x
მეტი
  • 05.12.2020
  • სტატია:105526
  • ვიდეო:349199
  • სურათი:471283
გაიზრდება თუ არა იანვრიდან ელექტროენერგიის ღირებულება?!

image
2020 წლის დეკემბერში იწურება ის ვადა, რომლითაც 2017 წელს საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელი კომისიის მიერ ელექტროენერგიაზე ტარიფი იყო განსაზღვრული. სწორედ ა/წლის დეკემბრის ბოლოსათვის უნდა გადაწყვიტოს სემეკ-მა, რა ტარიფს გადაიხდიან საქართველოს მოქალაქეები ელექტროენერგიაზე 2021 წლის 1 იანვრიდან.

შეგახსენებთ, რომ ამ დროისათვის ჩვენს ქვეყანაში შემდეგი ტარიფები მოქმედებს (საყოფაცხოვრებო მომხმარებელთა):

თბილისი:

101 კვტ./სთ-ის ჩათვლით - 14, 5435 თეთრი.

101-301 კვტ/სთ - 18, 5555 თეთრი.

301 კვტ/სთ-ზე მეტი - 23, 0395 თეთრი.

რაც შეეხება რეგიონებს, აქ წლის ბოლომდე შემდეგი ტარიფები მოქმედებს:

101 კვტ/სთ-ის ჩათვლით - 14, 2367 თეთრი.

101-301 კვტ/სთ - 18, 2137 თეთრი.

301 კვტ/სთ-ის ზევით - 22, 7327 თეთრი.

ექსპერტების განცხადებით, ცვლილებები აუცილებლად იქნება, რადგან ტარიფის კორექტირება 3 წელიწადში ერთხელ სავალდებულოა, და უფრო მეტად სავარაუდოა, რომ ტარიფი გაიზრდება, თუმცა რამდენით, ამის ვარაუდი ძნელია. აღსანიშნავია, რომ სემეკ-ის მიერ ტარიფის დადგენისას გაითვალისწინება შემდეგი დეტალები:

ელექტროენერგიის იმპორტირების ფასი, მოთხოვნა პროდუქტზე და დოლარის კურსი.თუ გავითვალისწინებთ, რომ დოლარის კურსი საკმაოდ მაღალია, პროდუქტზე მოთხოვნა განუწყვეტლივ იზრდება ყოველწლიურად და მით უმეტეს, გაზრდილია სამი წლის განმავლობაში და ყველაფერთან ერთად, გაზრდილია იმპორტირებული ელექტროენერგიის ფასიც, მოსალოდნელია, რომ 2021 წლიდან ტარიფი მინიმუმ 1, 5-2 თეთრით მოიმატებს.



6
97
2-ს მოსწონს
ავტორი:კატაპულტი
კატაპულტი
Mediator image
Mediator image
97
  
24 ნოემბერი, 2:28
მოგესალმებით სექსის გაცნობის საუკეთესო საიტზე - Hosset.Com
14 ნოემბერი, 17:46
ეს საშუამავლო კომპანიები ძარცვავენ ხალხს, ადგილზე დენი იმდენად იაფია მაქსიმუმ 10 თეთრზე მეტი არ უნდა ღირდეს 1 კილოვატ/საათი ელექტროენერგია.
14 ნოემბერი, 15:00
კი, ბენზინიც ლარი გახდა და წყლის ქვეყანაში წყას ფულს როგორ იხდით ხალხოო?არ გვეუბნებოდნენ?მარა რად გინდა,გამოვიდნენ მერე და ვერ დავთვალეთ კარგადო
14 ნოემბერი, 14:52
"ხალხი იმსახურებს ისეთ ხელისუფლებას როგორიც ჰყავს"!!!
კალაძე დენის, გაზის და საწვავის ფასების დაკლებას გვპირდებოდა, პირიქითაა არჩევნებზე ეს ყველას ავიწყდება...
14 ნოემბერი, 14:50
თუ ეს აქციები გადააგორეს, დიდადაც გაიზრდება,ასე მგონია,2021 -ში არჩევნები არაა, სკამები განაღდებული ექნებათ და ეგაა..
14 ნოემბერი, 14:48
თუ გაიზარდა ელექტროენერგიის ფასი, ეს ხელისუფლება წინა ხელისუფლების ბედს გაიზიარებს.
"ენერგო პრო ჯორჯია" გასაგდებია აქედან, სოფელიც მაქვს და ერთო ბოძიც კი არ შეუცვლიათ.
0 1 6