x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
სინამდვილეში ძლიერდება გონივრული ეჭვი, რომ არც არანაირი მოლაპარაკება არ მიმდინარეობს-ვასილ მაღლაფერიძე

image

ფილოლოგიურ მეცნიერებათა კანდიდატი, საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი დირექტორი ვასილ მაღლაფელიძე სოციალურ ქსელში წერს:


"კაცმა რომ თქვას, თუ რამე უნდა გადაიცემოდეს პირდაპირ ეთერში, სწორედაც რომ ხელისუფლების და ოპოზიციის მოლაპარაკების რაუნდები. ვინაიდან ის, რის შესახებაც მიმდინარეობს მოლაპარაკება, სინამდვილეში მოქალაქეებს ეკუთვნით და მოქალაქეებს უფლება აქვთ, იცოდნენ, ვის რა პოზიცია უკავია.
ამავე დროს, მიუხედავად იმისა, რომ, თითქოს, ეს შეხვედრები დახურულია, მაინც ყველა ჰყვება თავის ვერსიას, რომლებიც ერთმანეთს არ ემთხვევა და კიდევ უფრო ბუნდოვანს ხდის ვითარებას.
ასეთ ვითარებაში, თუ ვერ მოილაპარაკეს, ვერ გავიგებთ, რა მიზეზით ვერ მოილაპარაკეს, ხოლო, თუ შეთანხმდნენ, მოქალაქეებმა ხომ უნდა ვიცოდეთ, რის საფუძველზე შეთანხმდნენ?!
მაინც რა შეიძლება ითქვას ამ რაუნდებზე ისეთი, რისი მოსმენაც მათი მონაწილეებისთვის შეიძლება და მოქალაქეებისთვის არა?!
სინამდვილეში სულ უფრო ძლიერდება გონივრული ეჭვი, რომ არც არანაირი მოლაპარაკება არ მიმდინარეობს და მაგიტომაცაა დახურული."-წერს ვასილ მაღლაფერიძე.
image
1
234
4-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
234
  
2020, 24 ნოემბერი, 2:27
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1