x
image
ზურა7
მსოფლიოს ყველაზე გრანდიოზული კონცერტები ნაწ. 1
მომღერლის პოპულარობას გარკვეულ წილად, მის კონცერტებზე დამსწრე მსმენელის რაოდენობა განსაზღვრავს. თუ ჩატარებული კონცერტების საერთო სურათს გადავხედავთ, ყველაზე მეტი მსმენელის შეკრების რეკორდული მაჩვენებელი ერთდროულად ორ შემსრულებელს ეკუთვნის: როდ სტიუარტს - რომელმაც ბრაზილიაში, კოპაკაბანას პლიაჟზე 31 დეკემბერს 3, 5 მილიონი მსმენელი შეკრიბა და ჟან მიშელ ჟარს, რომლის ლეგენდარულ ლაზერულ შოუს მოსკოვში, ასევე 3, 5 მილიონი ადამიანი დაესწრო.
იმის დასადგენად, თუ რომელმა შემსრულებელმა შეკრიბა ყველაზე მეტი მსმენელი კონცერტზე, მხედველობაში უნდა მივიღოთ მხოლოდ ფასიან კონცერტები, სადაც გაყიდული ბილეთების რაოდენობის მიხედვით შესაძლებელია დამსწრე მსმენელების დათვლა. ეს საპატიო რეიტინგი შემდეგნაირად გადანაწილდა:

image 9 ადგილი - The Beatles
რეკორდი - 55 600 ადამიანი
ადგილი - აშშ, ნიუ იორკი სტადიონი «Shea», 1965 წელი
პირველი რეკორდი დამსწრე მსმენელების მიხედვით ეკუთვნის ლეგენდარულ ჯგუფს The Beatles. 1965 წლის 15 აგვისტოს ჩატარებული რეკორდული კონცერტი გრძელდებოდა მხოლოდ 30 წუთს. დღევანდელი საზომით ეს ძალიან მცირე დროა, მაგრამ The Beatles –ის მსოფლიო ტურნეს კონცერტებისთვის ჩვეულებრივი გახლდათ. სტადიონამდე ჯგუფის წევრები მივიდნენ შვეულმფრენით, შემდეგ ბრონირებული სატვირთო მანქანებით. ასეთი უსაფრთხოების ზომები განპირობებული იყო ქალაქში მასიური არეულობის დაწყების რისკით.

image8 ადგილი Led Zeppelin
რეკორდი - 76 229 ადამიანი
ადგილი – აშშ, დეტროიტი, სტადიონი «Pontiac Silverdome», 1977 წელი
1977 წელს ჯგუფმა Led Zeppelin «Pontiac Silverdome»–ის სტადიონზე შეკრიბა 76 229 მსმენელი.
კონცერტებზე Led Zeppelin ქმნიდა საშინელ ატმოსფეროს, აწყობდა ორგიებს, ან უხმობდა ბნელ ძალებს. შესაძლოა ამიტომ ხშირად ხვდებოდნენ ჯგუფის წევრები უბედური შემთხვევის მსხვერპლნი, რასაც ჯგუფის რამდენიმე წევრი, ოჯახით ემსხვერპლა. ჯგუფი 1980 წელს დაიშალა.
2007 წელს საქველმოქმედო კონცერტისათვის ჯგუფი Led Zeppelin კვლავ შეიკრიბა, თუმცა ამჯერად განახლებული შემადგენლობით.

image 7 ადგილი Michael Jackson
რეკორდი – 125 000 ადამიანი
ადგილი - ჩეხეთი, პრაღის საზაფხულო პარკი. 1996 წელი
ევროპის ტურნეს დროს, ჩეხეთში კონცერტზე 125 ათასი მსმენელი შეიკრიბა პოპ მუსიკის მეფის მოსასმენად.
მსოფლიოს სტატისტიკის სააგენტო აწარმოებდა გამოკითხვას იმის დასადგენად, ვინ არის მთელს მსოფლიოში ყველაზე ცნობადი სახე. კვლევის შედეგების მიხედვით აღმოჩნდა, რომ მთელს მსოფლიოში ყველაზე ცნობადი არის პოპ–მუსიკის მეფე – მაიკლ ჯექსონი.


image 6 ადგილი Queen
რეკორდი - 131 000 ადამიანი
ადგილი: ბრაზილია, სან პაულო, “მარუმბის“ სტადიონი, 1981 წელი
მეექსვე ადგილზე კიდევ ერთი ლეგენდარული ბრიტანული როკ ჯგუფი – Queen გახლავთ. თავიანთ ქვეყანაში სახელის მოხვეჭის შემდეგ, მათ დაიწყეს მოგზაურობა მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეებში. ჯგუფი ყველგან ახერხებდა სტადიონების შევსებას. მათი კონცერტები გამორჩეული იყო, მაგალითად 1978 წელს ახალი სიმღერის «Bicycle Race» მხარდაჭერის მიზნით, დაიქირავეს უიმბლდონის სტადიონი და მოაწყვეს ნამდვილი ველო შეჯიბრი, რომელშიც 50 შიშველი გოგონა იღებდა მონაწილეობას .
1981 წელს, ბუენოს აირესში Queen–მა ჩაატარა 7 კონცერტი, შვიდივე ანშლაგით. პირველივე დღეს მათ კონცერტს დაესწრო 131 000 ადამიანი.

1
88
8-ს მოსწონს
ავტორი:ზურა7
ზურა7
88
  
0 1 1