საზოგადოება "არცერთი არ დაინდო ვირუსმა, არც მარგო ბებო, არც დარეჯანი, არც პატიკო...“ - უმძიმესი ისტორია ოჯახზე, რომლის სამი წევრიც კორონავირუსმა იმსხვერპლა 2020, 16 ნოემბერი, 12:37 საქართველოში უკვე არაერთია ისეთი შემთხვევა, როცა კორონავირუსმა ერთი ოჯახის რამდენიმე წევრი იმსხვერპლა. ახლაც ერთ-ერთ მსგავს ტრაგიკულ ამბავზე გიყვებით. ვირუსმა ერთი ოჯახის სამი წევრი შეიწირა. "ბევრი იბრძოლა პატიკომ, ძალიან ბევრი და მაინც ვერ გაუძლო, ვერ მოერია. არც ერთი არ დაინდო ვირუსმა. არც მარგო ბებო, არც დარეჯანი, არც პატიკო“ - წერს სოციალური პლატფორმა "ქალები საქართველოსთვის“ გრაფიკული დიზაინერი მარიკა მორჩილაძე "ფეისბუქის" პირად გვერდზე. მარიკამ სოციალურ ქსელში პირველად ახლობლების ავადმყოფობის შესახებ სტატუსი 31 ოქტომბერს დაწერა: "დღეს დეიდაჩემი დავკრძალეთ. როგორც თქვენ არ გჯერათ ვირუსის, ისე მე არ მჯერა, რომ ეს საყრდენი გამომეცალა. არც რამე ქრონიკული სჭირდა, არც 180 წლის იყო, მხნე იყო და ყოჩაღი, მუშაობდა გიჟივით, მილიონ საქმეს აკეთებდა. ყველას გვეიმედებოდა და ყველას გაჭირვების ტალკვესი ეს იყო. მას რომ გაუჭირდა, ვერ ვუშველეთ. სამი დღის წინ მარგო ბებო დავკრძალეთ, დღეს დარეჯანი. პატიკო აპარატზეა შეერთებული და იბრძვის. გაუფრთხილდით ხალხო ერთმანეთს, საკუთარ თავს, ჯანმრთელობას, მითუმეტეს როცა გაუფრთხილებლობას ასეთი დიდი ტკივილის მოტანა შეუძლია...“ - წერდა მაშინ მარიკა მორჩილაძე. სამწუხაროდ, ვერც პატიკო გადარჩა. კორონავირუსით გარდაცვლილი ოჯახის სამივე წევრი "ფეისბუქის" ქართული სივრცისთვის მეტ-ნაკლებად ცნობილი იყო. მათ შესახებ ერთი წლის წინ სოციალური პლატფორმა, "ქალები საქართველოსთვის" წერდა. დარეჯან მღებრიშვილი პროფესიით გეოლოგი გახლდათ. მისი ძმა, პაატა, დედამ 44 წლის ასაკში გააჩინა. ბიჭი დაუნის სინდრომით დაიბადა... განაგრძეთ კითხვა <<< 23 1-ს მოსწონს
|