x
image
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
"ჰოლივუდის რეკორდსმენები": ვარსკვლავები, რომლებიც გინესის რეკორდების წიგნში მოხვდნენ

image


გინესის მსოფლიო რეკორდების წიგნი მდიდარია უჩვეულო რეკორდებით. რიგითი მოკვდავები მზად არიან ბევრ რამეზე წავიდნენ ოღონდ მათი სახელი ამ ცნობილი წიგნის ფურცლებზე აღმოჩნდეს. რას არ იპოვით ამ საოცარ წიგნში, თუმცა როგორც ჩანს არც ცნობილი სახეები არიან წინააღმდეგი მის გვერდებზე მოსახვედრად, და თქვენ წარმოიდგინეთ ზოგიერთმა მათგანმა რეკორდსმენის ტიტულიც კი მოიპოვა, თუმცა მოდით გულწრფელად ვაღიაროთ რომ ჰოლივუდის ვარსკვლავები მის ფურცლებზე არა შემთხვევით, არამედ სრულიად დამსახურებულადაც აღმოჩნდნენ.



რობერტ დაუნი უმცროსი


image


მსახიობი გინესის რეკორდების წიგნში არც მეტი, არც ნაკლები მისი თაყვანისმცემლების წყლობით მოხვდა. ყველასთვის საყვარელ რკინის კაცს თაყვანისმცემლებმა დაბადების დღეზე საფოსტო ბარათი უსახსოვრეს, რომელზეც 5400 ადამიანის ხელმოწერა იყო.




ჰიუ ლორი


image


მსახიობს ცნობილი ექიმი ჰაუსის როლმა არა მხოლოდ მრავალი ჯილდო, არამედ რეკორდსმენის ტიტულიც კი მოუტანა. ჰიუ ლორის მონაწილეობით ამერიკულმა პოპულარულმა სერიალმა ეკრანს დაახლოებით 82 მილიონი მაყურებელი მიაჯაჭვა, ასე იქცა მისი აღმატებულება ჰიუ რეკორდსმენად, რომლის თამაშმაც ერთდროულად ამდენი მაყურებებლის გული მოხიბლა.





ნიკოლ კიდმანი


image


მსახიობი "Chanel" -ის რეკლამაში მონაწილეობას კოლოსალური თანხის, კერძოდ - 4 მილიონი დოლარის სანაცვლოდ დათანხმდა. აბსოლიტურ რეკორდად კი, სწორედ რეკლამისთვის გადახდილი ამხელა თანხა იქცა.




დუეინ ჯონსონი


image


ერთ - ერთი ყველაზე მაღალშემოსავლიანი ამერიკელი მსახიობი თქვენ წარმოიდგინეთ და, სელფის დიდი მოყვარული გახლავთ. მან სამ წუთში ერთხელ 100-ზე მეტი სელფი გადაიღო და რეკორდიც დაამყარა. უნდა აღინიშნოს, რომ ყველა ფოტო მართლაც რომ შესანიშნავი ხარისხის გამოვიდა.





მადონა


image


ლეგენდარულმა მომღერალმა მონაწილეობა მიუზიკლ - "ევიტაში" მიიღო, სადაც მთელი წარმოდგენის განმავლობაში სულ მთლიანობაში 85 კოსტიუმი გამოიცვალა და რეკორდიც მოხსნა.



0
124
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
124