x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
რადიუმის გოგონები-მანათობელი საათები,რადიაცია და სიკვდილი
image


ტრაგიკული ისტორია, რომელმაც შეცვალა აშშ-ს შრომითი კანონმდებლობა.


დღევანდელ მსოფლიოში, განსაკუთრებით ამერიკაში, არ უკვირს თანამშრომლის სარჩივარი კომპანიის წინააღმდეგ. თუმცა მე -20 საუკუნის დასაწყისში შეუძლებელი იყო ასეთ რამეზე ფიქრი. დამსაქმებელი მშრომელებისთვის ღმერთი იყო და შეეძლო გაეკეთებინა ყველაფერი, რაც თავში მოუვიდოდა. მათ შორის მუშები სასიკვდილო საფრთხის წინაშეც კი დაეყენებინა.

United States Radium Corporation-ის საათები (Undark) დიდი პოპულარობით სარგებლობდა როგორც არმიაში, სადაც მას დიდი რაოდენობით მოიხმარდნენ, ასევე მოსახლეობაში. საათები და საათის ციფერბლატები ხომ სიბნელეში ანათებდა!



ეს იყო 1920-იანი წლების მოდური ტრენდი , ამ საათების დამზადება ხდებოდა რადიუმზე დაფუძნებული მანათობელი საღებავის გამოყენებით, რომელსაც ასეულობით მუშა ქალი ხელით უსვამდა საათებს და ციფერბლატებს. უფრო ზუსტად ასე: ჯერ გოგონები წებოს, წყალს და რადიუმის ფხვნილს ერთმანეთში ურევდენ, საღებავის მიღების შემდეგ კი საათის ნაწილებს უსვამდნენ. Undark საათები მზადდებოდა სამ ქარხანაში: ორინჯში, ნიუ ჯერსი;ოტავაში, ილინოისი და უოტერბერიში, კონექტიკუტის შტატში.

image

გოგონებს, რომლებსაც ცენტნახევარს უხდიდნენ (დაახლოებით 30 ცენტი თანამედროვე კურსით) სამუშაოსთვის, არ იცოდნენ, რომ საქმე ჰქონდათ სასიკვდილო მასალასთან, თუმცა არც არავინ გააფრთხილა ისინი ამის შესახებ.


უფრო მეტიც, მას შემდეგ, როდესაც რამდენიმე წასმის შემდეგ აქლემის ბეწვის ფუნჯი ფორმას კარგავდა, მუშებს სთხოვდნენ ფუნჯის ფორმა აღედგინათ გალოკვით. ამ ინსტრუქციით საბოლოოდ არწმუნებდნენ გოგონებს, რომ უსაფრთხო მასალასთან ჰქონდათ საქმე: გოგონები ხუმრობენ კიდეც- კბილებს, ფრჩხილების და ტუჩებს მომაკვდინებელი რადიოლუმინესცენტური საღებავით იხატავდნენ.

image

რა თქმა უნდა, მოგვიანებით, როდესაც საქმე სასამართლოს გადაეცა, United States Radium Corporation ცდილობდა დამეტკიცებინა, რომ არ იცოდა რადიუმზე დაფუძნებული საღებავის საშიშროების შესახებ. მაგრამ ეს იყო სავალალო მცდელობა : კომპანიის ქიმიკოსები საღებავის ფხვნილის წარმოების მიღების ეტაპზე ყველა აუცილებელი სიფრთხილის ზომებს იღებდნენ რადიუმთან კონტაქტის შესამცირებლად. ატარებდნენ ხელთათმანს, ბირბადეს და ფარებს.


გარდა ამისა, აღმოჩნდა, რომ კომპანიის ექიმები დაშინებით მოისყიდეს და როდესაც მუშები ავად ხდებოდნენ განზრახ უსვამდნენ ცრუ დიაგნოზს - ხშირად სიფილისს .

დაავადება კი საკმაოდ მრავალფეროვანი იყო, მათ შორის ყველაზე გავრცელებული იყო ანემია, მოტეხილობები და ოსტეონეკროზი (ძვლის ქსოვილის უჯრედების დაშლა).


image

დღემდე უცნობია, თუ რამდენი ასეული ქალი დაავადდა და გარდაიცვალა რადიოლუმინესცენტური საღებავის ზემოქმედებით 1917-1928 წლებში -სწორედ ეს არის ყველაზე აქტიური ათწლეული საათების წარმოება-გაყიდვაში.


image

კორპორატიული დომხალი გაჩნდა 1920-იანი წლების შუა პერიოდში.

ნიუ – ჯერსის ქარხნის ხუთმა მუშაკმა United States Radium Corporation-ს უჩივლა სასამართლოში, დაადანაშაულა კომპანიაში სამუშაო პირობების შესახებ სიმართლის დამალვაში, რაც ჯანმრთელობისთვის საზიანო იყო. დაზარალებულები ითხოვდნენ მკურნალობის ღირებულების ანაზღაურებას.

image

სასამართლო პროცესი ფართოდ გაშუქდა პრესის მიერ - უფრო, ჟურნალისტების წყალობით, პროცესის ხუთმა მონაწილემ და "მანათობელი საათების" წარმოების ყველა მუშაკმა მიიღო მეტსახელი "რადიუმის გოგონები".

სასამართლო, გამოიტანა განაჩენი :ხუთი დაზარალებულიდან თითოეულმა მიიღო $ 10, 000 კომპენსაცია (დაახლოებით 140, 000 $ ამჟამინდელი კურსით), წლიური პენსია $ 600 (დაახლოებით $ 10, 000 მიმდინარე კურსით) და დაფარა ყველა სამედიცინო ხარჯი.

კოლეგებს ნიუ – ჯერსიდან მალევე მიბაძეს ილინოისში - თუმცა, მათ კომპენსაცია მოგვიანებით, 1938 წელს მიიღეს.

image

"რადიუმის გოგონების" გამარჯვებამ და მათზე გადახდილმა კომპენსაციამ იურიდიული პრეცედენტი შექმნა შეერთებულ შტატებში: აღმოჩნდა, რომ ცალკეულ თანამშრომელს შეუძლია უჩივლოს კორპორაციას ჯანმრთელობისთვის ზიანის მიყენების გამო და გადაუხადოს კიდეც ამის გამო. გარდა ამისა, "რადიუმის გოგონების" პროცესმა ხელისუფლებას ბიძგი მისცა მიეღო რამდენიმე კანონი, რომელიც დასაქმებულს დამსაქმებლისგან დაიცავდა.სწორედ ამ შემთხვევის საფუძველზე ჩამოყალიბდა შრომის უსაფრთხოებისა და ჯანდაცვის ადმინისტრაცია (OSHA)


ამჟამად რადიუმის საათების მღებავები დამცავი უნიფორმით მუშაობენ და რა თქმა ეკრძალებოდათ საღებავთან არა თუ ნებისმიერი კონტაქტი, არამედ მისი ორთქლის ჩასუნთქვაც კი.




2020 წელს .ამ ტრაგედიიდან დაახლოებით 100 წლის შემდეგ აშშ-ში 23 ოქტომბერს შედგა მხატვრული ფილმის პრემიერა "რადიუმის გოგონები"(რეჟისორები ჯინი მოჰლერი და ლიდია დინ პილშერი)

0
179
5-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
179
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0