x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134407
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508499
სასტიკი შურისძიება: 5 ქალი, როლებმაც პარტნიორები დაასაჭურისეს

imageლორენა ბობიტის ისტორია

1993 წლის ივნისში ლორენა ბობიტის ყოფილი ქმარი, ჯონ უეინი, სახლში მთვრალი მივიდა და ლორენა გააუპატიურა. ქალის თქმით, ეს პირველი შემთხვევა არ იყო, როცა ნასვამმა მამაკაცმა მასზე იძალადა.

imageთუმცა, ამჯერად ლორენას მოთმინების ფიალა აევსო. მან სამზარეულოს დანას დასტაცა ხელი და მძინარე მამაკაცს პენისი ერთი დარტყმით მოჰკვეთა. მერე კი საჩქაროდ დატოვა შემთხვევის ადგილი და მოჭრილი პენისიც მანქანიდან მოისროლა.imageეს შემთხვევა მთელი მსოფლიოსთვის გახდა ცნობილი. ჯონის მოჭრილი პენისი ვიღაცამ იპოვა (ისე, საინტერესოა, რატომ უნდა მოგინდეს ვიღაცის მოჭრილი პენისის აღება? ) და მფლობელს დაუბრუნა 10 საათიანი ოპერაციისთვის.

ლორენა უდანაშაულოდ იქნა ცნობილი. სასამართლოს წინაშე წარსდგა ჯონიც, მაგრამ ისიც გაამართლეს, თუმცა შემდეგში არაერთხელ დააპატიმრეს ქალების შეურაცხყოფისთვის. ლორენა ბობიტმა კი სახელი შეიცვალა, სილამაზის სალონში დაიწყო მუშაობა და წყნარ ცხოვრებას ეწეოდა.


უცნაური დამთხვევა

2001 წელს 42 წლის ქალი პოლიციის განყოფილებაში შევარდა, ხელში კი ვიღაცისთვის მოჭრილი სათესლე პარკები ეჭირა. ქლის თქმით, მას ვიღაც მამაკაცი დაესხა თავს ქუჩაში, რომელიც მინეტის გაკეთებას აიძულებდა. ქალმა კი უბრალოდ ის მოაკვნიტა, რაც პირში ჰქონდა. ცოტა ხანში სასწრაფო დახმარებას 21 წლის ერიკ უილიამსმა მიმართა. აბა, გამოიცანით, რა მიზეზით? უილიამსი სექსუალურ ძალადობაში დაადანაშაულეს, თუმცა გარკვეული დროის გატარება საავადმყოფოში მოუწია, სადაც ოპერაცია ჩაუტარდა.


ქალი, რომელმაც ქმარი ორჯერ დაასაჭურისა


ჩინელი ჰან მოუ ორჯერ დაასაჭურისა საკუთარმა ცოლმა. პირველად ეს მაშინ მოხდა, როცა მამაკაცმა განქორწინება მოითხოვა. მისმა მეღლემ ჩჟანმა გადაწყვიტა, რომ მის ქმარს საყვარელი ჰყავდა, ქმარს დასაძინებელი წამალი ჩაუყარა, შემდეგ კი მამაკაცური ღირსება მოჰკვეთა და უნიტაზში ჩაუძახა.

სასამართლომდე ჩჟანი გირაოთი გაათავისუფლეს და ის ისევ ქმართან დაბრუნდა. იმის შიშით, რომ ჩჟანს დააპატიმრებდნენ და ბავშვები უდედოდ დარჩებოდნენ, მოუმ ჩჟანის შემცვლელის ძებნა დაიწყო ბავშვებისთვის, რამაც ქალი ძალიან განარისხა და ამჯერად ქმარს სათესლე პარკებიც მოჰკვეთა. შემდეგ კი სასწრაფო დახმარებას დაურეკა და პოლიციასაც თავისით ჩაბარდა.


განქორწინება

2011 წელს ქეთრინ ბექერი ქმარს ეყრებოდა. ერთ-ერთი ოჯახური კამათის შემდეგ ქალმა ქმარს საძილე საშუალება ჩაუყარა საჭმელში. როცა მამაკაცმა გაიღვიძა ის საწოლზე იყო დაბმული. ქეთრინმა მას პენისი მოაჭრა და ნაგავში ჩააგდო. პოლიციასთან კი მოკლე კომენტარი გააკეთა : “დაიმსახურა."

imageქეთრინს პატიმრობა შეუფარდეს.


შიშველი ხელებით

2017 წლის იანვარში მიტცი ჰადსონი საკუთარი ქმრის კასტრირების მცდელობისთვის დააპატიმრეს.

imageპოლიციაში ზარი შევიდა ოჯახური კონფლიქტის შესახებ. როცა პოლიციელები ადგილზე მივიდნენ, აღმოაჩინეს, რომ მისის ჰადსონის მეუღლეს სასწრაფო დახმარება ესაჭიროებოდა. თავად ქალი არსად ჩანდა. მისმა ქმარმა კი განაცხადა, რომ წარმოდგენაც არ ჰქონდა, თუ რამ გააბრაზა მისი ცოლი.




1
312
1-ს მოსწონს
ავტორი:გემი დალანდი
გემი დალანდი
312
  
2020, 13 ნოემბერი, 22:44
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1