x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134530
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508588
„მე ძალიან მიყვარს რუსეთი და თანაბრად ვთვლი თავს რუსად“ - სკანდალური ინტერვიუ ვაშაძესთან
image


დაახლოებით, ერთი კვირის წინ პოლიტიკური პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის განცხადებამ მმართველ გუნდთან მოლაპარაკების შესახებ საზოგადოების განრისხება გამოიწვია. მისი გუნდის წევრებს ამაზე კომენტარის გაკეთება უჭირდათ. ეს პირველი შემთხვევა არ ყოფილა, როცა მისმა განცხადებამ გარემოცვა დააბნია.

.
გთავაზობთ ამონარიდს 2009 წელს, რუსეთ-საქართველოს ომინდან 6 თვის შემდეგ ჩაწერილი ინტერვიუდან. მაშინ ვაშაძე საგარეო საქმეთა მინისტრი იყო:

.


„და მაინც: მე ძალიან მიყვარს რუსეთი და თანაბრად ვთლი თავს რუსად. და არ მიყვარს როდესაც ამბობენ „რუსეთი“, რადგან რუსეთს ამ სამარცხვინო ომთან არანაირი კავშირი არ აქვს. რაც შეეხება სახელისუფლებო სტრუქტურებს, დამიჯერეთ, მათ ძალიან კარგად ესმით რომ გამოუვალ მდგომარეობაში აღმოჩდნენ, პოლიტიკოსისთვის და დიპლომატისთვის ამაზე უარესი მდგომარეობა არ არსებობს“ – ამბობს გრიგოლ ვაშაძე ინტერვიუში.

.

„ნაციონალურმა მოძრაობამ“ და მისმა მხარდაჭერილმა საპრეზიდენტო კანდიდატმა გრიგოლ ვაშაძემ 2018 წლის არჩევნების კამპანია მოწინააღმდეგისთვის რუსეთის მიმართ ლოიალურ დამოკიდებულების დაბრალებაზე ააგეს. ისინი ამტკიცებენ, რომ 2008 წლის ომში საქართველოს იმდროინელი ხელისუფლების და პრეზიდენტ სააკაშვილის წინდაუხედაობასა და დაშვებულ შეცდომებზე ლაპარაკი ღალატის და რუსეთის სიყვარულის ტოლფასია.

.

„ქართულო ოცნების“ მიერ მხარდაჭერილი დამოუკიდებელი კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი საფრანგეთში დაბადებული ქართველი ემიგრანტი და დიპლომატია.

.

„ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატმა გრიგოლ ვაშაძემ თავისი ცხოვრების შეგნებული ნაწილი მოსკოვში, ჯერ საბჭოთა კაშირის, შემდეგ კი რუსეთის სახელისუფლებო სტრუქტურებში საქმიანობას მიუძღვნა.

0
155
შეფასება არ არის
ავტორი:რუსუდან ნადირაშვილი
რუსუდან ნადირაშვილი
155
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0