x
image
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
შემზარავი ფაქტები ისტორიაში ყველაზე სისხლისმსმელი ქალის - გრაფინია ბატორის შესახებ

image


შუა საუკუნეებში აღმოსავლეთ ევროპაში სრული ჯოჯოხეთი ხდებოდა. რუმინეთში გრაფი დრაკულადან 100 წლის შემდეგ უნგრეთში გრაფინია ბატორი გამოჩნდა, რომელიც ისტორიაში "სისხლიანი გრაფინიას" სახელით შევიდა. დიდგვაროვანი ელიზაბეტ ბატორი გინესის რეკორდების წიგნშიც მოხვდა, როგორც ყველაზე დაუნდობელი ქალი ისტორიაში. "სისხლიან ლედად" წოდებულმა ბატორიმ ჭორების თანახმად, იმქვეყნად 100-დან 600 -მდე ახალგაზრდა ქალი გაისტუმრა, თუმცა საბოლოოდ, ის თავის ოთხ მოსამსახურესთან ერთად მხოლოდ 80 ადამიანის მკვლელობისთვის გასამართლდა. ბატორის გარშემო, რომელსაც უნგრული პროზა "სისხლისმსმელ გრაფინიად" მოიხსენიებდა მრავალი ლეგენდა არსებობს. დღეს, გადავწყვიტე მოგიყვეთ ისტორიაში ყველაზე დაუნდობელი ქალის გარშემო არსებულ შემზარავ ფაქტებზე, რომელთა შესახებ შესაძლოა არც არაფერი იცოდით.


image


1.გრაფინია 11 წლის ასაკში გათხოვდა- ის უნგრელ დიდგვაროვანს ფერენც ნადაშდის მიათხოვეს, რომელმაც საქორწილო საჩუქრის სახით მეუღლეს ჩახტიცკის ციხე - სიმაგრე უსახსოვრა. საგულისხმოა, რომ ბატორიმ ყველა თავისი სასტიკი მკვლელობა სწორედ ამ ადგილას ჩაიდინა.


image


2. ბატორიმ მოსამსახურეებზე თავისი პირველი ექსპერიმენტები 25 წლის ასაკში დაიწყო. მან ეკლესიას რამდენიმე თავდახურული კუბო გადასცა, რომელშიც ერთდროულად რამდენიმე ცხედარი ესვენა.ელიზაბეტის მტკიცებით, სასახლეში ჭლექით გარდაცვლილი მსახურები ესვენა.


image


3. პასტორმა გრაფინიას უცნაური "გართობის" შესახებ მისივე მსახურებისგან შეიტყო. სწორედ მათ უამბეს მღვდელს საბრალო მოახლის ამბავი, რომელმაც ბატორისგან გაქცევა სცადა, თუმცა ის მის მიერ გარეთ, ყინვაში წამებით იქნა მოკლული.


image


4. მას შემდეგ რაც გრაფინიას 40 წელი შეუსრულდა, მთლიანად "აიწყვიტა." მისი "გართობები" სულ უფრო დაუნდობელ ხასიათს იღებდა. ის მოახლე გოგონებს აშიშვლებდა, ფრჩხილების ქვეშ ქინძისთავებს ურჭობდა, საკუთარი ხორცის მოჭრას აიძულებდა და ჭამას აძალებდა. მათ ნეშტს კი საკუთარი ციხე - სიმაგრის ქვეშ მარხავდა.


image


5. მარადიული ახალგაზრდობის შესანარუნებლად კი სასტიკად მოკლული საკუთარი მოახლეების სისხლის აბაზანებს იღებდა.


image


6. "სისხლიანი ლედი" თავისივე ციხე - სიმაგრის ერთ - ერთ ოთახში აღესრულა, სადაც თავად მეფემ დაატყვევა. გარე-სამყაროსთან მას მხოლოდ პატარა ხვრელი აერთიანებდა, რომელიც მისთვის მხოლოდ საკვებისა და სასმელის მისაწოდებლად გამოიყენებოდა.


image







0
1138
1-ს მოსწონს
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
1138