x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134397
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508490
" ასე რომ ყოფილიყო "... თუ "ყველაფერი ისეა როგორც უნდა იყოს"....
ადამიანი ძალიან უცნაური არსებაა... არსება? დიახ, ყველაზე განვითარებული ცოცხალი ორგანიზმი, რომელიც იბადება, იზრდება, ვითარდება, სწავლობს... ყოველ დღე რაღაც ახალს იგებს. სწავლობს რომ სწორ გზაზე უნდა იაროს წარმატებისკენ, მაგრამ ცხოვრება ისე დაატრიალებს ხოლმე ადამინის ბედს, ვერც იგებს საით მიდიოდა და საერთოდ სად აღმოჩნდა.
რამდენიც არ უნდა ვისაუბროთ სხვის დაშვებულ შეცდომებზე,
რომ ნინის ამბავმა დიდი გამოცდილება დაგიტოვა...
რომ გიორგის საქციელს შენ არასდროს გაიმეორებ...
რომ ნიას მაგივრად შენ უფრო წინდახედული იქნებოდი...
რომ ლაშას მაგივრად შენ უფრო მეტ სიმკაცრეს გამოიჩენდი...
რომ ნიტამ თავი სულ დაკარგა და არ იცის რა მოიმოქმედა...
თათია ამაყი იყო და ამჯერად რა დაემართა?...
ლიზიმ როგორ შეირცხვინა და დაიმცირა თავი... .... ...
რამდენიც არ უნდა გავკიცხოთ, განვიკითხოთ და განვიხილოთ....
რამდენიმე თვეში, რამდენიმე წელში..... ნინის. გიორგის, ლაშას, ნიას.... ადგილას ჩვენც მათსავით შესაძლოა მოვიქცეთ და საერთოდაც ვერ გავაცნობიეროთ ამ ეტაპზე ჩვენი საქციელი.
"ერთ წყალში ორჯერ ვერ შეხვალო"... თუმცა ადამიანები იმდენჯერ უშვებენ (ვუშვებთ)შეცდომებს, სანამ ცხვირს მართლა არ წავიმტვრევთ და ზუსტად მერე განათდება ხოლმე გონებაც ... ამოტივტივდება საქმიანობები და საქციელები.
image
გურამ დოჩანაშვილი
ერთხელ დამთავრებული ურთიერთობების მეორედ დაწყებას, რომ არასდროს აქვს აზრი, ამისიც დიდი ხანია მჯერა. ადამიანს აჩემებები აქვთ, მათი სურვილით როცა არ დასრულებულა რაღაც, იდეაფიქსად ექცევათ ხოლმე და ფიქრობენ, რომ ყველაფერი სხვანაირად იქნებოდა სხვანაირად რომ მოქცეულიყო. ამ იდეით წლები ცხოვრობენ და ვერაფრით გამოდიან ამბიდან. მე კიდევ დარწმუნებული ვარ, რომ ყველაფერი ზუსტად ისეა, როგორც უნდა იყოს და როდესაც, როგორც შენ გინდა, ან მაშინვე უნდა გამოასწორო, ან იქვე დაარქივო და ისტორიად აქციო, დროს მაინც არ დაკარგავ იმაზე ფიქრში " ასე რომ ყოფილიყო"...
ადამიანი - არსება? დიახ, ცოცხალი არსება და სიცოცხლის ნაწილია, რომელიც ალამაზებს და ავსებს ბუნებას მრავალფეროვანი შესაძლებლობებით...
ყველაფერი ხომ ზუსტად ისეა როგორც უნდა იყოს... შესაბამისად დავტკბეთ ჩვენი რეალობით, როგორიც არ უნდა იყოს ის...
0
56
შეფასება არ არის
ავტორი:თეონა გორდეზიანი
თეონა გორდეზიანი
56
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0