x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
სიგარეტის მოწევა, ანუ უნებლიე მკვლელობა.
imageამ სტატიით მინდა გამოვეხმაურო პრობლემას, რომელმაც ჩვენი მოსახლეობის დიდი ნაწილი დაიპყრო და რომელიც მე პირადად საშინელ სენად მიმაჩნია. საუბარი რა თქმა უნდა მოწევას შეეხება.
ჩემთვის მოწევა ძალიან ცუდ საქციელად ითვლება, ეს ხომ ძალიან ნელი თვითმკვლელობაა და ყველაზე საშინელი სახის ნარკომანია. მთელ მსოფლიოში სხვადასხვა ხერხით ცდილობენ ამ პრობლემას ებრძოლონ. ზოგ ქვეყანაში სიგარეტის ღირებულება გაზარდეს, ზოგში კი სხვადასხვა ამკრძალველი კანონებიც მიიღეს, მაგალითად ზოგ ქვეყანაში არამწეველი პიროვნების ანაზღაურება უფრო მეტია ვიდრე მწეველის და სამსახურში მიღების დროსაც არამწეველს ენიჭება უპირატესობა, რადგან ის არ კარგავს დროს მოწევაზე და უფრო ეფექტურად მუშაობს.

ევროპაში ეს ჩვევა უკვე "გოიმობად" ითვლება, ტარდება მოწევის საწინააღმდეგო ღონისძიებები. ქალაქებში, სამსახურებში და საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში გამოიყო სპეციალური ადგილები მწეველთათვის. სამწუხაროდ საქართველოში ეს კულტურა ჯერ ვერ იკიდებს ფეხს, რაც მე პირადად ძალიან მაღიზიანებს. რადგან ამით ირღვევა არამწეველი მოსახელობის უფლებები.
imageყველაზე მეტად მაღიზიანებს იმ მანდილოსნების საქციელი, რომლებიც ორსულობის პერიოდში და თავის პატარა შვილების თანდასწრებით ეწევიან, ისინი ამით ზრდიან ნაყოფის დაზიანების რისკს. ყოველი ღერი სიგარეტი იწვევს ნაყოფისთვის ჟანგბადის მიწოდების შემცირებას, რაც ზრდის ნაყოფის განუვითრებლობის და სიკვდილიანობის რისკს. ასევე მოქმედებს მოწევა მაშინ როდესაც ბავშვი მწეველი დედის რძით იკვებება. მწეველი დედა არის საკუთარი შვილის პოტენციური მკვლელი, რამდენიმე წამიანი "სიამოვნებისთვის" ის კლავს, ან სამუდამოდ უმახინჯებს ცხოვრებას თავის ნაყოფს.
ასევე მაღიზიანებს იმ მწეველთა საქციელი, ვინც "მაგარი ტიპობის"
გამო იწყებს მოწევას, შემდეგ კი მშობლებისგან და ნაცნობებისგან ფარულად ეწევა, ეს კიდევ ერთი საკუთარი თავის დამამცირებელი საქციელია, რადგან გააზრებული გაქვს, თუ რამდენად ცუდ რამეს აკეთებ, მაგრამ მაინც არ ეშვები. მითუმეტეს როდესაც საკუთარი ფული არ გააჩნიათ და სიგარეტის სამათხოვროდ უცნობ ხალხს აწუხებენ. ეს პრობლემა მშობლების ბრალიცაა, რადგან ისინი იმის მაგიერ რომ აუხსნან თუ რა მავნებელია სიგარეტი მათი ჯანმრთელობისთვის, პირდაპირ მუქარაზე გადადიან, თან მათ თვალწინ აბოლებენ სიგარეტს. ბავშვი ხომ იმას აკეთებს რასაც უფროსები აჩვენებენ. მითუმეტეს მაშინ, როდესაც ხალგაზრდებში "მალე გაზრდის" სენი არის გამეფებული . ყველა ცდილობს რომ უფრო დიდი გამოჩნდეს და ხშირად სწორედ ამ საშინელი საქციელით ცდილობენ ამის მიღწევას.
imageჩვენს ქვეყანაში არსებობს კანონი, რომლის მიხედვითაც სიგარეტის მიყიდვა არა სრულწლოვანისთვის ისჯება, მაგრამ ჯერ არ მინახავს ისეთი მაღაზია სადაც ამ წესს იცავენ, ამიტომ ვფიქრობ რომ ეს კანონი უნდა გამკაცრდეს და ჯარიმის ოდენობა უნდა გაიზარდოს, ახლა მეტყვით რომ ის გამყიდველი ცოდოა, ისედაც ორ კაპიკზე მუშაობსო, მაგრამ მირჩევნია იმ გამყიდველს კანონის დარღვევისთვის ორი კაპიკი მოაკლდეს, ვიდრე მის გამო რომელიმე ახალგაზრდამ სიცოცხლის დრო შეიმციროს. რესტორნებში, საზოგადოებრივი თავშეყრის და მსგავს ადგილებში უნდა გამოიყოს სპეციალური ადგილები მწეველთათვის და უნდა გააქტიურდეს მოწევის საწინააღმდეგო ორგანიზაციები, ჩატარდეს ღონისძიებები არამწეველთა წასახალისებლად.
ბევრი ამ მავნე ჩვევას იმით ამართლებს, რომ სიგარეტი და ნიკოტინი მათ სტრესის დროს ეხმარება და ნერვულ სისტემას აწყნარებს, ეს სრული სისულელეა, რადგან რეალურად აქ სიგარეტი არაფერ შუაში არ არის, ამ დროს ირთვება პლაცებოს ეფექტი, უბრალოდ ფსიქოლოგიურად იჯერებ, რომ ნიკოტინი გიშველის, გონებაც გადაერთვება ამ ფიქრებზე და პრობლემებზე ფიქრი წყდება. იგივე ეფექტი ექნება სხვა რამესაც, თუნდაც შოკოლადს, თუ მასზე იგივენაირად ვიფიქრებთ, როგორც სიგარეტზე.

