x
მეტი
  • 20.04.2024
  • სტატია:134411
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508499
მიტოვებული შვილი

image
ექიმებმა ბოლო წუთს გადაწყვიტეს საკეისრო კვეთა გაეკეთებინათ, რადგან მომავალ დედას ბუნებრივი მშობიარობა არ შეეძლო - დიდი საფრთხის წინაშე იყო დედაც და ბავშვიც. გოგონა დაიბადა, რომელსაც თავში სითხე ჰქონდა. ცდილობდნენ როგორმე ეს ყველაფერი დედისთვის ისე აეხსნათ, რომ დიდი ტკივილი არ მიეყენებინათ. მაგრამ, როგორც კი მან ამის შესახებ გაიგო, ბავშვი არ მიიკარა და უარი თქვა უმწეო შვილზე, მეტიც, ბავშვი სამშობიაროში დატოვა და სახლში ისე წავიდა, თითქოს არც არაფერი მომხდარა. თუ რატომ გაიმეტა შვილი მარტოობისთვის და მოიგლიჯა გულიდან, ამ კითხვაზე მისთვის ერთადერთი პასუხი იყო: - არ მინდა ჩემს ორ შვილს, ჰყავდეს ავადმყოფი და, ეს მათ მომავალზე იმოქმედებს, ამიტომ, მივიღე ეს გადაწყვეტილება. ეს მხოლოდ ოჯახის წევრებმა იცოდნენ, დანარჩებისთვის კი ცნობილი იყო, რომ ბავშვი გარდაიცვალა. გავიდა დრო, დედას იშვიათად თუ გაახსენდებოდა მიტოვებული შვილი, ზოგჯერ ცრემლიც გადმოსცვივდებოდა უნებურად თვალებიდან, მაგრამ ის, რომ შვილის მდგომარეობა გაერკვია, ერთხელაც არ უფიქრია. პატარა გოგონა ბავშვთა სავადმყოფოში გადაიყვანეს, იქ განაგრძობდა მკურნალობას უდედოდ. ექიმებმა ნინო დაარქვეს, მონათლეს კიდეც და ყოველ ღონეს ხმარობდნენ, რომ ბავშვი კარგ პირობებში ჰყოლოდათ. მისთვის ოთახი გამოჰყვეს და იქ ჰყავდათ პატარა ნინო. ყველამ იცოდა, რომ იქ იზრდებოდა გოგონა, რომელიც დედამ მიატოვა, იმის გამო, რომ თავში თანდაყოლილი სითხე ჰქონდა და შესაძლებელი იყო, რომ ამის გამო ბავშვს ჰქონოდა სირთულეები. ყველა დედა, რომელიც მის ბავშვთან ერთად სავადმყოფოში მოხვდებოდა, ნინოსთვის ყველაფერს ყიდულობდნენ რაც საჭირო იყო, ეფერებოდნენ და სიბრალულით შესცქეროდნენ, მაგრამ, ის რომ რომელიმეს სურვილი გასჩენოდათ, სახლში წაეყვანა, არავინ იყო. გადიოდა დრო, ნინო ნელ-ნელა კარგი ექიმების დახმარებით უკეთესად ხდებოდა, თანდათან სიტყვებსაც ამბობდა. პრობლემა, რომელიც ყველასთვის შესამჩნევი იყო თვალებზე ჰქონდა. იმდენად საყვარელი ბავშვი იყო, რომ ყველას ძალიან უყვარდა, მასთან მისულ უცხო ადამიანებს ეფერებოდა და უღიმოდა. ყველაზე მეტად ახარებდა, რომ თოჯინებს ჩუქნიდნენ. ღამით დაძინება უჭირდა, რადგან მარტოს უწევდა ძილი, მისთვის დრო არავის ჰქონდა! ბევრი უშვილო წყვილი იყო, მაგრამ ნინოს სახლში