x
image
კატაპულტი
ბირთვული იარაღი,რაკეტები, მილიონობით ჯარისკაცი – ჩრდილოეთ კორეა ომისთვის მზადაა
image
ჩრდილოეთ კორეა კვლავ მსოფლიოს ყურადღების ცენტრშია. მისი მზარდი შეიარაღება სამხედრო კონფლიქტის შიშს აღძრავს არაერთ სახელმწიფოში. სავარაუდოდ, კიმ ჩენ ინის დასაყრდენი 60 ბირთვული ქობინი, 650 რაკეტა და 1, 2 მილიონზე მეტი სამხედრო მოსამსახურეა.

რეალურია თუ არა ჩრდილოეთ კორეისგან სამხედრო ესკალაციის საფრთხე?

ბრიტანული “Daily star" აშშ-ს ნაციონალური სტრატეგიის კვლევითი ინსტიტუტის ცნობებზე დაყრდნობით იუწყება, რომ კიმ ჩენ ინი კვლავაც განაგრძობს შეიარაღებას.

ექსპერტების შეფასებით, ჩრდილოეთ კორეას თავისი შეიარაღებით თავისუფლად შეუძლია მიწასთან გაასწოროს სამხრეთ კორეა, იაპონია და აღმოსავლეთ ჩინეთი. ადგილობრივი სააგენტო Yonhap-ი კი იუწყება, რომ დიქტატორის ხელშია საკონტინენტთაშორისო რაკეტები, რომლითაც აშშ-ზე იერიშის მიტანაც შეიძლება. იგივე სააგენტოს ცნობით, ჩრდილოეთ კორეამ ბალისტიკური რაკეტები ირანისაგან შეიძინა.


გარდა რაკეტებისა, ჩრდილოეთ კორეას ასევე ჰყავს 1, 2 მილიონიანი ცოცხალი ძალა. ქვეყანას ასევე ჰყავს 6000-მდე ჰაკერი, რომლებიც ჩინეთში, ინდოეთსა და რუსეთში საქმიანობენ.

აქვს თუ არა კიმ ჩენ ინს ქიმიური იარაღიც?

ჯერ კიდევ მიმდინარე წლის ივლისში აშშ-ს თავდაცვის დეპარტამენტის გამოძიებამ დაადგინა, რომ ჩრდილოეთ კორეა მსოფლიოში მესამე ადგილზეა ქიმიური იარაღის რაოდენობის მიხედვით. მას 2500-დან 5000 ტონამდე 20 სხვადასხვა ტიპის ქიმიური იარაღი გააჩნია.



თემასთან ახლოს:

