x
image
ლურჯი თოლია
გრეგორი პეკი - ჰოლივუდის უკვდავი ლეგენდა
image
გრეგორი პეკი დაიბადა 1916 წლის 5 აპრილს, სან-დიეგოში. სამი წლის იყო, როცა დედამ მიატოვა. მამა და ბებია ზრდიდნენ. გრეგორი ჯერ სამხედრო აკადემიაში სწავლობდა თუმცა ზურგის ტრავმა მიიღო და მეორე მსოფლიო ომში მონაწილეობა ასცდა. მოგვიანებით ბერკლის უნივერსიტეტში მოხვდა.
image
სწავლის ფული რომ ეშოვა, არც მეეზოვეობას თაკილობდა, არც ოფიციანტობას, ჭურჭლის მრეცხავადაც მუშაობდა.
სცენაზეც სწორედ უნივერსიტეტის გავლით მოხვდა – სტუდენტურ სპექტაკლში, “მობი დიკის” როლზე ახოვანი მსახიობის სჭირდებოდათ, გრეგორი თავისი 191 სმ-იანი სიმაღლით ამ როლისთვის ზედგამოჭრილი იყო. შეთავაზებაზე დიდხანს არ უფიქრია და დათანხმდა.
მას სხვა როლები მოჰყვა და ისე შეეჩვია სცენას, უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ ნიუ-ოირკს მიაშურა და დრამატული ხელოვნების ცნობილ სკოლაში მოეწყო.
ერთ-ერთ წარუმატებელ პიესაში მოხვედრის შემდეგ გრეგორი ჰოლივუდმა შეამჩნია. მისი, როგორც ვარსკვლავის ბიოგრაფიაც აქედან დაიწყო.
როცა “რომეული არდადეგებისთვის” მას თავისი პარტნიორი, 23 წლის გამოუცდელი გოგონა, ოდრი ჰეფბერნი გააცნეს, გრეგორი უკვე 36 წლის შემდგარი ვარსკვლავი იყო. მათ ტანდენმს ჭორების ნამდვილი მორევი მოჰყვა. თუმცა მითქმა-მოთქმამ დიდხანს არ გასტანა, რადგან გრეგორის არ უსარგებლია თავისი ვარსკვლავური მდგომარეობით და ჭორებსაც საზრდო ვეღარ მიეცა.
გრეგორი პეკი ორჯერ იყო დაქორწინებული. პირველ მეუღლესთან, გრეტა კუკონენთან 3 ვაჟი შეეძინა – ჯონათანი, სტივენი და კერი პოლი.
ვერონიკასთან კი ქალ-ვაჟი – ენტონი და სესილია.
უფროსი ვაჟი, ჯონათანი, ტელერეპორტიორი გახლდათ, თუმცა 30 წლის ასაკში სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. სტივენი ვიეტნამის ომის ვეტერანების აქტიური დამცველი და მხარდამჭერია, კერი პოლმა კი პოლიტიკური ამბიციები გამოავლინა და ორჯერ იყარა კენჭი აშშ-ს კონგრესში, თუმცა ორივეჯერ დამარცხდა.
რაც შეხებათ შვილებს მეორე ქორწინებიდან, სტივენი ბიზნესმენია, სესილია კი მსახიობი და პროდიუსერი.
გრეგორი პეკი 2003 წელს 87 წლის ასაკში ლოს-ანჯელესში, საკუთარ სახლში გარდაიცვალა.
image
0
90
1-ს მოსწონს
ავტორი:ლურჯი თოლია
ლურჯი თოლია
90
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0