x
მეტი
  • 18.04.2024
  • სტატია:134377
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508455
"საქმის გარჩევა ამ პერიოდში კეთილად არ დასრულდება, გაფრთხილდით, რომ..." - რას წერს ასრტოლოგი მომდევნო 1 თვეზე
image
ასტროლოგი ქეთი ვაწაძე უახლოესი პერიოდის მნიშვნელოვან მოვლენებთან დაკავშირებით რეკომენდაციებს გვთავაზობს:
"ხვალ, 15 ნოემბერს, 09:07 წუთზე ახალმთვარეობაა მორიელის ნიშანში. ამ მოვლენას თან ერთვის ის, რომ ასევე ხვალ, მოქმედების პლანეტა მარსი, რომელიც ბოლო პერიოდში, კონკრეტულად კი 11 სექტემბრიდან ე.წ. რეტროგრადულ, ანუ უკანმავალ ფაზაში იმყოფებოდა, რის გამოც უამრავი შეფერხება-სტაგნაციის პერიოდი იყო თითქმის ყველა სფეროში, სწორდება. ეს ნამდვილად სასიკეთო მოვლენად უნდა მივიჩნიოთ, მით უფრო ახლა, ამ დაძაბული ცის ფონზე.
ბევრმა თქვენგანმა იცის, რომ ახალი საქმეები მთვარის მზარდ ფაზას უნდა დაამთხვიოს და 16 ნოემბრიდან, სწორედ რომ შესაბამისი დროა.
შეეცადეთ, რაც ახლო მომავალში გასაკეთებელი მნიშვნელოვანი საქმე გაქვთ დასაწყები, თვის ბოლომდე მოასწროთ, რადგან შემდეგ, 30 რიცხვში მთვარის დაბნელება გვაქვს, ხოლო 14 დეკემბერს მზის, შესაბამისად, დაბნელების დერეფანში დაწყებული საქმე, შესაძლოა დიდი წარმატებით არ დაგვირგვინდეს. მოსალოდნელია გარკვეული სახის წინაღობების ან შეფერხებების წარმოქმნა, ამიტომ, მოასწარით. მაგრამ თუ ამ ეტაპზე არ ესწრება თქვენი გეგმების განხორციელება, მაშინ უკვე 15 დეკემბრის შემდეგისთვის სჯობს გადადოთ.
14 დეკემბრის მზის დაბნელება იქნება ამ წლის ბოლო დაბნელება. 2020 წელს 6 დაბნელება გვქონდა, თან ნაკიანი წელიც დაემთხვა. აღარაფერს ვამბობ თხის ქრაში მდგომი პლანეტების ასპექტებზე, ამიტომაც აღმოჩნდა ბევრად რთული არამარტო ჩვენთვის, არამედ მთელი სამყაროსთვისაც. შემდეგი წელი, (უფრო გაზაფხულიდან) მეტად იმედისმომცემია ბევრი მიმართულებით, ამიტომ, უნდა გავუძლოთ!
ახალმთვარეობის რეკომენდაციები:
ვინაიდან შემდგომ პერიოდში (20 ნოემბრამდე) მერკურს რამდენიმე დღის მანძილზე არ აქვს არც ერთი დადებითი ასპექტი და მეტიც, ურანთან ოპოზიციურ დგომაშია, სიფრთხილე გვმართებს გზებზე გადაადგილებისას, ასევე, მოუფრთხილდით ნებისმიერ ტექნიკას (აუცილებლად გადაამოწმეთ წუნზე გაზის მილები და გამათბობლები!), შეეცადეთ სწორი კომუნიკაცია აწარმოოთ ირგვლივ მყოფებთან, რადგან დიდია გაუგებრობების, ვერგაგების შანსი.
ასევე, რადგან ამავე დროს ვენერა კვადრატულ, დაძაბულ დგომაშია თხის რქაში მყოფ პლანეტებთან, ფაქტობრივად, დაზიანებულია, მეტი დიპლომატია, კომპრომისები, საერთო ენის გამონახვა, სიმშვიდე გვჭირდება კონტაქტებისას, მით უფრო სასიყვარულო, პარტნიორულ ურთიერთობებში. მოერიდეთ უხეშობას და საქმის გარჩევებს, უკეთესი დროისთვის გადადეთ, ვინაიდან ასეთ დროს კეთილად არ დასრულდება.
რადგან ვენერა, ამავდროულად ფინანსებიცაა - ფინანსურ საკითხებში გვმართებს სიფრთხილის გამოჩენა (არასაჭირო ხარჯები, ტყუილად გადაყრილი ფული, დანაკარგები, მოტყუება და სხვ.)
ჯანმრთელობის მხრივ ყურადღება მიაქციეთ ნერვულ და შარდ-სასქესო სისტემას, წელისა და თავის ზონას.
0
268
შეფასება არ არის
ავტორი:მაია 24
მაია 24
268
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0