როგორ ებრძვის ჩრდილოეთ კორეის დიქტატორი კორონავირუსს?!– გამაოგნებელი ინფორმაცია


ჩრდილოეთ კორეის ლიდერი თავის ხალხს უკვე ჭამასაც უკრძალავს


22
188
2-ს მოსწონს
ავტორი:კატაპულტი
კატაპულტი
188
  
2020, 22 ნოემბერი, 19:29
სრულ ჭეშმარიტებას ბრძანებთ!
კლანური მართველობა, კარტელური შეთანხმებები სააფთიაქო, ნავთობის შემომტან და ინტერნეტ კომპანიებია ამისი მაგალითი.
გამსახურდია, რომ მოკლეს ესეც უდაოა. მე ვიყავი იმ სახლში რამდენიმეჯერ, აკუსტიკის სპეციალისტთან ერთად მცირე ექსპერიმენტიც ჩავატარე და ამან მომცა მიზეზი ასე ვთქვა-გამსახურდია მოკლეს.
2020, 22 ნოემბერი, 18:31
100% გეთახმებით და მიმიხვდით ლოგიკას. რუსების მტრები ვინც იყვნენ,ზოგი მოკლეს და ზოგიც მოწამლეს ისე რო საფრთხეს არ წარმოადგენენ უკვე. საპარლამენტო კომისია არ შეიქმნა,რადგან კუდები აქვთ გადაფსკვნილი ერთმანეთზე და არცერთის ინტერესში არ არის სრული სიმართლის დადგენა. ბევრმა შეიძლება იფიქროს,რომ პრეზიდენტის ლიკვიდაციას არ ახდენენ რუსები და მათ განეიტრალებას სხვანაირად ცდილობენ,მაგრამ ჩვენ გვაქვს მაგის გამოცდილება. გამსახურდია რუსების დავალებით მოკლეს,ასევე ბუნდოვანია კოსტავას სიკვდილიც. შესაძლოა ხარვეზები ქონდა გამსახურდიას და ემოციებით მოქმედებდა,მაგრამ ეგ კაცი არავის აგენტი არ იყო და მართლა სჯეროდა იმის,რასაც აკეთებდა. ეგეთი კაცი არც დასავლეთს და არც რუსეთს არ აწყობდათ,ხოდა მოიშორეს. მას მერე ერთი ჯგუფი მართავს ქვეყანას. ადამიანებს აჯერებენ რო ასე არაა,მაგრამ ეგრეა. არცერთ ხელისუფალს არ უცდია იმ ავბედითი ამბების გამოკველვა და სიმართლის დადგენა. ერთი კი ვიცი,რომ ტყუილით ძლიერი სახელმწიფოს აშენება შეუძლებელია და დღევანდელი ქართული სახელმწიფო ტყუილზე არის აშენებული,რასაც მომავალი არ აქვს.ამ არჩევნებზე ერი ერთმანეთს ჭამდა და ისიც ვერ გაარკვიეს რატო. გაუნათლებლობის ბრალი არის ალბათ და ამიტომაც უადვილდებათ ამ ჯგუფს ძალაუფლების შენარჩუნება. აი,ეგ ყველაფერი რო საჯაროდ თქვა,ყველა ჩვენ გაგვამტყუნებს და შეიძლება ჩაგვქოლონ:)))
2020, 22 ნოემბერი, 18:09
აქაც გეთანხმებით, მთელი ენერგოსისტემის რუსეთისთვის გადაბარებაც ამაზე მეტყველებს.
არც კოდორის ხეობაში ჯარების შეყვანის აუცილებლობა იყო.
ავნევი და ნული, რომ დაგვეცალა მოსახლეობისაგან გვქონდა შანსი რუსების აგრესია შეგვეჩერებინა პასიურობით.
ბაზებზე დატოვებული ტექნიკა და სრული ქაოსი ომშიც ამაზე მიუთითებს.
ელემენტარულად კავშირს ტელეფონის დახმარებით ახორციელებდნენ როცა თანამედროვე რადიოსადგურები გვქონდა, რომელთა სიხშირეების რადიო ხარვეზებისაგან დაცვა შეიძლებოდა სწორი გამოყენების შემთხვევაში.
