x
მეტი
  • 25.04.2024
  • სტატია:134509
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508567
5 უცნაური რამ რასაც მხოლოდ იაპონიაში შეხვდებით, უცხოელები კი მათ სიველურედ მიიჩნევენ

image


იაპონია - საიდუმლოებით მოცული ქვეყანაა, სადაც იმდენი უჩვეულო და გაუგებარი რამ ხდება, რასაც დიდი ფანტაზიის მქონე ადამიანიც კი ვერ დაეწევა. ეს ქვეყანა იმდენად უნიკალური და თვითმყოფადია, რომ შეუძლებელია ყოველ ჯერზე არ გაგაოცოთ და ამასთანავე, არ მოგხიბლოთ, თუმცა იაპონურ კულტურაში არის ბევრი ისეთი რამ, რაც ბევრ ჩვენგანს სრულ სიველურედაც კი მოეჩვენება.




ფეკალიების მუზეუმი


image


ქვეყანაში განავლის ნამდვილი კულტი მეფობს. იაპონიაში შეგიძლიათ არა მხოლოდ მისი სახელობის მუზეუმს ეწვიოთ, არამედ ფეკალიის გამოსახულებიანი სუვენირიც შეიძინოთ. რაც არ უნდა გაგიკვირდეთ, ამომავალი მზის ქვეყანაში ფეკალიის ფორმის ტკბილეულის შეძენაც კია შესაძლებელი.




ნაყინი უჩვეულო გემოთი


image


იაპონიაში შეგიძლიათ - ბეკონის, ქათმის, ვასაბისა და ზღვის პროდუქტების არომატიანი ნაყინი დააგემოვნოთ. შეიძლება ეს უცხოელებისთვის საკმაოდ უჩვეულოდაც კი გამოიყურება, თუმცა თავად იაპონელებიც მას საკმაოდ იშვიათად მიირთმევენ.




ავტომატები, სადაც ყველაფრის შეძენაა შესაძლებელი


image


სასმელის ან ხემსის ავტომატებს ჩვენს ქალაქშიც საკმაოდ ხშირად შეხვდებით, თუმცა იაპონიაში ის პროდუქტის შეძენის ყველაზე მოსახერხებელ და მარტივ გზად ითვლება. თქვენ წარმოიდგინეთ და, იაპონელები ამ ავტომატების დახმარებით არა მხოლოდ "სნექს", არამედ ტანსაცმელს, თეთრეულსა და წამლებსაც კი ყიდულობენ.





სილამაზის უჩვეულო სტანდარტები


image


იაპონელებს სილამაზის საკმაოდ დამახინჯებული აღქმა აქვთ. რაც სხვა ქვეყნებში ნაკლად და უცნაურად ითვლება, მათთან ის კულტად არის ქცეული. გოგონები იაპონიაში პლასტიკურ ქირურგიას ძალიან ხშირად მიმართავენ, თუმცა შედეგი ყოველთვის საპირისპიროა. გაგიკვირდებათ და, ამ საოცარი ტრადიციებისა და ტექნოლოგიების ქვეყანაში - მრუდე კბილები და სახეზე ფილერის ინექციები საკმაოდ მიმზიდველად ითვლება.





კერპების თაყვანისცემა


image


ცნობილი ადამიანებისადმი სიყვარული იაპონელების ალბათ მთავარი სიგიჟეა და ეს არა მხოლოდ შოუ - ბიზნესის წარმომადგენლებს, არამედ კომპიუტერულ, ანიმესა და კომიქსის პერსონაჟებსაც ერთნაირად ეხება.ადამიანები თავიანთი საყვარელი გმირების შესაძენად კოლოსალური თანხების გადახდასაც კი არ ერიდებიან. გარდა ამისა თქვენ მარტივად შეგიძლიათ რომელიმე თქვენს საყვარელ "აიდოლის" პოსტერზეც კი დაქორწინდეთ და ეს ამომავლი მზის ქვეყანაში კანონით არანაირად არ იკრძალება.









0
423
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
423