x
image
ზურა7
მსოფლიოს ყველაზე პატარა კლუბები

imageგინესის რეკორდების წიგნში 2000 წელს შევიდა ახალი ნომინაცია - მსოფლიოში ყველაზე პატარა ღამის კლუბი. ეს საპატიო ტიტული ბრიტანულმა კლუბმა Miniscule of Sound –მა მიიღო.
;კლუბში ეტევა 15 ადამიანი. ყველაზე დიდი ფართობი Miniscule of Sound–ში ბარს უკავია და ალკოჰოლური სასმელის საკმაოდ დიდ არჩევანს გვთავაზობტ. მიუხედავად სივიწროვისა, კლუბის ბინადრები კარგად ერთობიან.
თავისი კომპაქტური ზომების წყალობით, კლუბის გადატანა შესაძლებელია ნებისმიერ ადგილას, ამიტომ ამ დაწესებულებამ უკვე ბევრი ქვეყანა შემოიარა – ჩინეთიდან დაწყებული ავსტრალიით დამთავრებული. ცხადია, კლუბის მონახულების მსურველების რაოდენობა ბევრად დიდია, ვიდრე იგი იტევს. ამიტომ კლუბი ხელმძღვანელობს პრინციპით: “მთავარია ხარისხი და არა რაოდენობა“.
თუმცა დღეისათვის კლუბ Miniscule of Sound–ს ყველაზე პატარა კლუბის ტიტული ჩამოერთვა, რადგან მას ლივერპულის კლუბმა "Rumours"–მა აჯობა ფართობის სიმცირეში. დღეისათვის მსოფლიოში ყველაზე პატარა ღამის კლუბის ფართობი შეადგენს 2, 10 მეტრს სიმაღლეში, 1, 17 მ. სიგანეში და 1, 78 მ – სიღრმეში. შესაბამისად, გინესის რეკორდთა წიგნში შეტანილ იქნა შესწორება და კლუბი "Rumours" აღიარეს მსფლიოს ყველაზე პატარა ღამის კლუბად, რომელმაც წინა რეკორდსმენის მონაცემები 34 კვ. სმ–ით გააუმჯობესა.

imageიმისათვის, რომ ეს კლუბი ყოფილიყო იდეალური ადგილი გასართობად, მის შექმნაში ჩაიდო ძალიან დიდი ძალისხმევა. ახლა კი ამ ყველაფრის შედეგად, თამამად შეიძლება ითქვას, რომ “Rumours"-ში შესაძლებელია განიცადოთ ცხოვრების ყველაზე მხიარული წუთები, გაერთოთ, გახალისდეთ ისე რომ დაგავიწყდეთ ყველა ამქვეყნიური პრობლემა.
"Rumours" - შექმნილია კლიენტთა 100%–იანი სიამოვნებისთვის! ამ კლუბს ყველა ღიმილიანი სახით ტოვებს!

3
28
13-ს მოსწონს
ავტორი:ზურა7
ზურა7
28
  
2012, 5 ნოემბერი, 20:29
მადლობა
2012, 5 ნოემბერი, 20:29
საინტერესო იყო!
2012, 31 ოქტომბერი, 15:02
++++++++++ კაი სტატია
0 1 3