x
გენდერი და მიგრაცია

image
პირველ რიგში, ეს ორი ცნება, გენდერი და სქესი, უნდა გავმიჯნოთ ერთმანეთისგან: სქესში იგულისხმება ბიოლოგიურ და ანატომიური მახასიათებლები, ხოლო გენდერში — "სოციალური როლი». ეს განსხვავებები მნიშვნელოვანია ისეთ მეცნიერებებში, როგორიცაა-სოციოლოგია, ფსიქოლოგია, ანთროპოლოგია და ასე შემდეგ.მათ შორის განსხვავებების გამოკვეთა მნიშვნელოვანია, რადგან მაგ: სოციოლოგი, რომელიც ჯგუფის ქცევას სწავლობს, ადამიანების გენეტიკურ და ანატომიურ მახასიათებლებზე ყურადღებას არ ამახვილებს, რადგან მეცნიერების ამ დარგში ქალების და კაცების ქცევა განხილულია სოციალურ კონტექსტში. მიგრაციის ამხსნელ თეორიებში(ნეოკლასიკური მიდგომა, შრომითი მიგრაციის ახალი ეკონომიკა, მიგრაციის მამოძრავებელი ფაქტორების მოდელები და სხვა) არც ერთგანა არაა გათვალისწინებული გენდერული როლი. ძირითადად ყურადღება ეთმობა ეკონომიკურ მოდელებს, სადაც ძირითადი მამოძრავებელი ძალაა არის შრომისუნარიანი და შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე პირი-როგორც წესი, მამაკაცი. ქალების მიგრაციის შემთხვევაში ხშირად იგი წარმოდგენილია, როგორც არა დამოუკიდებელი აქტორები, არამედ როგორც ოჯახის წევრი მამაკაცების გადაწყვეტილებებზე დამოკიდებული ინდივიდები. აუცილებელია გენდერული ცვლადის შემოტანაც, რათა უკეთ მოხდეს მიგრაციული პროცესების ახსნა.

აღსანიშნავია, ის ფაქტი, რომ 1970 წლამდე კვლევები ფოკუსირებული იყო მხოლოდ მამაკაც მიგრანტებზე. მიგრაციული პროცესების გენდერული ასპექტების შესწავლა დაიწყო მე-20 საუკუნის 80-იანი წლებიდან. ეს განაპირობა გენდერული კვლევების, როგორც მეცნიერული მიმართულების დამკვიდრებამ.
როდესაც გვაინტერესებს ის თუ ვინ ჩაერთვება მიგრაციულ პროცესებში, აუცილებელია გავითვალისწინოთ ამ ქვეყანაში გენდერული ურთიერთობები, რომლებიც თავის მხრივ დამოკიდებულია კულტურულ ღირებულებებსა და ნორმებზე. მაგ:პატრიარქალური წყობის საზოგადოებაში, სადაც ქალი დამოკიდებულია კაცზე, არ აქვს ავტონომია, გადაწყვეტილების უფლება და ნაკლებადაა ჩართული სოციალურ თუ პოლიტიკურ საქმიანობებში, მოსალოდნელია რომ ემიგრანტი იქნება კაცი. ასევე, გასათვალისწინებელია მიმღები ქვეყნის შრომითი ბაზრის სტრუქტურა. ამაში ვგულსიხმობ იმას, რომ უნდა გავითვალისწინოთ წინასწარ ის ბარიერი, რომელმაც შეიძლება შეზღუდოს ქალის ან მამაკაცის მონაწილეობა მიგრაციულ პრცესებში. აქ უნდა გამოვყოთ ის ორი ძირითადი ფაქტორი: როდესაც მიმღებ ქვეყანაში ძირითადად შესასრულებელია ე.წ "კაცის საქმიანობა", როგორიცაა მშენებლობა, შესაბამისად მოთხოვნა იქნება მამაკაცებზე, ხოლო ისეთ ქვეყნებში, სადაც დიდია მოხუცი მოსახლეობის წილი, პროპორციულად იზრდება მომვლელებზე მოთხოვნილება, შესაბამისად ამ საქმიანობაში დასაქმებული სწორედ ქალი იქნება.
დღეს ხშირად გვხვდება ტერმინი შრომითი ბაზრის ფემინიზაცია. ეს გულისხმობს იმას, რომ შრომით ბაზარზე ქალთა რიცხვი იზრდება და ტერმინთან-მიგრანტი-მხოლოდ მამაკაცი აღარ ასოცირდება. 2006 წლის მონაცემებით 95 მილიონზე მეტი ქალი მიგრანტი იყო მთელი მსოფლიოს მასშტაბით. ასევე უნდა გავუსვათ ხაზი იმ ფაქტორებს, რამაც ხელი შეუწყო ამ პროცესს.პირველი ის, რომ მიმღებ საზოგადოებაში გაიზარდა მოთხოვნა მუშახელზე, რომელმაც უნდა შეასრულოს ე.წ " ქალის სამე"-ძიძა, მომვლელი, დამლაგებელი. ასევე დისკრიმინიცაიამ და ოჯახში ძალადობამ უბიძგა ქალებს, რომ გაქცეოდნენ ასეთ ოჯახის წევრებს და თავი შეეფარებინათ სხვა ქვეყნისთვის, სადაც განთავისუფლდებოდნენ ფსიქოლოგიური წნეხისგან. და ბოლოს, ქალის სტატუსი-კონსერვატულ საზოგადოებაში სადაც, მარტოხელა, ქვრივი ან განქორწინებული ქალები არიან, ცდილობენ თავი შეაფარონ განსხვავებულ საზოგადოებას.