სრული პასუხისმგებლობით ვამბობ: არცერთი მძიმე ტექნიკა იქნებოდა ეს სეპარატისტების თუ ოკუპანტების, არ აგვიფეთქებია მართვადი ტანკსაწინააღმდეგო კომპლექსების რაკეტებით, რომელთა დეფიციტი ნამდვილად არ იყო.
მე ის უფრო მიკვირს ამ ხელისუფლების პირობებშიც კი, რატომ არ მოხდა შერეული საპარლამენტო კომისიის შექმნა და ყველაფრის ძირფესვიანად გამორკვევა.
ყოფილ პრეზიდენტს მტრად, რომ თვლიდეს რუსეთი მის ლიკვიდაციას მოახდენდნენ.
2020, 22 ნოემბერი, 18:00
როცა ბუშის ადმინისტრაცია სთხოვდა ნატოს საქართველოს მხარდჭერას,მაპის მიცემას ან გაწევრიანებას საფრანგეთმა და გერმანიამ შეიკავა თავი. ამის მიზეზი ბევრია,თუ გერმანიის მიზეზი თქვენვე თქვით,მაშინ საფრანგეთის მიზეზს მე გეტყვით,რა თქმა უნდა სავარაუდოს:))) საფრანგეთის მთავრობა არ ენდობოდა საქართველოს ხელისუფლებას და დიდი ალბათობით თვლიდა,რომ რუსული ინტერესების გამტარებელი იყო. ამის ნათელი მაგალითი იყო,როცა მემუარებში სარკოზიმ 2008 წლის ომის შესახებ დაწერა.თუ როგორ თხოვდა სააკაშვილი გაჩარხული საქმის გაფუჭებას. ამ ყველაფერზე ინფორმაცია მოსკოვში ქონდათ უკვე და სარკოზიმ სწორი გათვლები გააკეთა მაშინს. იმასაც ამბობს,რომ რუსეთს მაგარი აგენტურა ყავსო,მაგრამ პრეზიდენტის სასახლეც რო არ იქნებოდა დაცული არ მეგონაო. სხვისი არ ვიცი,მაგრამ მეც მგონია,რომ სააკაშვილის ხელისუფლება იმაზე მეტად იყო პრორუსული ვიდრე დანარჩენები. ტელევიზიებში და თითქოს მოქმედებებში სულ სხვა რამე ჩანდა,მაგრამ რეალურად რუსეთმა ბევრი ხეირი ნახა იმ 9 წელში. 100% დარწმუნებული ვარ იმაში,რომ რუსეთის აგენტები 30 წლის მანძილზე ყველა მთავრობაში იყვნენ და არიან.ზოგ შემთხვევაში ბევრი იყო და ზოგში ნაკლები.
2020, 22 ნოემბერი, 17:58
ზეზუსტი ანალიზია. ის 7 რაიონი რომელიც პუტინმა აზერბაიჯანელებს გადასცა ისტორიულად არც არასდროს შედიოდა მთიანი ყარაბაღის შემადგენლობაში.
ფაშინიანი, როგორც პოლიტიკოსი გაანადგურა, აზერბაიჯანელებს გული მოფხანა და ტყვიის გასროლის გარეშე მიაღწია საწადელს-კიდევ ერთი სამხედრო ბაზა შექმნა ამიერკავკასიაში.
თან რაც ასევე მნიშვნელოვანია, თურქებს მისცა საშუალება ნახიჭევანის ავტონომიური რესპუბლიკის მიმართულებით თავისუფლად გადაადგილდნენ.
ამიტომ ვამბობ სულ, რუსეთი შეიძლება გვძულდეს, მაგრამ მისი მიერ გათვლილ ნაბიჯებზე ბევრი რამ უნდა ვისწავლოთ.
მე ვმუშაობდი ერთერთი ინვესტორის დაცვის სამსახურში და ანაკლიის კონსორციუმში მოხდა ორმაგი აფიორა, რომელზეც აქ ვერ ვისაუბრებ სამწუხაროდ.
2020, 22 ნოემბერი, 17:50
