x
image
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
"როცა სიყვარულს ასაკი არ აქვს": 10 ცნობილი ქალი, რომელმაც არჩევანი ასაკით პატარა მამაკაცზე შეაჩერა

image


დიდი ასაკობრივი სხვაობით უკვე ვეღარავის გააკვირვებ როცა საქმე განსაკუთრებით ცნობილ ადამიანებს ეხება. ეს უფრო ადრე ითვლებოდა, რომ როგორც წესი, მამაკაცი საკუთარ რჩეულზე აუცილებლად უფროსი უნდა ყოფილიყო, და არავითარ შემთხვევაში პირიქით, თუმცა ქალები ბოლო პერიოდში სულ უფრო ხშირად ირჩევენ ასაკით თავისზე გაცილებით პატარა მამაკაცებს, და ისიც უნდა აღინიშნოს რომ ეს ქალბატონები გარეგნულად იმდენად შესანიშნავად გამოიყურებიან რომ მათ შორის არსებული ზოჯერ საკმაოდ დიდი ასაკობრივი სხვაობაც კი საერთოდ არ იგრძნობა, თუმცა რაც ყველაზე მთავარია - ეს არასტანდარტული წყვილები ერთმანეთის გვერდით ბედნიერები არიან.



ელზა პატაკი და კრის ჰემსვორტი - ესპანელი მოდელი თავის რჩეულზე 6 წლით უფროსია, წყვილი სამ შვილს ზრდის.


image


ჯენიფერ ლოპესი და ალექს როდრიგესი - პუერტო - რიკოელი ლამაზმანი თავის მეორე ნახევარზე, ცნობილ ბეისბოლისტ ალექს როდრიგესზე ექვსი წლით უფროსია.


image


კამერონ დიაზი და ბენჯი მედენი - ჰოლივუდის ვარკვლავსა და მის მეუღლეს, მუსიკოსს ბენჯი მედენს შორის ასაკობრივი სხვაობა მხოლოდ ექვსი წელია.


image


ჯულიანა მური და ბარტ ფრეინდლიხი - ამერიკელი მსახიობი საკუთარ მეუღლეზე 7 წლით უფროსია, წყვილს 2 შვილი ჰყავს.


image



პრიანკა ჩოპრა და ნიკ ჯონასი - 38 წლის ინდოელი მსახიობი მეუღლეზე 10 წლით უფროსია.



image


ბრიტნი სპირსი და სემ ასგარი - ცნობილმა ამერიკელმა პოპ - ვარსკვლავმა მეგობარი მამაკაცი 4 წლის წინ, მუსიკალური ვიდეოკლიპის გადაღების დროს გაიცნო, მომღერალი საკუთარ რჩეულზე 12 წლით უფროსია.


image


ლიზა ბონე და ჯეისონ მომოა - წყვილი უკვე 15 წელია რაც ერთად არის და ორ შვილს ზრდის, ლიზა ბონე მეუღლეზე 13 წლით უფროსია.


image


ტინა ტერნერი და ერვინ ბახი - 27 წლიანი ურთიერთობის შემდეგ, ლეგენდარული მომღერალი ერვინ ბახის წინადადებას დასთანხმდა და მას ცოლად გაჰყვა, ტინა საკუთარ რჩეულზე 16 წლით უფროსია.


image


ტილდა სუინტონი და სანდრო კოპი - გერმანელი მხატვარი თავის ცნობილ რჩეულზე 18 წლით უმცროსია, თუმცა მათ შორის არსებული საკმაოდ დიდი ასაკობრივი სხვაობა შეყვარებულებს არანაირ დისკომფორტს არ უქმნის, წყვილი ერთად უკვე 16 წელია.


image


ვივიენ ვესტვუდი და ანდრეას კრონტალერი - წყვილი 30 წელზე მეტია დაქორწინებულია, 79 წლის ცნობილი ბრიტანელი დიზაინერი მეუღლეზე არც მეტი, არც ნაკლები 25 წლით უფროსია.


image







0
545
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
545