imageრეალურად სიგარეტი იმაზე საშიში და მავნებელია ორგანიზმისთვის, ვიდრე თქვენ ყველაზე ცუდ ფიქრებშიც კი წარმოგიდგენიათ. "ნაფაზის" დარტყმისას სიგარეტის ბოლო ხურდება 600 გრადუს ცელსიუსამდე და იწვევს სხვადასხვა მავნებელი ნივთიერებების გააქტიურებას. ამერიაკში, სწორედ მოწევაა ყოველი მეექვსე სიკვდილის გამომწვევი მიზეზი, და მათ შორის ნახევარზე მეტი იღუპება კიბოთი.
imageმოწევა იწვევს კბილებზე ემალის დაზიანებას, ყნოსვისა და გემოს შეგრძნების დაქვეითებას, იწვევს სისხლძარღვთა შევიწროებას, რის გამოც ორგანიზმი იღებს გაცილებით ნაკლებ ჟანგბადს, ვიდრე მას სჭირდება ნორმალური ფუნქციონირებისთვის, რის შედეგადაც გული იწყებს უფრო აქტიურად მუშაობას ამ დანაკლისის ასანაზღაურებლად და ჩნდება გულის დაავადების რისკი. მოწევა ასევე აზიანებს ტვინს და შინაგან ორგანოებს, იწვევს კანის ნაადრევ დაბერებას და ნაოჭების ადრეულ ასაკში გაჩენას. პროფესორმა იაკობსონმა, დაადგინა რომ მოწევა მამაკაცებში იწვევს პოტენციის დაქვეითებას, ქალებში კი ზრდის კლიმაქსის ნაადრევ ასაკში გამოვლენის რისკს. მოწევა ასევე იწვევს პირიდან არასასიამოვნო სუნს, რაც უხერხულ სიტუაციას ქმნის საუბრისას.
მოწევა ხშირად სუსტ ნებისყოფას უსვამს ხაზს და ამ შემთვევაში ამ ჩვევის გადასაგდება უნდა მიმართოთ ექიმს.
ბევრი თვლის, რომე ექიმთან მისვლით ყველაფერი გადაწყდება და ყველაფერს ექეიმი უშველის, ეს ასე არ არის. ამ სენის მოშორებაში მთავარი როლი ეკისრება პაციენტს, მან უნდა მოიკრიბოს ნებისყოფა, რადგან ეს არის ძალიან რთული და ხანგრძლივი პროცესი, როგორც ფიზიკური მხრივ ასევე ფსიქოლოგიურად. მწეველს ამ დროს სჭირდება მის გარშემო მყოფი ხალხის გვერდში დგომა და ხელშეწყობა.
მსოფლიოში 120მდე ხერხი არსებობს, იმისა თუ როგორ დაანებოთ მოწევას თავი, მაგრამ აქტიურად გამოიყენება მხოლოდ 40, მაგრამ რა ხერხსაც არ უნდა მივმართოთ, ყველა მათგანი უსარგებლო და ხანმოკლე იქნება, თუ მას არ დავუმატებთ ფსიქოლოგის დახმარებასაც, რადგან ამ შემთხვევაში უდიდეს როლს თამაშობს ფსიქოლოგიური განწყობა. ბევრი მწეველისთვის სიგარეტის გადაგდება, საუკეთესო მეგობართან განშორების ტოლფასია, სწორედ ამიტომ ის რამდენიმე კვირა უნდა მომზადდეს ფსიქოლოგიურად ამ ნაბიჯისთვის, დარწმუნდეს სიგარეტის მავნებლობაში, შემუშავდეს გეგმა თუ როგორ იცხოვრებს სიგარეტის გარეშე. ბევრისთვის მოწევა ნაცნობების შეძენის და ხალხთან ურთიერთობის აწყობის საშუალებაცაა, ამიტომ სასურველია ჯგუფური ფსიქოლოგიური სეანსები 2-3 ადამიანთან ერთად. მწეველი უნდა მოემზადოს იმისთვის რომ მას გაუთავისუფლდება რაღაცა დრო დღის განმავლობაში და ამის გამო მან სიცარიელე არ უნდა იგრძნოს.
ადამიანის სიცოცხლის ხანგრძლივობა და ჯანმრთელობის დონე 50-55% დამოკიდებულია გარემოზე სადაც ის ცხოვრობს და მისი ცხვორების წესზე, აქ კი დიდ როლს თამაშობს მოწევა, მას შეუძლია ადამიანის დაავადება საკმაოდ მოკლე დროში.
საშინელ შედეგს იწვევს მოწევა არამწეველისთვის, რომელებიც
ჩაისუნთქავენ გამოშვებულ ბოლს, ანუ ხდებიან პასიური
მწეველები, იზრდება მათი, გულის დაავადებით, ასთმით, კიბოთი და სხვა საშინელი დაავადებით დაავადების რისი, ამიტომ დაფიქრდით სანამ თქვენ სიგარეტს მოუკიდებთ, ამით არა მხოლოდ თქვენ თავს კლავთ, არამედ თქვენს გარშემო მყოფ ხალხსაც და უმეტეს შემთხვევაში ხომ ისინი თქვენი მეგობრები, ოჯახის წევრები და საყვარელი ხალხია, ამიტომ შეეცადეთ სანამ რამეს გააკეთებთ დაფიქრდეთ, თუ შენ ახლაც გიჭირავს სიგარეტი ხელში ან გვერდზე გიდევს გამოიჩინე სიმამაცე და ერთი ღერი მაინც გადატეხე და გადააგდე, ამით შენ მხოლოდ შენ თავზე არ ზრუნავ. დაფიქრდი იმაზეც, თუ რამდენჯერ უთხოვია შენს მშობელს, რომ არ მოგეწია და მისი ხათრით მაინც შეეშვი, მასზე წმინდა და კეთილის მსურველი ხომ ცხოვრებაში არავინ გყავს, მითუმეტეს თუ უმალავ და სურვილის აუსრულებლობის გარდა, ატყუებ კიდეც მას.
imageimage



