ამერიკამ უკვე დაკარგა გავლენა ჩვენს რეგიონზე და ასეთი სუსტი არ ყოფილა არასდროს. ჩვენთანაც ცუდად აქვთ საქმე და ამის დასტური ანაკლიის პორტიდან მათი გაგდებაა. ჩემი აზრით,ამერიკა ხავს ეჭიდება რეგიონში და ეს პირდაპირ ტრამპის ადმინისტრაციის არასწორი პოლიტიკის შედეგია და ობამას წაყრუების გეგმის. ამერიკას ძალიან სუსტი ლიდერები ყავდა 12 წელი და ეს პატარა დრო არ არის. ამით რუსეთმა ისარგებლა და ასეთი ქვეყნების უპირატესობაც ეგ არის სწორედ. რუსეთში დიდი ხანია არაფერი შეცვლილა,ხოლო ამერიკაში იცვლება ბევრი რამე.ყარაბაღის კონფლიქტი რუსეთმა გააღვიძა და ხელფეხი გაუხსნა აზერბაიჯანს,თურქეთს და ასე სომხეთი დასაჯა დასავლეთისკენ ყურებისკენ. რა თქმა უნდა ბოლომდე არ მიუშვებდა აზერბაიჯანს და ამიტომაც დაიბარა მოსკოვს ალიევი და ფაშინიანი. მსოფლიოს ლიდერები კიდე ვერ ხვდებიან რა რთული სიტუაცია აქვთ კავკასიის რეგიონში და ამის დასტური იყო ეს ყველაფერი. ყველა პოსტსაბჭოთა ქვეყანა ყურებით ყავთ დაჭერილი რუსებს და ამის გააზრება ვერ მოახერხა დასავლეთის ქვეყნებმა.
2020, 22 ნოემბერი, 17:46
გასაგებია და მესმის, უკრაინაში ქალაქ ხარკოვში დავიბადე და გავიზარდე, სადაც მოსახლეობის უდიდესი ნაწილი რუსია.
ლვოვში და ივანო-ფრანკოვსკში რუსების მიზერული რაოდენობაა, რადგან დასანახად ვერ იტანენ რუსებს.
მოლოტოვ-რიბენტროპის პაქტი, რომ არა შესაძლოა ომის ვადა და გადაწეულიყო, თან ამხელა ტერიტორიები არ მოეცვა.
2020, 22 ნოემბერი, 17:43
რაც შეეხება კორეის საკითხს,არ მგონია ვინმემ იცოდეს ამ ქვეყნის რეალური შეიარაღება. შესაძლოა ხუხულაავით ჩამოიშალოს მათი სისტემა ან ისეთი მყარი გამოდგეს რო ბევრ რამეს გაუძლოს,თან არ მგონია რო ერთ ციცქნა კორეა ამდენს მარტო ბედავდეს და რუსეთის კუდი იქნება მანდ გადაკიდებული.
2020, 22 ნოემბერი, 17:41
არ ვიცი,ვის რას ასწავლიდნენ სკოლაში,მაგრამ ერთი ფაქტი იყო რო სსრკ და გერმანია გაერთიანდა და თავდაუსხმელობის ხელშეკრულება დადეს,რითაც გერმანიას ხელფეხი გაუხსნა ომის დასაწებად.რა თქმა უნდა სსრკ ისარგებლა ამით და დასავლეთ უკრაინა და აღმოსავლეთ პოლონეთი დაიკავა. მე ესე ვისწავლე სკოლაში და მერე უკვე ჩემით ვიზრუნე ცოდნის გაღრმავებაზე.
2020, 22 ნოემბერი, 13:54
ბრიტანეთი ახლახანს გამოვიდა იმპერიალისტური აზროვნებიდან და რეალურად აფასებს საფრთხეებს, როცა გერმანია და საფრანგეთი კუდის ქიცინს არ ეშვებიან. ერთადერთი რაც ასე თუ ისე გააკეთა საფრანგეთმა სწორად ეს იყო რუსეთისათვის რუსეთის მიერ შეკვეთილი ვერტმფრენებისათვის განკუთვნილი ავიამზიდების "მისტრალის" მიწოდების დაბლოკვა.
მერკელი კი ცკ-ს ყოფილი ნაისტრუქტორალია და რუსეთისადმი მისი სიმპათიები გასაგებია, მით უფრო მაშინ როცა რუსულ "გაზპრომში" გერმანული ინვესტიციაც დევს.
დაველოდოთ ბაიდენის მოქმედებებს, თუ მან არ იყოჩაღა აშშ დაკარგავს ლიდერის როლს და ფუნქციას მსოფლიო პოლიტიკაში.
წინა კომენტარების ნახვა
0 0 10