x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134408
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508499
კიმ ჩენ ინი და ვლადიმერ პუტინი ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის მოპარვას ცდილობენ
image
მაშინ, როდესაც მთელი მსოფლიო კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის ძიებაშია ჩართული რუსეთისა და ჩრდილოეთ კორეის ლიდერები მის მოპოვებას კრიმინალური გზების საშუალებით ცდილობენ.

როგორც Microsoft-ი იუწყება, ორივე ქვეყნის ხელისუფლებას დაფინანსებული ჰყავს ჰაკერები, რომელთაც დავალებული აქვთ, შეაღწიონ ვაქცინის კვლევაში ჩართული ინსტიტუტების სერვერებზე და მოიპარონ სერიოზული მონაცემები.

ჩრდილო კორეელმა ჰაკერებმა “Zink"-მა და “ Cerium"-მა, ასევე რუსულმა ჰაკერულმა ჯგუფმა “Fancy Bear" სცადეს შეეღწიათ აშშ-ში, საფრანგეთში, კანადაში, ინდოეთსა და სამხრეთ კორეაში მოქმედი 7 ფარმაცევტული კომპანიისა და ვაქცინის მკვლევარების ქსელებში. ეს უკანასკნელები ჩართულნი არიან კოვიდ-19-ის ვაქცინის ტესტირებაში, - აცხადებს Microsoft-ი.

“ეს ქმედებები არის არაკეთილსინდისიერი და ის დაგმობილი უნდა იყოს მთელი ცივილიზებული სამყაროს მიერ. ჩვენ ვასაჯაროვებთ აღმოჩენილ თავდასხმის ფააქტებს და მთავრობებს მოვუწოდებთ მიიღონ შესაბამისი ზომები"- განცხადა Microsoft-ის გენერალურმა დირექტორმა ტომ ბარტმა.


ისევე, როგორც რუსეთის, ასევე ჩრდილოეთ კორეის მთავრობებმაც, აღნიშნული ინფორმაცია უარყვეს.

უნდა აღინიშნოს, რომ რუსეთი რამდენიმე თვის წინ ინგლისმაც დაადანაშაულა ვირუსის ვაქცინის თაობაზე შპიონაჟში. ბრიტანელი საგარეო საქმეთა მინისტრი დომინიკ რააბი ამბობდა, რომ რუსი შპიონები ვაქცინის კვლევის მნიშვნელოვან ინფორმაციებს იპარავდნენ.


ასევე საინტერესოა:

როგორ ებრძვის ჩრდილოეთ კორეის დიქტატორი კორონავირუსს?!– გამაოგნებელი ინფორმაცია


ჩრდილოეთ კორეის ლიდერი თავის ხალხს უკვე ჭამასაც უკრძალავს

2
38
5-ს მოსწონს
ავტორი:კატაპულტი
კატაპულტი
38
  
2020, 15 ნოემბერი, 20:28
რუსებმა პირველებმა დაარეგისტრირეს მსოფლიოში ვაქცინა
2020, 14 ნოემბერი, 23:46
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 2