imageimage
















image

49
3221
16-ს მოსწონს
ავტორი:ბაჯაბაჯა
ბაჯაბაჯა
3221
  
2019, 18 სექტემბერი, 11:49
არაფრის. მადლობა თქვენ.
2019, 13 აგვისტო, 14:27
ძალიან სასარგებლო სტატიაა.მადლობა ავტორს.
2013, 27 აპრილი, 15:37
:D :D წარმატებებს გისურვებ
ვითხოვ მარიხუანის ლეგალიზაციას....თამბაქოს დ...ც
2012, 14 ოქტომბერი, 14:54
თანაც კიბო დიდხანს გაცოცხლებს და აგერ მიწისძვრები ისე მომრვალდა 1 კვირა თუ გავქაჩეთ კარგია :D იმედია არ მოკვდები
2012, 14 ოქტომბერი, 10:53
მე თამბაქოს გადახვევაზე გადავედი, გუდვილში იყიდება მთლიანი შეკვრა 8ლარი ღირს და ძალიან დიდი ხანი მყოფნის. ის მაინც ვიცი რომ სუფთა სიგარეტს ვეწევი და არა ნაგავ გარეულს და არც კუპრს შეიცავს. მოსაწევადაც სასიამოვნოა, სუნიც არ აქვს მყრლი. მომენტ რა აზრი აქვს ფილტვის კიბოთი მოვკვდები თუ ყელის კიბოთი :)))
2012, 11 ოქტომბერი, 20:58
სურვილი თუ არ გაქვს ადვილი არც იქნება
2012, 11 ოქტომბერი, 20:35
ეგრე ადვილი რო იყოს:D მარა სიმართლე გიტხრა სურვილიც არ მაქ დავანებო:D:D:D
2012, 11 ოქტომბერი, 20:34
დააანებე, მერე მაგას რა აჯობებს :D
2012, 11 ოქტომბერი, 20:33
+++++++++++++++++++++++++++
წინა კომენტარების ნახვა
0 0 10