x
image
კატაპულტი
კიმ ჩენ ინი ბაიდენის ინაუგურაციაზე რაკეტებს ცეცხლს გაუკიდებს
image
ჯო ბაიდენის ინაუგურაციაზე 2021 წლის იანვარში არც ისე კარგი მოლოდინებია.

თუ ჩრდილოეთ კორეიდან მომავალ ცნობებს ვენდობით, კიმ ჩენ ინი ახალი ბირთვული იარაღის გამოცდით იმუქრება.


2021 წლის 20 იანვარს დაგეგმილი ჯო ბაიდენის ინაუგურაციის წინ აშშ-ს ყურადღება ჩრდილოეთ კორეისკენაა მიპყრობილი. ახალი პრეზიდენტის არჩევა აშშ-ში კიმ ჩენ ინს ახალი ატომური იარაღის დატესტვისკენ უბიძგებს.

ბრიტანული DailY star-ი, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში აზიის საკითხებში ყოფილ მთავარ ექსპერტზე, ევანს რევერზე დაყრდნობით, აცხადებს, რომ კიმ ჩენ ინი ეცდება მისი სამხედრო შესაძლებლობების დემონსტრირება მოახდინოს, ამისათვის კი მასობრივი განადგურების იარაღის ტესტირებას გამოიყენებს. აქამდე ჩრდილოეთ კორეის დიქტატორი თავს იკავებდა აშშ-ს არჩევნების შეფასებისგან. სავარაუდოდ, სიტყვების ნაცვლად, ის სამხედრო ძალას მიმართავს.


ევანს რევერის აზრით, დიქტატორი ამგვარად ეცდება ზეწოლა გააძლიეროს აშშ-ს პრეზიდენტზე, რათა თავიდანვე დაანახოს ბაიდენს ურთიერთობის საფუძვლები.

“ბაიდენის გუნდი გააცნობიერებს ტრამპის შეცდომებს, რის შედეგადაც ჩრდილოეთ კორეამ წარმოუდგენელ შეიარაღებას მოუყარა თავი"- აცხადებს რევერი.მისი თქმით, ტრამპმა ერთგვარად “წაუყრუა" კიმის მიერ რაკეტების ტესტირებაზე.

იმედია, აღნიშნული ვარაუდები მცდარი აღმოჩნდება ან ჯო ბაიდენი შეძლებს მოსალოდნელი კონფლიქტის თავიდან აცილებას.


ასევე საინტერესოა:

ბირთვული იარაღი, რაკეტები, მილიონობით ჯარისკაცი – ჩრდილოეთ კორეა ომისთვის მზადაა


ჩრდილოეთ კორეის ლიდერი თავის ხალხს უკვე ჭამასაც უკრძალავს


როგორ ებრძვის ჩრდილოეთ კორეის დიქტატორი კორონავირუსს?!– გამაოგნებელი ინფორმაცია

1
181
3-ს მოსწონს
ავტორი:კატაპულტი
კატაპულტი
181
  
2020, 19 ნოემბერი, 2:35
მოგესალმებით სექსის გაცნობის საუკეთესო საიტზე - Hosset.Com
0 1 1