x
image
თამილა გურაშვილი
Mediator image
ტრამპმა ბაიდენის გამარჯვება გამოაცხადა
image



დონალდ ტრამპმა ტვიტერში გააკეთა განცხადება კონკურენტის ჯო ბაიდენის გამარჯვების შესახებ. მისი თქმით, ეს მიღწეული იქნა აშშ-ს საპრეზიდენტო არჩევნებზე მაქინაციების წყალობით.




”მან მოიგო, რადგან არჩევნები გაყალბდა. დამკვირვებლები არ დაუშვეს უბნებზე, ხმები დაითვალა კერძო კომპანიამ, "Dominion"-მა, რომელსაც ფლობს რადიკალი მემარცხენეები, ცუდი რეპუტაციის და ცუდი აღჭურვილობის კომპანია. ”- განაცხადა ამჟამინდელმა პრეზიდენტმა.




"ხმის მიცემის პროგრამული უზრუნველყოფის სისტემამ "Dominion"-მაც, ვერ უზრუნველყო მისი გამარჯვება ტეხასში, სადაც დიდი სხვაობით წააგო. გარდა ამისა, დიდი როლი ითამაშეს ფეიკებმა და მედიის მიერ სიმართლის ჩახშობამ." -წერს ტრამპი.





ტრამპმა განმარტა, რომ არჩევნებში ყველა მექანიკური ჩავარდნა იყო დემოკრატების მხრიდან ხმების მოპარვის მცდელობა და მათ წარმატებას მიაღწიეს. ფოსტით არჩევნებში მონაწილეობა სულელური იდეა იყო".- წერს ტრამპი.



ტვიტერზე დაუყოვნებლივ გამოჩნდნენ ტრამპის მოწინააღმდეგეების კომენტარები, რომლებიც მას მარცხის აღიარებას თხოვდნენ.




ტვიტერის ადმინისტრაციამ ტრამპის პოსტი მონიშნა: ”ეს ბრალდება არჩევნების გაყალბების შესახებ სადავოა”.

0
76
2-ს მოსწონს
ავტორი:თამილა გურაშვილი
თამილა გურაშვილი
Mediator image
76
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0