმყოფოში გადაყვანილი. კონტაქტში მყოფი პირების რაოდენობამ 275 პირს მიაღწია, რომლებიც იზოლაციაში იმყოფებიან


თენგიზ ცერცვაძის გარდა კორონავირუსი დედოფლისწყაროს ჯანდაცვის ცენტრის თანამშრომელსაც დაუდგინდა. კოვიდ დადებითი პასუხი მიიღეს წყალმომარაგების კომპანიაში, იუსტიციის სახლში, ენერგოდისტრიბუციაში და სხვადასხვა საჯარო სამსახურებში დასაქმებულმა პირებმა. დაიკეტა დედოფლისწყაროში მდებარე კაფე „კაპუჩინო“.



დედოფლისწყაროს ჯანდაცვის ცენტრში დედოფლისწყაროს ტელევიზიას განუცხადეს, რომ 151 ინფიცირებულიდან კორონავირუსი უკვე დაამარცხა 43-მა დედოფლისწყაროელმა პაციენტმა.


„მოგახსენებთ, რომ დედოფლისწყაროში დღეის მდგომარეობით covid-19 -ით ინფიცირების სულ 151 შემთხვევაა დაფიქსირებული. მათ შორის 43 უკვე გამოჯანმრთელდა, 3 - მკურნალობს სტაციონარში, 105 - იმყოფება ბინაზე მსუბუქი სიმპტომებით, ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ.
.
covid-19 -ით ინფიცირებულია დედოფლისწყაროს სკოლის და ბაღის რამოდენიმე თანამშრომელი და მოსწავლე, ამიტომ დისტანციურ სწავლებაზეა გადასული მუნიციპალიტეტის რვა სკოლა. სამი საბავშვო ბაღის თანამშრომლები კი არიან თვითიზოლაციაში.
.
covid-19-ით ინფიცირების შემთხვევა დაფიქსირდა დედოფლისწყაროს საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცის ცენტრშიც. აღნიშნულიდან გამომდინარე, მედ.პერსონალი ტესტირებას ჩაიტარებს ყოველ 72 საათში.
.
ყველა სტრატეგიული ობიექტის თანამშრომლები, რომლებიც დაინფიცირებულ პირთან იმყოფებიან კონტაქტში გადასული არიან ტესტირების 72 სათიან რეჟიმზე (იუსტიციის სახლი, წყალმომარაგების კომპანია, "ენერგო-პრო ჯორჯია").
,
თვითიზოლაციაში დაავადებულთან კონტაქტში მყოფი სულ 275 პირაა, რომლების დღეის მდგომარეობით თავს გრძნობენ ჯანმრთელად, “ - ნათქვამია დედოფლისწყაროს ჯანდაცვის ცენტრის განცხადებაში.
.
17 ნოემბერს კახეთში კორონავირუსის 117 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 1 ადამიანი. 80 წლამდე ქალი ყვარლიდან იყო და ის მკურნალობის კურსს თელავის ერთ-ერთ საავადმყოფოში გადიოდა. მას თანხმლები დაავადებები ჰქონდა, როს გამოც ექიმებმა მისი გადარჩენა ვეღარ შეძლეს. ბოლო ინფორმაციით, მხოლოდ კახეთის რეგიონში კორონავირუსს ჯამში 14 პაციენტი ემსხვერპლა.
.

ამ ეტაპზე კახეთში მკურნალობის კურსს 1 420 მოქალაქე გადის, მათ შორის 1 282 ბინაზე იმყოფება, 20 კოვიდ-სასტუმროში, 118 პაციენტი კი კოვიდ-კლინიკაში მკურნალობს. გუშინ დღის განმავლობაში რეგიონის მასშტაბით 326 ნიმუში აიღეს, რომელთა პასუხებიც დღეს ეტაპობრივად გახდება ცნობილი. თვითიზოლაციაში 1 981 მოქალაქე იმყოფება, რეგიონის მასშტაბით საკარანტინო ზონაში 64 ადამიანი რჩება.

,

თელავი - 572;

გურჯაანი - 407;

ყვარელი -180;

საგარეჯო - 179;

ლაგოდეხი- 155;

დედოფლისწყარო - 151;

სიღნაღი -116;

ახმეტა - 91

.
0
95
შეფასება არ არის
ავტორი:ილია მარტყოფლიშვილი
ილია მარტყოფლიშვილი
95
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0