x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
ვარსკვლავები, რომლებმაც «მახინჯი იხვის ჭუჭულის» ბედი გაიზიარეს

ჰანს ქრისტიან ანდერსენის ზღაპარი «მახინჯი იხვის ჭუჭულის» შესახებ, რომელიც გედად გადაიქცა, ალბათ, ყველას წაუკითხავს. თავდაპირველად, მას სცემდნენ, აგდებდნენ და თავის წრეში მისი მიღება არავის უნდოდა. ხოლო შემდეგ, როდესაც გალამაზდა, გაკვირვებულები უყურებდნენ და ერთმანეთს ეკითხებოდნენ, თუ რა ფრინველი იყო...

«მახინჯი იხვის ჭუჭულის» ბედი არაერთმა ვარსკვლავმა გაიზიარა და აქ ზოგიერთ მათგანს წარმოგიდგენთ:


ჯასტინ ტიმბერლეიკი

image


მომღერალმა თავი მუსიკალურ სფეროში ადრეული ბავშვობიდან გამოიჩინა და შეიძლება ვიგულისხმოთ, რომ თავის წრეში, ძალიან პოპულარული ბიჭი უნდა ყოფილიყო. მაგრამ, სინამდვიელეში, ეს ასე არ იყო. როგორც ჯასტინმა აღიარა, სკოლაში მას მუდმივად დასცინოდნენ და ავიწროვებდნენ. ამის მიზეზი კი, ორი იყო: ჯერ ერთი, მისი შურდათ, წარმატებული კარიერის გამო და მეორეც, – ის, თავისი ასაკის შესაფერისად, მიმზიდველი ბიჭი არ იყო.


კრის პრეტი
image


ვინ იფიქრებდა, რომ ეს ფუმფულა ლოყებიანი ბიჭი, ერთ მშვენიერ დღეს, Marvel-ის ვარსკვლავი გახდებოდა. ხოლო, ვიდრე კრისი მსახიობი გახდებოდა, ბედი არ სწყალობდა და ქუჩაშიც არაერთხელ მოუწია ძილი.


ემინემი image


ცნობილი რეპ-შემსრულებლის ბავშვობის წლები, მისი წარმატებული კარიერის გარანტიას ნამდვილად არ იძლეოდა: მამამ ოჯახი მიატოვა, დედა ალკოჰოლზე გახდა დამოკიდებული, ხოლო მეზობელი ბავშვები, იმის გამო, რომ ჰიპ-ჰოპი უყვარდა, მას გამუდმებით დასცინოდნენ. გარდა ამისა, მომავალი მომღერალი, არც გარეგნობით იყო მიმზიდველი ბავშვი. თუმცა, თავდაჯერებულობის, ნიჭის და მტკიცე ხასიათის წყალობით – ის ყველაზე პოპულარული რეპერია მსოფლიოში.


დემი მურიimage


მსახიობი თვალის სიელმით დაიბადა და ამის გამო, იძულებული იყო სპეციალური, სქელ ლინზიანი სათვალე ეტარებინა. ეს აქსესუარი ძალიან ამახინჯებდა ბავშის გარეგნობას. დროთა განმავლობაში, დემიმ ოპერაციის წყალობით, მხედველობის პრობლემა მოიგვარა და სათვალეს სამუდამოდ დაემშვიდობა.


კეიტ უინსლეტი image


მსახიობმა ერთ-ერთი ინტერვიუს დროს გაიხსენა, რომ ჭარბი წონის გამო, მას სკოლაში «ბუშტს» ეძახდნენ. ხოლო, როდესაც გოგონა ამბობდა, რომ მსახიობობაზე ოცნებობდა, თანაკლასელები მას დასცინოდნენ.


მეთიუ ლუისიimage


მსახიობი პოპულარული ჰარი პოტერის შესახებ ფილმების სერიით გახდა. მაგრამ, სულ რამდენიმე წლის შემდეგ, ასე დამშვენებული და გალამაზებული მამაკაცის ხილვა, რაოდენ გასაკვირი იყო.


ვერა ბრეჟნევა image


იყო დრო, როდესაც ვერა ბრეჟნევა (ვერა გლუშკო) სათვალეს და გაურკვეველი სტილის სამოსს ატარებდა... და ვინ წარმოიდგენდა, რომ ცულ ცოტა ხნის შემდეგ, ის მამაკაცების უმრავლესობისთვის, საოცნებო ქალად იქცეოდა.


ნიკოლ კიდმანი image


მის შესახებ, მხოლოდ იმის თქმა შეიძლება, რომ ერთი უბრალო გოგონა, – ულამაზეს გედად იქცა.


გარეგნობა ისეთი რამ არის, რისი შეცვლაც ნებისმიერ მომენტში შეიძლება – მთავარია, სურვილი იყოს. და ხშირად, მხოლოდ იმიჯის შეცვლითაც კი საკმარისია, რომ ადამიანის ცხოვრება მთლიანად შეიცვალოს...

imageimageარხის სხვა სიახლეები:

image

imageimage1. იაპონელმა მეცნიერებმა COVID-ით ინფიცირების ახალი რისკი აღმოაჩინეს

2. როგორ დავიცვათ თავი COVID-ისგან 5-ჯერ უფრო ეფექტურად – მეცნიერების ახალი აღმოჩენა

3. უმრავლესობა სამედიცინო პირბადეს შეცდომით ატარებს

4. დედამიწის იდუმალი თანამგზავრი – რა ხდება მთვარის «ბნელ» მხარეს?

5. ყველაზე სასტიკი პაპის ხელდასმით შექმნილი შედევრები. ადამიანი, რომელიც ქრისტეს თანამედროვე გამოსახულების პროტოტიპი იყო

6. რა გავლენას ახდენს ტელეფონის ნომერი ჩვენს ცხოვრებაზე

0
175
5-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
175
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0