x
image
ნათია ჩხობაძე
7 წყენა , რომელსაც ბავშვი მთელი ცხოვრება ვერ ივიწყებს
ბავშვობაში ხშირად გვწყენდა, როცა მშობლები სხვა ბავშვს გვადარებდა, ეხლა კი, როცა მშობლები გავხდით, იგივე შეცდომებს ვუშვებთ ჩვენს შვილებთან.

აი, 7 შეცდომა, რომელსაც შვილები არ პატიობენ მშობლებს დიდი ხნის მანძილზე:


image

დაპირების შეუსრულებლობა

სიტუაცია, როდესაც ბავშვს ვპირდებით მისთვის ძალიან სასურველს დაბადების დღეზე, მაგალითად ლეკვს... ბავშვი უკვე არჩევს სახელს, გეგმავს მასთან ერთად თამაშსს, მაგრამ ხდება ისე რომ სხვა რაიმეს ვჩუქნით, რადგან გეგმები გვეცვლება. ამ დროს ბავშვი თავს ძალიან ცუდად გრძნობს, მას არუნდა სხვა რაიმე, უნდა ის, რასაც ელოდება, თუნდაც უმნიშვნელო ნივთი, მაგრამ სასურველი. ეს წყენა მას დიდხანს გაყვება...




ბავშვის პრობლემას უმნიშვნელოდ ვთვლით.....


მაგალითისთვის, თქვენს შვილს არუნდა ბაღში წასვლა. ეკითხეით მიზეზის შესახებ, მაგრამ არ გპასუხობთ, თქვენს არ გახსოვთ, რომ წინა დღით თქვენი სვილი ბაღიდან ნაწყენი მოვიდა და ცდილობდა ეთქვა თქვენთვი რა მოხდა, მაგრამ თქვენ ვერ მოიცალეთ სალაპარაკოდ. ის, შესაძლოა გაანაწყენეს ბაღში, მაგრამ თქვენ არ გეცოდიებათ, რადგან არ დაინტერესდით თქვენი შვილის უხასიათობის მიზეზით. თქვენთვის ეს ხომ უმნიშვნელოა, რადგან ის ბავშვია და პრობლემა არაა სერიოზული? ასე ფიქრობთ?

ცდებით! ბავშვისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ უსმენდნენ და მხარს უჭერდნენ მშობლები.




მშობლები წყვეტენ ვინ იქნება მათი შვილი

მამა გოგონას ხედავს მოცეკვავედ, ბიჭს ეკონომისტად. მაგრამ გოგონას უყვარს

მშენებლობები და ბიჭს ხატვა. მამა ფიქრობს, რომ "მამაკაცური საქმიანობა"გოგოს არ შეეფერება და ძალის დატანებით მიჰყავს ცეკვის წრეზე, ბიჭს კი არც დაატარებს ხატვაზე.

ზოგჯერ მშობლები სწორად ხედავენ, მაგრამ მთავარია მივცეთ შვილებს იმ კუთხით განვითარების უფლება, რისი ნიჭიც აქვს. სხვა შემთხვევაში ცვენ შვილებს "ფრთებს მოვაჭრით" და არასწორ გზაზე დავაყენებთ. ეს კი მათ ემახსოვრებათ.


«შენ რომ არა მე…»

ადამიანები მიდრეკილნი არიან წარუმატებლობა სხვას გადააბრალონ.

ზოგჯერ ფრაზა, რომ ბავშვის გარეშე უკეთესად ვიქნებოდით, წამოგვცდება ხოლმე. ბავშვი ამას იმახსოვრებს და გულს სტკენს.


ძალიან ბევრი სამუშაო

როცა სამუშაოს გამო ბავშვისთვის დრო არ გრჩებათ, ეს საკმაოდ მძიმედ განიცდება ბავშვის მიერ. მან არ იცის ხარჯები, მან იცის რომ დედა მასთან არაა. მას ჰგონია, რომ დედას და მამას მასთან ყოფნა არუნდა. ამიტომ, ყველა თავისუფალი დრო უნდა დაუთმოთ ბავსვს.


გაუმართლებელი ინვესტიციები


”გირო სკუტერი გიყიდე და შენ ისეთი უმადური ხარ და სამიც კი მიიღე!” - ამ ფრაზსა არ ექნება საგანმანათლებლო ეფექტი. სხვა დროს ის დამალავს ცუდ ნიშანს, თან თქვენგან წყენა ემახსოვრება.


«ნიკა უკეთესია»

ბავშვი უნდა შეადაროთ ისევ მისთავს, როცა უკეთესი იყო და არავითარ შემთხვევაში ვინმე სხვას. საკუთარ თავთან შედარება, მას არ ეწყინება, სხვასთან კი ძალიან იმოქმედებს.


დაგეხმარათ რჩევები? მაშინ გააზიარეთ <3
3
695
6-ს მოსწონს
ავტორი:ნათია ჩხობაძე
ნათია ჩხობაძე
695
  
2020, 28 ნოემბერი, 21:55
გეთანხმები, ნათია! ჩემ უკან ამ სტატიაში წამოჭრილი საკითხის დიდი ,,გამოცდილებაა,, და შვილებთან ურთიერთობისას, გასაკვირია და ძალიან მეხმარება). ის , რაც არ მომწონდა მე, არასოდეს ვიმეორებ მათთან, მე პატივს ვცემ მათ აზრებს, გემოვნებას, გადაწყვეტილებებს და პასუხად ვიღებ უფრო დიდ პატივისცემას)
2020, 28 ნოემბერი, 12:39
ეგ თავისთავად, თუმცა არის შენიღბული ქმედებები, რომელთა შედეგებზე მსოელი არ ფიქრობს.თითოეული ფრაზა , არასწორად ნათქვამი ილექება ბავშვის ცნობიერში შავ ლაქად.
2020, 28 ნოემბერი, 10:45
აბუჩად აგდება, დამცირება და ძალადობა – აი, რას ვერ დაივიწყებს ბავშვი...
0 1 3