x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134048
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508248
იუკატანას ვარდისფერი ტბა - ზღაპარი, სავსე მაგიითა და ფლამინგოების ურიცხვი ჯარი

image


მექსიკაში, იუკატანას ნახევარკუნძულზე მდებარეობს ლას კოლორადასის ულამაზესი ვარდისფერი ტბა, რომელიც ნამდვილად წარმოადგენს სიურეალისტურ ადგილს. საოცრად ფერადი ტბა ძალიან უცნაურად გამოიყურება, თითქოს იქ არსებული სამყარო ვინმემ ვარდისფრად საგულდაგულოდ შეღება.

იუკატანას ვარდისფერი ტბა მოგაგონებთ ზღაპარს, სავსეს მაგიით, თუმცა რეალურად ტბის შეფერილობა აბსოლუტურად ბუნებრივი მოვლენაა.


image

ლას კოლორადასი ესპანურად ნიშნავს "წითელს". ესაა სახელი პატარა მექსიკური სოფლისა, რომლის მცოხვრებლებიც მისდევენ თევზაობას. სოფლის მცირე მოსახლეობას წარმოადგენს მექსიკური ტომები, რომლებიც ათწლეულებზე მეტია, რაც ჰყიდიან მარილს და ასე ირჩენენ თავს. გარდა ამისა, ლას კოლორადასი ცნობილია სხვადასხვა ცხოველით, როგორიცაა ფლამინგო, ზღვის კუ, ნიანგი, იაგუარი და ყველა სახეობის ზღვის ფრინველი.


image

რატომ არის ლას კოლორადოსის ტბა ვარდისფერი?

ეს, ერთი შეხედვით, შეიძლება, შავი მაგიის, ჯადოქრობის შედეგად გეჩვენოთ, თუმცა ტბის შეფერილობის მიზეზი სავსებით მარტივად აიხსნება. იუკატანას ტბის მკვეთრი ვარდისფერი, საღეჭი რეზინისფერი შეფერილობა განპირობებულია მის წყალში არსებული წითელი ფერის მცენარეებით, მაგალითად, პლანქტონითა და თალგამით, რომლებიც მარილიან პირობებში ხარობენ.



imageფლამინგოების ჯარი იუკატანას ტბაზე



იუკატანას ვარდისფერ ტბაზე, ლას კოლორადასში უხვად შენიშნავთ ფლამინგოებს. ეს ადგილი საუკეთესოა ფლამინგოების ჯარის დასათვალიერებლად და საყურებლად. ლას კოლორადასი და იუკატანას ტბის მიმდებარე ტერიტორია საუკეთესო ჰაბიტატი (ხელსაყრელი საცხოვრებელი გარემო) აღმოჩდა ფლამინგოების მრავალრიცხოვანი კოლონიებისათვის საკვების მოპოვების მხრივ.

რატომ აქვთ ფლამინგოებს ვარდისფერი ბუმბული? - იმიტომ, რომ იუკატანას ტბის ბინადარნი წითელი კრევეტებითა (ზღვის ცხოველი) და ამავე ფერის პლანქტონით (წყალმცენარე) იკვებებიან.


image



ტურისტების საყურადღებოდ, იუკატანას ვარდისფერ ტბაში ცურვა დაუშვებელია. მხოლოდ ის შეგიძლიათ, რომ ლას კოლორადასისაკენ მიმავალ გზაზე ულამაზესი ლურჯი პლაჟების მწკრივს გაუყვეთ და დატკბეთ სანახაობით. ლას კოლორადასი ძალიან პატარა სოფელია და ამიტომაც ტურისტებისათვის აქ საცხოვრებელი, დასასვენებელი შენობები არ არის.

იუკატანას ვარდისფერი ტბის სანაპიროსთან სეირნობისას სიფრთხილე გამოიჩინეთ მარილის მიმწოდებელ, დისტრიბუტორ მანქანებთან, რამდენადაც ზოგი სატვირთო და მისაბმელი ტრანსპორტი ძალიან დიდია, მთლიანად იკავებს გზას და გვერდს ვერ აუვლით.

0
104
შეფასება არ არის
ავტორი:ლანა92
ლანა92
104
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0