x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134051
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508250
ტაივანზე უიშვიათესი ხალებიანი ლეოპარდი აღმოაჩინეს, რომელიც 37 წელი გადაშენებული ეგონათ
ხალებიანი ლეოპარდი - ეს ულამაზესი და უიშვიათესი მტაცებელი კუნძულ ტაივანზე ბინადრობს. წლების მანძილზე ის ბევრ ზოოლოგს და ველური ბუნების გულშემატკივარს მთლიანად გადაშენებული ეგონა, თუმცა ბოლო დროის მანძილზე მოდიოდა ხმები მისი არსებობის შესახებ. ის ორ სხვადასხვა ადგილას დააფიქსირეს და ამის გამო მკვლევარები ლეოპარდის მოძიებას შეუდგნენ. მთელი 12-თვიანი უწყვეტი ციკლის შემდეგ ძიება წარმატებით დაგვირგვინდა.


თავდაპირველად ბუნების მკვლევარებს ლეოპარდის არსებობის შესახებ რეინჯერებმა აცნობეს, რომლებმაც ცხოველები მთის ქედზე შეამჩნიეს, სადაც ისინი ველურ თხებზე ნადირობდნენ. ამის შემდეგ ერთ-ერთი ლეოპარდი დასახლებული პუნქტის სიახლოვესაც კი შენიშნეს, სადაც მტაცებელი ხეზე აფოფხდა და გაუჩინარდა.


ხალებიანი ლეოპარდი 2008 წელს არის შეყვანილი ბუნების დაცვის საერთაშორისო კავშირის სიაში, რომელიც მსოფლიოს ყველაზე მოწყვლად და გადაშენების პირას მყოფ ცხოველთა სახეობებს მოიცავს.


ეს ცხოველი თავდაპირველად სამხრეთ-აღმოსავლეთის სხვადასხვა რეგიონებში ხვდებოდათ, მაგრამ ბოლოს უკვე იმდენად იშვიათად, რომ 2013 წლიდან ის ოფიციალურად გამოცხადდა გადაშენებულ სახეობად, ხოლო საკუთრივ ტაივანს რაც შეეხება, კატისებრთა ოჯახის ეს წარმომადგენელი აქ 1983 წლიდან აღარც კი ახსოვდათ.



ტაივანზე ხალებიანი ლეოპარდი წმინდა ცხოველად არის მიჩნეული. იქაურები გეგმავენ, დაიწყონ ლეოპარდების სამეცნიერო გამოკვლევა მას შემდეგ, რაც დამატებით მასალებს მოიპოვებენ ამ ულამაზესი ცხოველის საცხოვრებელი არეალის შესახებ.


ლეო

1
135
შეფასება არ არის
ავტორი:დავითი ჩუთლაშვილი
დავითი ჩუთლაშვილი
135
  
2020, 19 ნოემბერი, 2:36
მოგესალმებით სექსის გაცნობის საუკეთესო საიტზე - Hosset.Com
0 1 1