x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134028
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508243
„მაგრად ეზიზღები ბარამიძეს! იმ დღიდან, ზურა რომ მოკალი და მასთან არ მიუშვი“
image


მიხეილ სააკაშვილის ჩამოსვლის საკითხზე პოლემიკა ოპოზიციაში აქტუალობას არ კარგავს. საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი კი პირდაპირ თუ ირიბად, მუდმივად მიანიშნებს იმისკენ, რომ ის მზად არისსაქართველოში ჩამოვიდეს. სააკაშვილის ჩამოსვლის აუცილებლობას გუბაზ სანიკიძე და გია ბარამიძე ხედავენ.

.

ყოფილი პარლამენტარი ხათუნა ხოფერია სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს და წერს რატომ უნდა გია ბარამიძეს სააკაშვილის ჩამოსვლა.


.

„ჩამოდი, მიშა, ჩამოდი!

ჩამოეთრიე და შენი თვალით ნახე რა შარში ხარ!
ბარამიძის ღრიალს მოვკარი ყური. ისეთი ერთგულებით და სიყვარულით მოგიხმობდა, ისე გიმტკიცებდა ძმობას, ეგრევე ზურა გამახსენდა. ოღონდ, მკვდარი. იმასაც მასე უმტკიცებდა მადლიერებას, როცა გაკიოდა, გაზით გაიგუდაო…

და, იცი, რა ვიფიქრე?!

მაგრად ეზიზღები ბარამიძეს!

ჰო, იმ დღიდან ეზიზღები, ზურა რომ მოკალი. მერე კი გადაიბირე, იმავე დილას, იმავე დილის 4 საათზე. აი, ავარიაში რომ მოყევი და მკვდარ ზურასთან არ მიუშვი… ჯერ ჩემთან მოდიო, რომ უთხარი. გიამ ხომ კარგად იცის, რატომაც არ მიუშვი იქ მანამ, სანამ ნარდს, საფერფლეს, კონიაკს და სხვა “მტკიცებულებებს” არ დაალაგებდნენ.
იცის…

ისიც იცის, რისი გეშინოდა… მაშინ, ჯერ კიდევ ჰქონდა გიას სინდისი და იცოდი, ცხელ გულზე სიმართლეს იყვირებდა.

ჰო, ცოტა გადავუხვიე სათქმელს. მოკლედ, ბარამიძეს მაგრად ეზიზღები თქო, მაგას ვამბობდი. ეზიზღები ისევე, როგორც ეზიზღებათ ხოლმე ის, ვინც კაცობა შეულახა, ღირსება წაართვა, ნამუსი ახადა!
მიშა, შენ ხომ იცი, რომ ეს ასეა?!..

ჰო და, ჩამოდი! შენი „ერთგული კაცები” გელიან!
ერთსაც გეტყვი, მეცოდები!

შენ ხომ გკიდია ესენი ყველანი… აბა, როგორ შეიძლება, არ გეკიდოს გუბოზი, შალიკო, შენს ცხენზე უკუღმა შემჯდარი ღრიღოლი და მელია, მკვდარზე ვენოკად ქცეული ბურჯანაძე, შენი გინებით მოფერიანებული გიგა ჩერგოლეიშვილი და სხვა ამდაგვარი მრავალი წვრილფეხობა…

მაგრამ … აი, მათ როგორ კიდიხარ, ეგაა აღმაშფრთოვანებელი (როგორც ჩვენი ელიჩკა იტყოდა)!!! სიამოვნებით გამოგჭამენ ხორხს! გაგასამართლებენ ლინჩის წესით.. იმიტომ კი არა, რომ მართლა დამნაშავე ხარ, მკვლელი ხარ, საქართველოს მტერი ხარ… არა… იმიტომ, რომ შენს სექტას ამათ არ უთმობ… შენს მხარდამჭერებს ამათზე არ ამუშავებ, არ ეშვები, არ კვდები, არ ჩაძაღლდი…

ახლა, მითხარი, ხომ ხარ ცოდო კაცი?!

ხომ ხარ ხავსს მოჭიდებული წყალწაღებული?!

ხომ ხარ შეშინებული?!

ხარ! .. და უნდა გეშინოდეს კიდეც!

ასე, რომ ჩამოდი! როდემდის უნდა ეკიდოს ძუით დამოკლეს მახვილი შენი გარიგვინებული თავის ზემოთ…………….სადაც ვიწროა, იქ გაწყდეს!

ჩემსას არ დავწერ! ისედაც ბევრი მაქვს ნათქვამი!ქმედება და მხოლოდ ქმედება!

მორჩა!“, – წერს სოციალურ ქსელში ხათუნა ხოფერია.

0
658
3-ს მოსწონს
ავტორი:ილია მარტყოფლიშვილი
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
658
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0