წაყვანა არავის სურდა, ეშინოდათ, ვაი თუ კიდევ რაიმე გართულება მოჰყვეს დიდობაში და ავადმყოფი ბავშვის ყოლას სულ არ გვყავდეს სჯობსო - ამბობდნენ. ერთ დღეს, სადაც ნინოს ოთახი იყო, მის გვერდი ბავშვის სანახავად მივიდა ახალგაზრდა ცოლ-ქმარი, ნინო უკვე დამოუკიდებლად დადიოდა და ოთახში შევიდა, ნინო როგორც სხვებს ამათაც უღიმოდა, ქალს კაბაზე ექაჩებოდა, მეთამაშეო, დაინტერესდა ნინოთი, რატომ შემოვიდა მარტოდ. სად იყო მისი დედა, იქვე მყოფმა ბავშვის დედამ, უამბო ნინოს ისტორია. ქალმა მეუღლეს გადახედა, თვალებით ანიშნა, რომ ნინო ძალიან შეეცოდა. სახლში დაბრუნებული ცოლ-ქმარი სულ ნინოზე საუბრობდნენ, რამდენჯერმე მის სანახავადაც მივიდნენ. ნინო ძალიან შეეჩვია ახალგაზრდა უშვილო წყვილს, იმათაც უძნელდებოდათ ნინოს დატოვება სავდმყოფოში. უკვე ისე იყვნენ, რომ სახლში გაჩერება არ უნდოდათ, მთელ თავისუფალ დროს ბავშვთან სავადმყოფოში ნინოსთან ატარებდნენ. ცოლ-ქმარს უჭირდათ ერთმანეთს გამოტყდომოდნენ ნინოს სიყვარულში, მაგრამ ეს ისედაც ხომ ცხადი იყო - ორივეს ძალიან შეუყვარდა პატარა ნინო, ბოლოს იმ დასკვნამდე მივიდნენ, რომ ნინო ეშვილებინათ, მაგრამ მათაც ჰქონდათ შიში იმისა, რომ, ვაი თუ რაიმე ავადმყოფობამ იჩინოს თავი და სათანადოდ ვერ მივაქციოთ ყურადღება, იქ კარგი ექიმების ხელშია არაფერს აკლებენ ბავშვსო! ერთ დღეს როდესაც ცოლ-ქმარი მივიდა ნინოს სანახავად, სავადმყოფოს მთავარმა ექიმმა კაბინეტში დაიბარა ისინი და ნინოს შესახებ ველაფერი მოუყვა. - რომ არა მამის დაუდევრობა და ფეხმძიმე ქალისთვის, მუჭი არ დაერტყა მუცელზე სიმთვრალეში, ნინო ახლა სრულიად ჯანმრთელი ბავშვი იქნებოდა, მაგრამ ნინო ამ ეტაპზე უკეთესად არის, ჩვენ მას ყველა საჭირო მედიკამენტებს ვაძლევთ დროულად, ჩემი სურვილით არის ბავშვი აქ დატოვებული, რადგან შესაძლებელი ყოფილიყო, ბავშვთა სახლში, ასე კარგად ვერ მოევლოთ ნინოსთვის, თქვენ როგორც ვხედავ ძალიან გიყვართ ბავშვი, თუ სურვილი გაქვთ, რომ ის შვილად აიყვანოთ, მე დაგეხმარებით ამაში, რადგან მჯერა და დარწმუნებული ვარ, რომ ნინოს კარგად მოუვლით და კარგი მშობლები იქნებით! მე ყველანაირად დაგეხმარებით მედიკამენტებით თუ კი რამე დასჭირდება. ამ ეტაპზე ნინო არანაირ წამალს არ იღებს, სრული პახუსისმგებლობით შემიძლია გითხრათ, რომ ის ჯანმრთელია, თუ იმას არ ჩავთვლით, რომ თვალზე აქვს პრობლემა, მაგრამ ესეც მოგვარებადია, კეთდება უკვე ოპერაციები და შედეგიც კარგია. უშვილო წყვილი