საქართველოში ერთ-ერთი პირველი კვლევა 2006 წელს დაბა თიანეთში ჩატარდა კვლევა CRRC-ის მკვლევართა პროგრამის ფარგლებში. კვლევამ აჩვენა-ემიგრანტთა ნახევარზ მეტი ქალი იყო. 2008 წელს ჩატარდა განმეორებით ეს კვლევა სადაც დაბა თიანეთიდან ემიგრაციაში წასული ქალების წილი მიგრაციული ნაკადის 70%-ს შეადგენდა.
როდესაც ვსაუბრობთ ქალთა მიგრაციაზე, აუცილებლად უნდა გამოვოყოთ ამ პროცესთან დაკავშირებული როგორც დადებითი, ასევე უარყოფითი მხარეები. დადებითი ასპექტებია- ქალმა საკუთარი შესაძლებლობები უკეთ გამოავლინოს და მათი რეალიზება მოახდინოს, ასევე სხვა ქვეყანაში წასვლისას აღარაა დამოკიდებული სხვაზე, ხდება დამოუკიდებელი ფინანსურად, თავისუფალია, ყველა ეს კი დადებითად მოქმედებს მის თვითშეფასებასა და უძლიერებს თავდაჯერებულობას. რაც შეეხება უარყოფით მხარეებს-აქ უნდა ვისაუბროთ ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან საკითხზე, რომელიც საფრთხეს წარმოადგენს ორივე სქესისთვის, თუმცა კვლევებმა აჩვენეს რომ ძირითადად ტრეფიკინგის მსხვერპლი ქალია. გაეროს ნარკომანიისა და დანაშაულის ოფისის(Drugs and Crime) 2016 წლის ანგარიშში ნათქვამია, რომ ქალები და გოგონები ტრეფიკინგის მსხვერპლთა 71%-ს შეადგენს.
დასკვნის სახით შეგვიძლია ვთქვათ, რომ მიგრაცია გარდაუვალი პროცესია ისეთი განვითარებადი და ეკონომიკური თვალსაზრისით არასტაბილური ქვეყნისათვის, როგორიცაა საქართველო, სადაც ადამიანთა უმრავლესობა ვერ ახერხებს საკუთარი შესაძლებლობების რეალიზებასა და დასაქმებას სასურველი პროფესიით, პირობებითა და ანაზღაურებით. მიგრაციულ პროცესებში ქალთა წილი ბოლო ათწლეულების განმავლობაში მნიშვნელოვნად გაიზარდა. მიუხედავად იმისა, რომ ბევრი უარყოფითი ფაქტორი ახლავს თან ამ პროცესს, რაზეც ზევით უკვე ვისაუბრეთ, გლობალიზაციამ მისცა შესაძლებლობა რომ თანაბარი ყოფილიყო შრომით ბაზარზე ქალისა და მამაკაცის მონაწილეობა.imageimage

0
33
4-ს მოსწონს
ავტორი:კაპანაძე სალომე
კაპანაძე სალომე
33
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0