x
image
მანჩო 777
Mediator image
Mediator image
Mediator image
რატომ ამჯობინებენ გერმანელები ნაქირავებ ბინებში ცხოვრებას და არა საკუთარი სახლის ყიდვას

ჩვენთან, საქართველოში, საკუთარი ბინის ან სახლის ქონა პრესტიჟულად ითვლება და უზრუნველყოფის და წარმატების სიმბოლოს წარმოადგენს. ქართველი ემიგრანტების უმეტესობა ხომ ბინის საყიდელი თანხის დასაგროვებლადაა გადახვეწილი საზღვარგარეთ. აი ევროპელების ცხოვრების მიზანს კი სულაც არ წარმოადგენს საკუთარი ბინის ან სახლის შეძენა, ისინი უმეტეს შემთხევევაში ნაქირავებ, არენდით აღებულ ბინებში ცხოვრებას ანიჭებენ უპირატესობას. მაგალითად, გერმანიაში მოსახლეობის 55% არენდით აღებულ ბინებში ცხოვრობს და ეს რიცხვი სულ უფრო და უფრო იზრდება. რატომ ხდება ასე? ნუთი გერმანელები იმდენად ღარიბები არიან, რომ არ შეუძლიათ საკუთარი საცხოვრებელი ფართის შეძენა?



image



სინამდვილეში საქმე იმაშია, რომ გერმანიაში გაცილებით იაფია არენდით აღებულ ბინაში ცხოვრება, ვიდრე საკუთარის ყიდვა. მით უმეტეს, რომ ადგილობრივი კანონმდებლობა მკაცრად იცავს კლიენტებს. გადავხედოთ ციფრებს: ბინის ქირაობა თვეში საშუალოდ 15-20 ევრო დაგიჯდებათ (1 კვადრატული მეტრი), ხოლო თუ ახალაშენებულ კორპუსში დააპირებთ ბინის შეძენას, ერთ კვადრატულ მეტრში დაახლოებით 10 000 ევროს გადახდა მოგიწევთ.



image



აღსანიშნავია ის ფაქტორიც, რომ ბინის ქირაობა გერმანიაში სრულიად განსხვავებულად ხდება, ვიდრე ჩვენთან. არენდით გასაცემი საცხოვრებელი ფართი თითქმის ყოველთვის არის ცარიელი, ავეჯის გარეშე. ბინები იმდენად სტერილურია, რომ ჭაღებიც კი არ ჰკიდია, დატოვებულია მხოლოდ ჭერიდან ჩამოშვებული მავთულები, თუმცა ყოველთვისაა მოწესრიგებული სამზარეულო და სანიტარული კვანძები. საქმე იმაშია, რომ ხშირ შემთხვევაში ბინებს აქირავებენ არა კერძო პირები, არემედ ბინის მფლობელი ბანკები. ამგვარი საკუთრება მათ აქტივს წარმოადგენს, ამიტომ მისი შესყიდვა ფაქტიურად შეუძლებელია, თუმცა ამდაგვარი ბინები ყოველთვის გარემონტებულია და მოწესრიგებული: შეღებილია კედლები, ზოგ შეთხვევაში გაკრულია შპალერი და თითქმის ყოველთვის არის პარკეტი ან ლამინირებული იატაკი. შიშველი ბეტონის კედლებით გასაქირავებელ ბინას იქ ვერასოდეს ვერ ნახავთ.



image



ბინის ახალ მფლობელს შეუძლია მასში გააკეთოს ნებისმიერი რამ, რაც მოესურვება: შეცვალოს შპალერი, თავის გემოვნებით მოაწყოს სამზარეულო და აბაზანა, მაგრამ ერთი პირობით:არენდის ვადის გასვლის შემდეგ მან ბინა უნდა ჩააბაროს ზუსტად იგივე მდგომარეობაში, როგორიც მიიღო. მაგალითად: საწოლის თავზე ბრის დასაკიდებლად დაგჭირდა კედლის გახვრეტა? -კი ბატონო, არაა პრობლემა, ოღონდ უნდა იცოდეთ, რომ ბინის დატოვების წინ ნახვრეტი აუცილებლად უნდა ამოავსოთ, თორემ ბანკი თქვენი დეპოზიტიდან სერიოზულ თანხას ჩამოგაჭრით.



image



ბინის არენდას გარკვეული დადებითი მხარეებიც აქვს: ბანკს არ აქვს უფლება ხელშეკრულების ვადის გასვლამდე მოგიმატოთ ქირის ფასი ან მოგთხოვოთ ბინის დაცლა. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ხშირ შემთხვევაში მეარენდეები ბინას არც ისე ცოტა ხნით- 10-15 წლით ქირაობენ ხოლმე; ქირის გადახდაც არაა პრობლემა: თვის ბოლოს ბანკი ავტომატურად ჩამოგაჭრით არენდის თანხას თქვენი ანგარიშიდან.

რა თქმა უნდა, ყველაფერ ამას გარკვეული პრობლემებიც ახლავს: გასაქირავებელ ბინებზე დიდი კონკურსია და ერთი ბინის არენდით აღების მსურველთა რიცხვი 20-30 აღწევს. ამ დროს თავად ბანკი წყვეტს, თუ ვის მიანიჭოს უპირატესობა. რა თქმა უნდა, მათი არჩევანი ყოველთვის უზრუნველყოფილი, უპრობლემო და შეძლებული კლიენტისკენ იხრება.

ყოველივე ზემოთ თქმულის გათვალისწინებით გერმანელები ერთ-ერთ ყველაზე მობილურ ხალხად ითვლებიან. საშუალოდ გერმანელი სიცოცხლეში 3-4 საცხოვრებელ ბინას იცვლის. ჩვენგან განსხვავებით, ისინი არ არიან მიჯაჭვული საკუთარ უძრავ ქონებაზე, ამიტომ ხშირად იცვლიან ქალაქებს და შესაბამისად, სამსახურებს. არც თუ იშვიათად გერმანელები საკუთარ ქალაქში აქირავებენ ბინას, სხვა ქალაქში გადადიან საცხოვრებლად და იქ ქირაობენ ზუსტად ასეთივე ბინას. ასეა თუ ისე, ეს მათი ცხოვრების სტილია, ასეთია მათი მენტალიტეტი.




4
190
5-ს მოსწონს
ავტორი:მანჩო 777
მანჩო 777
Mediator image
Mediator image
Mediator image
190
  
2020, 19 ნოემბერი, 2:34
მოგესალმებით სექსის გაცნობის საუკეთესო საიტზე - Hosset.Com
2020, 18 ნოემბერი, 15:41
აი ზუსტად, რა მოკლეა ცხოვრება და რამდენს ვწვალობთ ყოფითი ცხოვრების გასაუმჯობესებლად.
2020, 18 ნოემბერი, 12:44
ჰოდა არ იკლავენ თავს საკუთარი ბინების ყიდვით..ჩვენ რომ დღე და ღამე არ გვძინავს ბინის ყიდვა-რემონტზე ფიქრით :)
2020, 17 ნოემბერი, 22:57
ძალიან საინტერესო სტატიაა. სხვათაშორის თურქეთის დიდ ქალაქებშიც ასეა.
სახელმწიფო მკაცრად იცავს მოქირავნეს უფლებებს ისევე, როგორც გამქირავებლის.
0 1 4