გულდასმით უსმენდა ექიმს, გადაწყვიტეს ბავშვი ეშვილებინათ. ამ ამბის შემდეგ, ერთი თვე გავიდა და ნინოს უკვე ახალი ოჯახი ჰყავდა, პატარას არ აკლდებდა მშობლები მზრუნველობას, ყველაფერს აკეთბდნენ იმისთვის, რომ ის ტკივილი, რაც გაიარა დავიწყებოდა და მშობლები, რომლებიც შეიძინა, ბიოლოგიური მშობლები ჰგონებოდა. მართლაც ასე მოხდა, ნინო გაიზარდა, მას არ ახსოვდა ის მძიმე ორი წელი, რომელიც მართალია დიდი სიყვარულით, მაგრამ მაინც მძიმედ გაიარა, ბავშვისთვის ხომ ყველაზე მთავარი მზრუნველი მშობლებია. მალე ნინოს თვალზე ოპერაცია გაუკეთეს და იშვიათად ატარებდა სათვალეს მაშინ, როცა კითხვით დაიღლებოდა-ხოლმე! ნინომ სკოლა წარჩინებით დაამთავრა და მშობლების თხოვნით სამედიცინოზე ჩააბარა, სტუდენტობისას იპოვა მისი სიყვარული და ბედნიერი ოჯახი შექმნა, მალე პატარაც შეეძინათ. ნინო თავს ყველაზე ბედნიერ ადამიანად გრძნობდა, მას ჰყავდა საუკეთესო მშობლები და მოსუყვარულე მეუღლე. ერთ დღეს მისი პაციენტის მოსანახულებლად შევიდა პალატაში, პაციენტი მოხუცი ქალი იყო, მას რთული ოპერაცია გაუკეთა ნინომ, დიდი ალბათობა იყო იმისა, რომ ოპერაციას ვერ გადაიტანდა, მაგრამ ნინომ ეს მოახერხა და ქალი გადაარჩინა, ქალბატონს შვილი უვლიდა, რომელიც ნინოს არ ჰყავდა იმ დრომდე ნანახი, პალატაში მყოფი ავადმყოფები, გაოცებას ვერ მალავდნენ, თუ როგორი მსგავსება იყო ნინოს, მოხუც ქალსა და ამ ქალის შვილს შორის, ერთმა ისიც კი თქვა, როგორ გგავთ ქალბატონო ნინო ეს პაციენტი, თითქოს თქვენი დედა იყოსო! ამ სიტყვებზე ნინოს პაციენტი ცუდად გახდა, მიზეზი კი არავინ იცოდა - მან ხომ დიდი ხნის წინ, შვილი გაიმეტა მარტოობისთვის. ნინოს ხელზე მოჰკიდა ხელი და კოცნა დაუწყო. ნინომ ეს მადლიერების ჟესტად ჩათვალა, სახლში მისულმა დედას უამბო, რომ მას ჰყავდა ავადმყოფი, რომელსაც ძალიან ამსგავსებდნენ. დედამ უთხრა შვილს: - მე არ ვიცი, ვინ არის ის ქალი, მაგრამ შენს გულს თუ უნდა, ნუ დაკარგავ და დაეხმარე, როგორც შეგიძლიაო! მართლაც ასე მოიქცა ნინო, სავადმყოფოდან გაწერის შემდეგაც ხშირად სტუმრობდა მის უკვე გამოჯანმრთელებულ პაციენტს და აძლევდა რჩევებს, თუ როგორ მოევლო თავისთვის, ავად რომ არ გამხდარიყო, ისე რომ არ იცოდა, ეს მოხუცი ის იყო, რომელმაც, მარტოობისთვის გაიმეტა, სწორედ მაშინ, როცა ძალიან სჭირდებოდა დედა გვერდით!

0
176
1-ს მოსწონს
ავტორი:სოფო იმერელი
სოფო იმერელი
176
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0