x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
ვინ თქვა ნობელის პრემიაზე უარი და რა იყო ამის მიზეზი?!
image
ნობელის პრემიის დაარსებას 1895 წელს ჩაუყარა საფუძველი ქიმიკოს ალფრედ ნობელის ანდერძმა. აღნიშნულით ყოველწლიურად ჯილდოვდებიან გამარჯვებულები კაცობრიობისთვის მნიშვნელოვანი მიღწევებისათვის აკადემიურ, კულტურულ და სამეცნიერო სფეროებში.

ნობელის პრემია პირველად 1901 წელს გაიცა. დღეისათვის ის ყველაზე პრესტიჟულ ჯილდოდ ითვლება.

1901-2019 წლებში ნობელის პრემია გაიცა 597-ჯერ, 950 პირსა და ორგანიზაციაზე. დაჯილდოვების ცერემონია ყოველწლიურად იმართება შვედეთის დედაქალაქ სტოქჰოლმში, გამონაკლისს წარმოადგენს მშვიდობის დარგში დაჯილდოვება, რომელსაც ნორვეგიის დედაქალაქი, ოსლო მასპინძლობს.

გამარჯვებულები ჯილდოვდებიან დიპლომით, ოქროს მედლით და საკმაოდ სოლიდური თანხით, თავად განსაჯეთ, 2020 წლისათვის განსაზღვრულია 9 მილიონი შვედური კრონი, რაც 935 000 აშშ დოლარზე მეტს უდრის.


მიუხედავად იმისა, რომ ნობელის პრემია მსოფლიოს ყველაზე პრესტიჟული ჯილდოა, არსებობენ ადამიანები, რომელთაც მასზე უარი თქვეს. ლიტერატურაში შეტანილი წვლილისათვის ნობელის პრემია სულ სამმა ადამიანმა არ მიიღო. პირველი მათგანი იყო 1925 წელს ბერნარდ შოუ, რომელიც საბოოლოდ თანხის პირადად მიღების ნაცვლად, მის ანგლო-შვედური ლიტერატურული ფონდის შესაქმნელად გამოყენებას დათანხმდა.

ამის შემდეგ იყო ბორის პასტერნაკი 1958 წელს, რომელმაც ჯილდოს მისაღებად სტოკჰოლმში წასვლაზე უარი განაცხადა საბჭოთა კავშირის რეჟიმის გამო. უარი არ იქნა მიღებული და ნობელის პრემია მის შვილს მხოლოდ 1989 წელს გადაეცა.

და ბოლოს, 1964 წელს ფრანგმა ფილოსოფოსმა, ჟან პოლ სარტრმა ასევე უარი განახადა პრემიის მიღებაზე.მას არ სურდა აღმოსავლეთ-დასავლეთის კონფლიქტში, პრემიის მიღებით, ნეიტრალიტეტი დაერღვია, თუმცა მოგვიანებით ფინანსური გაჭირვების გამო მაინც მოითხოვა თანხა, მაგრამ სტოკჰოლმიდან უკვე უარი მიიღო.


2
236
3-ს მოსწონს
ავტორი:კატაპულტი
კატაპულტი
236
  
2020, 13 ნოემბერი, 22:46
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2020, 12 ნოემბერი, 20:22
საინტერესო სტატიაა, ინფორმატიული...
0 1 2